ჰაეროვანი ჩიზქეიქი ნაზი ხრაშუნა ორცხობილის ბალიშზე – განა ეს არ არის ერთი ნახვით სიყვარული? დიახ, მის შემადგენლობაში კარაქის და ორცხობილის გამო მათ დიეტურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა, რომ ტკბილეულზე უარი თქვათ. მით უფრო ასეთ დახვეწილ დესერტზე!
ვივიენი სამზარეულოში ასეთი სილამაზის შექმნას გთავაზობთ. მათ მომზადებას ისიც მოახერხებს, ვისაც ადრე კვერცხზე უფრო რთული არაფერი შეუწვავს. ჩვენი მინიშნებები გაითვალისწინეთ და ყველაფერი გამოგივათ.
როგორ მოვამზადოთ იდეალური ჩიზქეიქი: 6 სასარგებლო რჩევა
1. კლასიკურ ჩიზქეიქს კრემის მსგავსი ტექსტურა რომ ჰქონდეს, მდნარი ან ხაჭოს ყველი უნდა გამოიყენოთ, მაგალითად „ფილანდელფია“. შეგიძლიათ გახეხილ ხაჭოს აურიოთ, რომ დესერტი უფრო მკვრივი გამოვიდეს. ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი ჩიზქეიექი სახლის ხაჭოდან გამოდის. ცდად ღირს!
2. ინგრედიენტები მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ. თუ ხაჭოს მასა ჰაერით ძალიან გაჯერებული იქნება, გამოცხობის დროს შეიძლება ნაპრალი გაუჩნდეს.
3. ასევე ნამცხვარი შეიძლება ბზარები ტემპერატურის ცვლილებების გამო გაუჩნდეს. სწორედ ამიტომ ღუმლიდან იმწამსვე გამოღება არ იჩქაროთ. ღუმელის კარი შეაღეთ და ჩიზქეიქი ღუმელში 20-30 წუთით დატოვეთ.
4. მზა ჩიზქეიქი აუცილებლად გააგრილეთ. თუ დრო გაქვთ, მაცივარში 3-4 საათით დატოვეთ, უმჯობესია მთელი ღამით. ასე შიგთავსი უფრო გაჯერდება და დაჭრის დროს არ დაიშლება.
5. ჩიზქეიქის ოპტიმალური ფორმაა – მოსახსნელი. ასე დესერტს ადვილად ამოიღებთ და მას არ დააზიანებთ. თუ წინასწარ საცხობ ფორმას კარაქს წაუსვამთ, ფორმის მოშორება უფრო გაგიადვილდებათ.
6. ჩიზქეიქი დაჭრის დროს რომ არ დაიფშვნას ან დანას არ მიეწეპოს, სველი დანა გამოიყენეთ.
ჩიზქეიქი ალუბლით
თქვენ დაგჭირდებათ:
- 150 გრ ხაჭო
- 150 გრ ახალი ან გაყინული ალუბალი
- 100 გრ კარაქი
- 180 გრ შაქარი
- 150 გრ ფქვილი
- 1 პაკეტი ჟელატინი
1. მოამზადეთ ბისკვიტი. ფქვილი და კარაქი აურიეთ, ხაჭო და 150 გრ შაქარი დაუმატეთ. ნახევარი საათით სიცივეში დადგით.
2. ალუბლის მასა მოამზადეთ. ალუბალი ქვაბში ჩაყარეთ, 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. წყლის გარეშე! ცალკე ჭურჭელში 15 წუთით 1 პაკეტი ჟელატინი მეოთხედ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში დაასველეთ.
3. ალუბლის ადუღებას დაელოდეთ და ქვაბში გაფუებული ჟელატინი დაუმატეთ. აურიეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
4. ბისკვიტის ცომი საცხობ ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. მზა ბისკვიტი ალუბლით დაფარეთ წვენის გარეშე და მაცივარში შეინახეთ. როცა ალუბლის წვენი გაგრილდება, მაგრამ კვლავ თხევადი იქნება, კენკრას დაასხით და კვლავ ბოლომდე გამაგრებამდე მაცივარში შედგით.
ჩიზქეიქი ატმით
თქვენ დაგჭირდებათ:
- 400 გრ ხაჭო
- 100 გრ კარაქი
- 100 გრ შაქარი
- 200 გრ ფხვიერი ორცხობილა
- 2 ქილა დაკონსერვებული ატამი
- 200 მლ საკონდიტრო ნაღები (30% ცხიმიანობით)
- 2 ს/კ ჟელატინი
- 1 პაკეტი ვანილი
1. ნახევარ ჭიქა ცივ წყალში 1 ს/კ ჟელატინი გახსენით და ნახევარი საათით გააჩერეთ. 1 ქილა ატმის კონსერვიდან სიროფი გადაასხით და მასში დარჩენილი ჟელატინი დაასველეთ.
2. ნებისმიერი ფხვნილი ორცხობილა დაფშვენით და დარბილებულ კარაქს აურიეთ. საცხობი ფორმის ძირზე თანაბრად გადაანაწილეთ და დატკეპნეთ. მაცივარში 1-1,5 საათით შეინახეთ.
3. ხაჭოს შიგთავსი მოამზადეთ. წყალზე მომზადებული ჟელატინი გაზზე დადგით. ადუღებამდე არ მიიყვანოთ, სრულ გახსნამდე გააცხელეთ. გააგრილეთ.
4. ცალკე ჭურჭელში ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ. ხაჭო დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, შემდეგ გაფუებული ჟელატინი დაუმატეთ. მზა მასა ფორმაში ჩაასხით და ჩიზქეიქი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.
5. სიროფი ჟელატინთან ერთად გაზზე დადგით და სრულ გახსნამდე აურიეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. გვერდზე გადადეთ და გაგრილება აცადეთ.
6. ატამი ნაჭრებად დაჭერით და უკვე გაგრილებულ ჩიზქეიქზე მოათავსეთ. ჟელატინიანი სიროფი მოასხით და მაცივარში კიდევ რამდენიმე საათით შედგით – რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი.
ხაჭო-კარაქის ჩიზქეიქი გამოცხობის გარეშე
ბისკვიტისთვის:
- 150 გრ კარაქი
- 400 გრ ფხვიერი ორცხობილა
ხაჭოს ფენისთვის:
- 400 მლ ნაღები
- 200 გრ შაქარი
- 1 პაკეტი ვანილი
- 1 ს/კ ჟელატინი
- 700 გრ ხაჭო
ხილის ფენისთვის:
- 4 მარწყვი
- 1 კივი
- 1 პაკეტი ჟელე ნებისმიერი გემოთი
1. ბლენდერის დახმარებით ნებისმიერი ფხვიერი ორცხობილა დაფშვენით. ორცხობილა დარბილებულ კარაქს აურიეთ.
2. საცხობი ფორმის ძირში საკვები ცელოფანი მოათავსეთ. ცომი მის ძირზე მოათავსეთ და ზედაპირი გაასწორეთ. სიცივეში ნახევარი საათით შედგით.
3. ხაჭო ბლენდერით ათქვიფეთ და სახეხში გახეხეთ.
4. ჟელატინს ცივი წყალი დაასხით და გაფუება აცადეთ. მანამდე ნაღები ვანილთან და შაქართან ერთად ათქვიფეთ და ხაჭოს აურიეთ. გაფუებული ჟელატინი დაუმატეთ და აურიეთ.
5. მზა კარაქი-ხაჭოს მასა ბისკვიტზე გადაანაწილეთ და მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ.
6. ჩიზქეიქი დამატებით ხილის ფენით მორთეთ. ჯერ ინსტრუქციის მიხედვით ჟელე მოამზადეთ. დაახლოებით 200 მლ ( 1 ჭიქა ) გამოგივათ. მეოთხედი ცალკე ჭურჭელში გადაასხით. დარჩენილი ჟელე გაგრილებულ ხაჭოს ფენას დაასხით და მაცივარში 30 წუთით შედგით.
7. კივი და მაწყვი თხლად დაჭერით. ჩიზქეიქის ცენტრში ხილი მოათავსეთ, ზემოდან კი ჟელეს თხელი ფენა გადაასხით და მაცივარში 3-4 საათით შედგით, სანამ საბოლოოდ არ გაგრილდება.
ჩიზქეიქი „ნიუ-იორკი“
ბისკვიტისთვის:
- 2 ს/კ ხორბლის ქატო
- 2 კვერცხი
- 4 ს/კ შვრიის ქატო
- 3 ს/კ უცხიმო ხაჭო
- შაქრის შემცვლელი გემოვნების მიხედვით
შიგთავსისთვის:
- 70 გრ ყველი „ფილადელფია“
- 250 გრ უცხიმო ხაჭო
- 3 კვერცხი
- 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
- ლიმონის წვენი და ცედრა
1. მოამზადეთ ბისკვიტი. ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს აურიეთ და სილიკონის ფორმის ძირში თანაბრად გადაანაწილეთ. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. ბისკვიტს გაგრილება აცადეთ, მაგრამ ფორმიდან არ ამოიღოთ.
2. მოამზადეთ შიგთავსი. 1 კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. კვერცხის გული „ფილადელფიას“, ლიმონის ცედრას და ნახევარ ახალდაწურული ლიმონის წვენს, შაქრის შემცველს, ხაჭოს, სახამებელს და 2 მთელ კვერცხს აურიეთ. მიქსერით საშუალო სიჩქარით აურიეთ.
3. დარჩენილი კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ. შემდეგ ფრთხილად ხაჭოს მასას აურიეთ.
4. შიგთავსი ბისკვიტის ფენას წაუსვით და 160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.
5. მანამდე ლიმონის ტოპინგი მოამზადეთ. დარჩენილი ლიმონის წვენი წყალში გახსენით, 1 კოვზი სახამებელი და შაქრის შემცველი გემოვნებით დაუმატეთ. ნარევი მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეთ, სანამ არ გასქელდება. გაგრილების შემდეგ ჩიზქეიქს ზემოდან სქელ ფენად წაუსვით.
ქოქოსის ჩიზქეიქი
თქვენ დაგჭირდებათ:
- 600 გრ მდნარი ყველი
- 75 გრ კარაქი
- 3 კვერცხი
- 300 გრ შოკოლადის ორცხობილა
- 2/3 ჭიქა შაქარი
- 450 გრ ახალი ან დაკონსერვებული ანანასი
- 0,5 ჭიქა ქოქოსის რძე
- 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელები
1. კარაქი გაადნეთ და გაგრილება აცადეთ. დაქუცმაცებულ ორცხობილას აურიეთ. მასა საცხობი ფორმის ფსკერზე მოათავსეთ (ჩვენ 22 სმ დიამეტრის ფორმა ავიღეთ) და დატკეპნეთ. საყინულეში 30-50 წუთით შედგით.
2. თუ დაკონსერვებულ ანანასს იყენებთ, სიროფი გადაასხით და ხილი წვრილ ნაჭრებად დაჭერით.
3. მდნარი ყველი შაქარს აურიეთ. ნელ-ნელა კვერცხი დაუმატეთ და ათქვიფეთ. ქოქოსის რძე დაუმატეთ და აურიეთ. ანანასი და 0,75 ჭიქა ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მასა ფორმაში გადაასხით. 160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთით აცხვეთ.
4. როცა ჩიზქეიქი მზად იქნება, ცოტა ხნით ღუმელში, ღია კარში დატოვეთ. ზემოდან დარჩენილი ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ.
დაკარგულ დროზე თქვენ არ ინერვიულებთ! ჰაეროვანი სახლის ჩიზქეიქი უბრალოდ აღმოჩენაა, რომელიც უნდა ნახოთ და ძვირფასი სტუმრები გაანებივროთ.
რომელი რეცეპტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?