ყოველდღიური ცხოვრებისეული სირთულეები ყოველთვის აისახება ჩვენს თმაზეც, მაგალითად, ცუდი კვება, გამოუძინებლობა, გაციება, სტრესი, ჰორმონული ფონის ცვლილებები. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს თმის სიჯანსაღეზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს, თმა ხომ ქალის მთავარი სამკაულია.
ყველაზე ხშირად კოსმეტოლოგები და ტრიქოლოგები პაციენტებს დიმექსიდზე დამზადებულ კომპრესებსა და სხვა საშუალებებს უნიშნავენ. ეს ნივთერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ მისი დახმარებით ჩქარდება თმის ზრდა. ის ხდება უფრო მოცულობითი და ბზინვარე.
ვივიენი მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ თმის ეფექტური ნიღაბი დიმექსიდის დახმარებით.
მასალები:
- 3 ჩ.კ. დიმექსიდი
- 1 ჩ.კ. ვიტამინი А
- 1 ჩ.კ. ვიტამინი E
- 1 ჩ.კ. ვიტამინი D
- 1 ჩ.კ. ვიტამინი B6 ან B12 ამპულებში
- 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი
- 1 ჩ.კ. ოროვანდის ზეთი
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება:
შეურიეთ ყველა მითითებული ინგრედიენტი, ზეთი შეგიძლიათ მსუბუქად შეათბოთ. დაიტანეთ ნარევი თავის კანზე და შეიზილეთ. დარჩენილი მასა გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, შემდეგ თავზე დაიხურეთ ფოლგა ან პოლიეთილენის ქუდი, შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი. დამატებით, თმა შეგიძლიათ ფენითაც გაითბოთ.
ასე უნდა გაჩერდეთ 30-60 წუთი. შემდეგ, თმა კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურის დროს შესაძლოა იგრძნოთ თავის კანის ქავილი – ეს სავსებით ნორმალურია და მიუთითებს იმაზე, რომ ინგრედიენტებმა კანში შეაღწიეს. ნიღბის გაკეთება საკმარისია კვირაში ერთხელ ან 2-ჯერ.
დიმექსიდის მალამო საუკეთესოდ კვებავს თმას აუცილებელი ვიტამინების კომპლექსით, ასევე ასტიმულირებს თმის ბოჭკოებს, ამიტომ თმა ზრდას იწყებს სწრაფად და მისი ცვენაც წყდება. თმა ხდება უფრო მკვრივი და სასიამოვნო.
ვივიენის რჩევები:
შესაძლებელია ზეთის რაოდენობის შეცვლა პრობლემის სიმძიმის მიხედვით. ვიტამინი A ასტიმულირებს თმის ზრდას და იცავს მას მავნე ზემოქმედებისგან. ის ებრძვის თმის სიმშრალესა და მტვრევადობას. ვიტამინი E ხელს უშლის თმის ცვენას, იცავს მას თავისუფალი რადიკალებისგან და ასტიმულირებს ზრდას.
ვიტამინი D აჩერებს თმის ცვენას და ასევე ხელს უწყობს ზრდას. ვიტამინები B6 და B12 იცავენ თმას ქერტლისგან, აუმჯობესებენ თავის კანზე სისხლძარღვების მდგომარეობას, კვებავენ მას.
შეინახეთ ეს სასწაულმოქმედი რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!