იმისათვის, რომ გაიწმინდოთ არტერიები დაგროვებული ტოქსინებისგან და ცხიმისგან, გაზარდოთ მათი ელასტიურობა და გაიჯანსაღოთ ორგანიზმსი, აუცილებელია რეგულარულად დეტოქსიკაციის პროცედურების ჩატარება.
ექსპერტების მტკიცებით, ადამიანები, რომელთა არტერიები 70%-ითაა დაბლოკილი, განიცდიან ტკივილს მკერდის არეში, აღენიშნებათ გულის გახშირებული ცემა, ქრონიკული დაღლილობა და თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება და გართულებული სუნთქვა. ყოველივე ამან სავსებით შესაძლებელია მიგვიყვანოს გულის შეტევამდე, ინსულტამდე და სხვა უამრავ სერიოზულ დაავადებამდე.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვივიენმა გადაწყვიტა თქვენთვის გასაოცარი რეცეპტის გაზიარება, რომელიც გაგიწმენდთ არტერიებს, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.
ნიორი – ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნიორი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჩვენს პლანეტაზე. ეს ნატურალური საშუალება, რომლის დამზადებასაც დღეს გასწავლით, ძალზედ ეფექტურია და 100%-ით უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რასაც ვერ ვიტყვით სპეციალურ პრეპარატებზე და აბებზე, რომელთათვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.
ნიორი გაჯერებულია საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უჯრედების რეგენერაციაში და გაახალგაზრდავებაში გვეხმარება. ამ პროდუქტისა და [b]ლიმონის[/b] კომბინაციით ჩვენ ვიღებთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც გვიწმენდს არტერიებს მავნე ნივთიერებებისგან, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და რამდენჯერმე ამცირებს სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს.
გარდა ყოველივე ამისა, უახლესი კვლევებით დამტკიცდა, რომ რეგულარულად ნივრის მიღებით კუჭის, მსხვილი ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები
- 4 კბილი ნიროი;
- 3 საშუალო ზომის ლიმონი;
- 3 ლიტრი წყალი.
მომზადება:
- გაასუფთავეთ ნიორი კანისგან.
- დააქუცმაცეთ გასუფთავებული ნიორი და ლიმონი.
- მოათავსეთ საშუალო ზომის ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი.
- მას შემდეგ, რაც ნარევი გაგრილდება, გაანაწილეთ ის მინის ქილებში და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ ერთი ან ორი სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.