პირველი ნაბიჯი ართრიტის მოსაშორებლად: რაციონიდან სახსრებისთვის სახიფათო პროდუქტები გამორიცხეთ

1634

ართრიტი საშინელი დაავადებაა, რომელიც ხანდაზმული ადამიანის წყევლად ითვლება. სიტუაცია მძიმეა იმით, რომ ართრიტი შეიძლება ახალგაზრდებს და ბავშვებსაც კი აწუხებდეს.

დაავადებას მრავალი სახეობა აქვს, მაგრამ დიეტოლოგები ართრიტის და არასწორი კვების კავშირზე ხშირად საუბრობენ. დღეს ვივიენი გიამბობთ იმ პროდუქტებზე, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ, რომ სახსრების პრობლემებმა არ შეგაწუხოთ. ასევე გთავაზობთ ართრიტის სამკურნალო ხალხურ მეთოდს.

სახსრების მკურნალობა ოპერაციის გარეშე

გასაოცარია, მაგრამ ბევრი ერთი შეხედვით უსაფრთხო და სასარგებლო პროდუქტი, სინამდვილეში ორგანიზმს ზიანს აყენებს. ამ პროდუქტებზე უარის თქმა ართრიტის საუკეთესო პროფილაქტიკას წარმოადგენს.

1. ქარხალა

ბევრი ფიქრობს, რომ ქარხალა მარილის შემცველობის გამო სახიფათოა, მაგრამ ასე არაა. საქმე იმაშია, რომ პროდუქტი შეიცავს პურინებს – ნივთიერებას, რომლის დიდი რაოდენობაც პოდაგრას იწვევს. ქარხალას რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ორგანიზმში შარდის მჟავა იზრდება, რომელიც ორგანიზმიდან არ გამოდის, არამედ სახსრების ზედაპირზე რჩება და მათ აზიანებს.

2. მზესუმზირას თესლები

ჩვენთვის ჩვეულ მზესუმზირაში დიდი რაოდენობით ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავაა, რომლის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის სახიფათოა. ის არა მხოლოდ სახსრების ტკივილს, არამედ კანის დაავადებას (ეგზემა, აკნე) იწვევს. ომეგა 6 შეიძლება სახსრებში დაგროვდეს და ძვლებს შორის ხვრელის გაფართოებით ტკივილი გააძლიეროს.

3. მყარი ყველი

პროდუქტი კალციუმის იონებს შეიცავს, ამასთან მაღალი კონცენტრაციით. მცირე რაოდენობით მყარი ყველის მიღების სასარგებლოა, მაგრამ ხშირი მიღების შემთხვევაში კუნთების სპაზმებს და სახსრების ტკივილს იწვევს.

ართრიტის მქონე ადამიანებისთვის ამ 3 პროდუქტის მიღება აკრძალულია, რადგან მკურნალობას ართულებენ. ვისაც ართრიტი ჯერ არ აწუხებს, გირჩევთ ეს პროდუქტები იშვიათად და მცირე რაოდენობით გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგი ზომიერი უნდა იყოს.

ართრიტის მკურნალობა, ქირურგიული გზითაც კი შეუძლებელია. სწორედ ამიტომ დაავადების ნიშნების შესასამბუქებლად ართრიტის ხალხური საშუალებებით მკურნალობა საუკეთესო იქნება. ეს მეთოდი შეუძლიათ სცადონ მათ, ვისაც სააფთიაქო საშუალებებზე ალერგია აქვთ.

ართრიტის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა ვაშლის ძმრით მკურნალობა. საკვების ყოველი მიღების წინ (დღეში მაქსიმუმ 5-ჯერ) 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ძმარი დალიეთ. ასეთი კურსი დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. თუ ადამიანს კუჭი აწუხებს, ძმრის დოზა ორჯერ უნდა შეამციროთ, მაგრამ მკურნალობის კურსი 2-დან 4 კვირამდე გაიზრდება.

სახსრების ტკივილის დროს ჩვეულებრივი ნიორი დაგეხმარებათ. საკმარისია 5 თავი ნიორი წვრილად დაჭრათ, 0,5 ლ არაყი დაასხათ და ბნელ ადგილას 10 დღით გააჩეროთ. 1 ს/კ ასეთი ნაყენი ყოველი საკვების მიღების წინ მიიღეთ.

ხალხური საშუალებების დაავადების სიმპტომების შესასამბუქებლად გამოგადგებათ, მაგრამ მკურნალობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ უნდა მიიღოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს