მე ძალიან მიყვარს ბლინები საუზმეზე, განსაკუთრებით ტკბილი შიგთავსით. 4 მარტს, ბლინების კვირეული იწყება, ,,მასლენისტას” დღესასწაული წელს, 10 მარტს გაიმართება.
ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ვიფიქროთ ბლინების მომზადების საუკეთესო მეთოდებზე, რათა დავტკბეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნით.
როგორ მოვამზადოთ ბლინები სწრაფად
სამი თვის წინ შევიძინე ბლენდერი და დიდი ხანი სამზარეულოში უმოქმედოთ იდო. შემდეგ შევიტყვე ბლინების მომზადების სწრაფ რეცეპტზე. ალბათ, ეს არის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა ბლინის ცომის მოსამზადებლად. ამ ხრიკს ყველა დააფასებს, ვისაც სამზარეულოში გასატარებლად ძალიან ცოტა დრო აქვს.
დღეს, ვივიენი გეტყვით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ბლენდერი, ტაფა და 10 წუთი თავისუფალი დრო, რათა საუზმეზე ბლინი მოამზადოთ. ეს ხერხი ნამდვილად ფანტასტიურია.
მასალები:
- 250 გ ფქვილი
- 500 მლ რძე
- 3ც კვერცხი
- 60 გ შაქარი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 70 მლ მზესუმზირის ზეთი
- ბლენდერი და ტაფა
მომზადება:
1. ცომი მზადდება ბლენდერში. მასში მოათავსეთ 3 კვერცხი, შაქარი და მარილი. დააბლენდერეთ 30 წამით.
2. შემდეგ, დაამატეთ 100 მლ რძე, ფქვილი. ყურადღება მიაქციეთ: თუ ბლენდერი ცომს მთლიანად არ გახსნის, სხვა ინგრედიენტები დაამატეთ ბლენდერის გამოურთველად, სხვა შემთხვევაში თითოეული ინგრედიენტის დამატებისას დააბლენდერეთ 10-15 წამითს განმავლობაში.
3. ჩაასხით დარჩენილი რძე, დაამატეთ მზესუმზირის ზეთი და დააბლენდერეთ ყველაფერი 60 წამი. შედეგად უნდა მიიღოთ ერთიანი თხევადი ცომი.
4. გააცხელეთ ტაფა, მოათავსეთ მასში ბლინების ცომი. ერთ მხარეს გააჩერეთ 15, მეორე მხარეს – 10 წამის განმავლობაში.
5. სულ ესაა. გემრიელი და სწრაფი ბლინები მზადაა.
იმისათვის, რომ სახლში გემრიელი ბლინი მოამზადოთ, საჭიროა ორი რამ: კარგი ტაფა და ცოტა მოთმინება.
ბლინების მომზადების ეს მეთოდი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: არის გემრიელი და საჭიროა სულ რაღაც 10 წუთი. ვაღიარებ, აშკარად გადარჩა ჩემი დრო და ძალისხმევა. ბლინები იქნება თხელი და გემრიელი, შეგიძლიათ მიირთვათ ჯემთან ერთად.