ზოდიაქოს ნიშნები: როგორი ადამიანების ნახვა არ გსურთ მეგობრებში

2192
ზოდიაქოს ნიშნები: როგორი ადამიანების ნახვა არ გსურთ მეგობრებში

როგორც იცით, მეგობრებზე მთელი სერიალის გადაღება შეიძლება, ამასთან ყველა ადამიანის მეგობრების წრეში ხილვა ჩვენ არ გვსურს, ზოგიერთს კი საერთოდ თავს ვარიდებთ. როგორი ადამიანი არ გსურთ იყოს თქვენი მეგობარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

1. ვერძი
თავს არიდებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ავანტიურას და აქტიურ ბუნებას არ ეთანხმება და თქვენი ვნების ჩაქრობას ცდილობს. თავის შეკავება არ გიყვართ და ვერ იტანთ, როცა რჩევებს და ღირებულ მითითებებს გაძლევენ. მეგობარი, რომელიც თქვენს დამოუკიდებლობას ხელყოფს, ან თქვენი სახელით საუბრობს, თქვენ მეგობრად დიდხანს არ დარჩება.

2. კურო
არ გიყვართ, როცა თქვენზე ზეწოლას ახდენენ და თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ. ძალიან ჯიუტი და მკაცრი შეიძლება იყოთ, განსაკუთრებით მაშინ თუ დასვენება და სახლში დარჩენა გსურთ. ვერ იტანთ, როცა რამეში გადანაშაულებენ, ამიტომ იმ მეგობრულ ურთიერთობებს თავს არიდებთ, რომლებიც თქვენს პირად ბედნიერებას და ჰარმონიას საფრთხეს უქმნის.

3. ტყუპები
ვერ იტანთ დაჟინებულ და მგრძნობიარე ადამიანებს, რომლებიც თქვენზე არიან დამოკიდებულნი. თქვენ დამოუკიდებლობას აფასებთ და ცხოვრებაში ნებისმიერ ცვლილებას ესალმებით. მეგობრული ურთიერთობა, რომლებიც თქვენ გზღუდავთ და რამეს გავალდებულებთ, თქვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

4. კირჩხიბი
თქვენ თავს არიდებთ მეგობრულ ურთიერთობას მათთან, ვინც ეგოისტი არის და თქვენთან გულწრფელად გახსნას არ ცდილობს. თქვენ ზომიერება არ შეგეფერებათ, ფიქრობთ რომ მეგობრობა ღრმა და გულწრფელი ურთიერთობა უნდა იყოს და ურთიერთდაკავშირებული. ზედაპირული მეგობრული ურთიერთობა თქვენ არასდროს დაგაინტერესებთ.

5. ლომი
არასერიოზული და სიტუაციური მეგობრობა არ მოგწონთ. მეგობრები პატივს გცემენ და სანაცვლოდ თქვენ გსურთ გქონდეთ ყველანაირი საფუძველი, რომ მათ პატივი სცეთ. ზოგადად, მეგობრულ ურთიერთობას თავს არიდებთ მათთან, ვინც თქვენზე მზაკვრულ გეგმას ადგენს ან როგორც მეორეხარისხოვან ვარიანტს ისე განგიხილავთ.

6. ქალწული
გაუზრდელ და შემთხვევით ადამიანებს ვერ იტანთ. მეგობრები, რომლებიც ყველაფერს ხუმრობად აღიქვამენ ან მუდმივად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ღებულობენ, სწრაფად გიცრუებთ იმედს. თქვენ ორგანიზებულობისკენ ისწრაფვით და გაღიზიანებთ ისინი, ვინც თქვენს ჰიპერ პასუხისმგებლობას დასცინის.

7. სასწორი
თქვენ თავიდან იცილებთ ურთიერთობებს მათთან, ვინც სწრაფად ცდილობს თქვენზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად მომხიბლავი და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, თქვენც გჭირდებათ პირადი სივრცე და დრო. თქვენთვის აუცილებელია გვერდით გყავდეთ ადამიანები, რომლებიც გაფასებენ თქვენ და თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.

8. მორიელი 
უყურადღებო, უტაქტო და ეგოისტურ ადამიანებთან ურთიერთობა არ გსურთ. ზედმეტად ემოციური ხართ, რაც იმას ნიშნავს რომ ბევრი რამე გულთან ახლოს მიგაქვთ. სწორედ ამიტომ წყობილებიდან წამიერად გამოყავხართ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და სხვების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

9. მშვილდოსანი
თქვენ დიდად არ გაინტერესებთ მეგობრები, რომლებიც ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად უყურებენ. თქვენ შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვთ და თავშეკავებას ვერ იტანთ. იცით, რომ ცხოვრება ნამდვილად სერიოზული შეიძლება იყოს თავისი სერიოზული მომენტებით, მაგრამ არ გსურთ რომ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაართულოთ.

10. თხის რქა
თქვენ თავს არიდებთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მცირე ამბიცია და ენთუზიაზმი აქვთ. გიყვართ, როცა თქვენ გარშემო მოტივირებული და წარმატებული მეგობრები არიან, რომ თავად იპოვოთ შთაგონება. არასდროს დაგაინტერესებთ ადამიანი, რომელიც საკუთარ მომავალზე ან კარიერაზე არ ზრუნავს.

11. მერწყული
თქვენ არ გსურთ ურთიერთობა გქონდეთ ადამიანთან, ვინც უმეცარი არის და სწავლა არ სურს. თქვენთვის განათლება – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ძლიერი რამაა მსოფლიოში. სწორედ ამიტომ დიდად არ სწყალობთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავით კმაყოფილები არიან და განვითარება არ სურთ.

12. თევზები
თქვენ არ გაქვთ ურთიერთობა მასთან, ვისაც კრეატიულობა და ორიგინალურობა არ ესმის. ხშირად შთაგონებას გარშემო სამყაროში ხედავთ, საინტერესო იდეების ახლო მეგობრებთან განხილვა გიყვართ. აქედან გამომდინარე, თქვენ არ შეგეფერებათ ადამიანები, რომლებიც ზედმეტად მიწიერნი არიან და სილამაზეს და ესთეტიკას გულგრილად უყურებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს