ერთმა მდიდარმა ქალბატონმა მასწავლა, როგორ უნდა მოვამზადო სტაფილოს კექსი, რომელსაც შოკოლადის ,,ლავა” შიგთავსი ექნება.

1766

დახვეწილი დესერტის მომზადებისთვის, არ არის აუცილებელი სამზარეულოს ოსტატი იყოთ. სინამდვილეში, გემრიელი დელიკატესი შეგიძლიათ უმარტივესად მოამზადოთ. მაგალითად, სტაფილო და შოკოლადი. გაინტერესებთ როგორ?

ვივიენი გაგიზიარებთ რეცეპტს, რომლის მეშვეობითად შეძლებთ სტაფილოს კექსის მომზადებას შოკოლადის შიგთავსით.

ლავა, როგორც ევროპულ ქვეყნებში უწოდებენ, გემრიელი დესერტია. ყველაზე რბილი კექსი თხევადი შოკოლადის შიგთავსით. კლასიკური რეცეპტის მიხედვით, თავად კექსიც შოკოლადისაა, მაგრამ დღეს ჩვენ მის სტაფილოსგან მომზადებას გასწავლით.

მასალები კექსისთვის:

  • 2ც სტაფილო
  • 0.5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 2ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ. საცხობი ფხვნილი

მასალები შიგთავსისთვის:

  • 200 გ ცხიმიანი კრემი
  • 200 გ რძიანი შოკოლადი

მომზადება:

1. თავდაპირველად მოამზადეთ კექსი. ამის გასაკეთებლად, დაჭერით სტაფილო და დააბლენდერეთ.

2. ბლენდერშივე დაამატეთ კარაქი, კვერცხი, შაქარი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი. ნარევი საფუძვლიანად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3. სტაფილოს ნარევი ჩაასხით კექსის ფორმებში და შედგით ღუმელში 20 წუთით, 180 გრადუსზე.

4. სანამ კექსი მზად იქნება, მოამზადეთ შიგთავსი. მცირე ზომის ტაფაზე გაადნეთ რძიანი შოკოლადი, დაამატეთ კრემი. ნარევი საფუძვლიანად აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

5. ახლა ეს შიგთავსი კექსს უნდა დავუმატოთ. კექსს ფრთხილად მოაჭერით ზედა ნაწილი კოვზის დახმარებით, გამოიყენეთ სპეციალური საკონდიტრო ჩანთა და კექსები შეავსეთ შოკოლადით. დააფარეთ მოჭრილი ზედა ფენა.

6. კექსი მზადაა. ის საკმაოდ ლამაზია და მისი გემო უკმაყოფილოს არავის დატოვებს.

როგორც ხედავთ, ამ რეცეპტში არაფერი რთული არაა. სტაფილო, შოკოლადი, რამოდენიმე სხვა ინგრედიენტი – და სრულყოფილი კექსი მზადაა.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს