ლიპოური მჟავა მოხდენილი ფორმების გასაღებია. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და სხეულს დაკლებისკენ უბიძგებს

1360

ითვლება, რომ წონის ეფექტურად დასაკლებად ცოტა ჭამა და ბევრი ვარჯიშია საჭიროა. ხშირად ასეთი მიდგომა სასურველ შედეგს არ იძლევა. რატომ? მიზეზი შეიძლება შენელებული ნივთიერებათა ცვლა იყოს.

ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი) – რთული პროცესია, სადაც ორგანიზმი საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგიად გარდაქმნის.

ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, კვების ჩვევები, ჰორმონალური დარღვევები, ასაკი  – ნელი მეტაბოლიზმის ძირითადი მიზეზებია. უფრო მეტიც, საკვების მკაცრი და მკვეთრი შეზღუდვის (დიეტა) რეჟიმში ორგანიზმი „ენერგიის დაზოგვის“ რეჟიმში თავად გადადის, რაც თქვენს ძალისხმევას უშედეგოს ხდის.

ლიპოური მჟავა ნივთიერებათა ცვლის პროცესის დასაჩქარებლად

მეტაბოლიზმის მაღალ დონეზე შენარჩუნება წონის ეფექტურად დაკლების წინაპირობაა. მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამაში ლიპოური მჟავა დაგეხმარებათ – ვიტამინების მსგავსი ნივთიერება, რომელიც ფერმენტების მუშაობს ხელს უწყობს. ის ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას აჩქარებს, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ღვიძლის გასაწმენდად და პანკრეასის აღსადგენად როგორც ანტიოქსიდანტი ისე მოქმედებს.

ლიპოური მჟავა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს და ლაქტაციის ეფექტს არ იწვევს. ბევრი გასახდომი საშუალებისგან განსხვავებით ორგანიზმიდან წყალი არ გამოაქვს, არამედ ცხიმის წვაზე მუშაობს. ამ დროს მადა ქვეითდება, მაგრამ საჭირო ენერგიას უფრო ნაკლები საკვებით მიიღებთ.

ლიპოური მჟავის გამოყენების დამატებითი ეფექტები: ტვინის და გულის მუშაობას აუმჯობესებს, ნერვული ბოჭკოების გამტარობას და სტრესისადმი მდგრადობას ზრდის, მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს, ნაღველის გამოყოფას არეგულირებს, კანის ნაადრევ დაბარებას აფერხებს.

ლიპოური მჟავა აფთიაქებში იყიდება როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი, მულტივიტამინების კომპლექსის შემადგენლობაში, ასევე ღვიძლის მუშაობის და ნივთიერებათა ცვლის დამარეგულირებელ საშუალებებში. გამოყენების წინ ინსტრუქცია წაიკითხეთ: როგორც წესი, გამოყენების წესი მაქსიმუმ ერთი თვეა.

პროდუქტები ლიპოური მჟავით

თუ ორგანიზმის მუშაობის დანამატებით კორექტირების მოწინააღმდეგე ხართ, ვივიენი იმ პროდუქტების სიას გთავაზობთ, რომლებიც ლიპოურ მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავენ.

ძროხის ხორცი, განსაკუთრებით ძროხის გული და ღვიძლი

ბროკოლი

ისპანახი

ბრიუსელის კომბოსტო

მწვანე ბარად

პომიდორი

კარტოფილი

ბრინჯის ქატო

ლიპოური მჟავის რაოდენობის შეზღუდვა არ არსებობს. ჭარბი მჟავა ორგანიზმს ბუნებრივი გზით გამოაქვს.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს