სახლში დამზადებული ბალზამი მშრალი კანისთვის: ყველაზე რთულ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ

1779

სილამაზის ინდუსტრია ერთ ადგილას არ დგას და ყოველდღე სატელევიზიო რეკლამებში სახის და სხეულის მოვლის ახალ საშუალებებს ვაწყდებით. მათი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური ცივი ან ცხელ სეზონზე ხდება, როცა კანი ყველაზე მეტად იტანჯება.

ვივიენმა მშრალი კანისთვის სახლში დამზადებული ბალზამის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ძვირადღირებულ მაღაზიის კრემებს მარტივად ჩაანაცვლებს და აბსოლუტურად მთელი სხეულის მოსავლელი უნივერსალური საშუალება გახდება.

მშრალი კანის გაჩენის მიზეზები

თითქმის ყველა ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მშრალი სხეულის კანის პრობლემას ეჯახება. მისი გაჩენის რამდენიმე გავრცელებული მიზეზი არსებობს:

1. თქვენ ხმარობთ საშხაპე გელს ან საპონს, რომლის შემადგენლობაშიც ზედაპირულად აქტიური ნივთიერება შედის. ისინი კანის დამცავ ფენას აქტიურად შლიან და სიმშრალის გაჩენას ხელს უწყობენ.

2. იყენებთ სახის კრემს, რომელიც საკმარისად ცხიმიანი არაა რომ კანის ტენიანობა შეინარჩუნოს.

3. წლის ცივ სეზონზე, ძლიერი ყინვის ან ძალიან მშრალი ჰაერის გამო კანი ბევრ ტენს კარგავს და უხეში ხდება.

4. ზედმეტად მშრალი შენობა, სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებთ, კანს აშრობს. განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა ოთახებში გამათბობლებს იყენებთ და ტემპერატურა ძალიან მაღალი ხდება.

5. არასწორად შერჩეული კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალება ასევე შეიძლება ჭარბი სიმშრალის მიზეზი იყოს.

როგორ მოვიშოროთ კანის სიმშრალე

საბედნიეროდ, მშრალი კანის პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება. ამისთვის საკმარისია:

1. დიდი რაოდენობით კოსმეტიკური თავის მოვლის საშუალებები არ გამოიყენოთ. აირჩიეთ ყველაზე საბაზისო ვარიანტი და უბრალოდ ტრადიციული ეტაპები შეასრულეთ: გაწმენდა, ტონირება და დატენიანება.

2. კრემი კონკრეტულად მშრალი კანისთვის შეარჩიეთ. ის ბევრად უფრო ცხიმიანია და კანს უფრო დელიკატურად უვლის.

3. სახლში ჰაერის დამატენიანებელი იყიდეთ. ასე ბინაში ოპტიმალურ ტენიანობას შეინარჩუნებთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შედეგს სახეზე დაინახავთ.

4. ქუჩაში გასვლის წინ დამცავი კრემები გამოიყენეთ. ხელის კანი შეგიძლიათ ხელთათმანით დაიცვათ, ხოლო სახე კოსმეტიკური საშუალებებით უნდა „დაიფაროთ“.

ეს მარტივი წესები მშრალი კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისი იქნება. პროცესი უფრო ეფექტური და სწრაფი რომ გახდეს, ვივიენი გთავაზობთ სახლის პირობებში მშრალი კანისთვის ბალზამის მომზადებას.

ბალზამის რეცეპტი მშრალი კანისთვის

სახლში დამზადებული ბალზამი მშრალი კანისთვის პრაქტიკულად მთელ სხეულზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ამიტომ ღრმა ჭრილობებსა და ნაკაწრებზე თამამად წაისვით.

ბალზამის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 200 მლ ცივი დაწურვის ქოქოსის ზეთი
  • 200 მლ ზეითუნის ზეთი
  • 4 ს/კ ფუტკრის ცვილი
  • 1 ჩ/კ E ვიტამინი
  • 10 წვეთი ლავანდას ზეთი
  • 8 წვეთი ლიმონის ზეთი
  • 6 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 4 წვეთი ზეთი E ვიტამინით

წყლის ორთქლზე ზეითუნის და ქოქოსის ზეთი ერთგვაროვან მასის მიღებამდე ერთმანეთში აურიეთ. სანამ ბალზამის ბაზა მზადდება, 4 ცალი 150 მლ მოცულობის მინის ქილა აიღეთ – მათში საშუალებას მოათავსებთ. თითოეულ ჭურჭელში ერთნაირი რაოდენობის ეთერზეთები დაამატეთ, შემდეგ ქოქოსის და ზეითუნის ნარევი ჩაასხით, ბოლომდე არ აავსოთ. დაახლოებით 1 სმ დატოვეთ. ბალზამს გაგრილება აცადეთ და ქილებს თავსახურები დაახურეთ. ასეთი საშუალება დაახლოებით ნახევარი წელი ინახება.

კანის დატენიანების გარდა ბალზამი შეგიძლიათ მწერების ნაკბენის მოსავლელად, ბავშვებისთვის ნაოფლარზე წასასმელად და ტუჩის გაუხეშებული კანისთვის გამოიყენოთ.

მშრალი კანის ბალზამი ერთხელ მოამზადეთ და მიხვდებით, თუ ის რამდენად კომფორტული და უნივერსალური საშუალებაა. გარდა ამისა, მის გამოყენებას არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ოჯახი, მათ შორის შინაური ცხოველებიც შეძლებენ. კატებისა და ძაღლების ნებისმიერი ჭრილობა და ნაკაწრი შეგიძლიათ ამ ბალზამით დაამუშაოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს