კლასიკური ჩებურეკი მზადდება ცხვრის ხორცითა და ხახვით, რომელიც ცომშია მოთავსებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ხრაშუნა და გემრიელი ღვეზელის მომზადება სხვადასხვა შიგთავსითაცაა შესაძლებელი.
ცოტა ხნის წინ, ისრაელიდან ებრაული ჩებურეკის რეცეპტით დავბრუნდი. ცომი კლასიკური რეცეპტის მიხედვით მზადდება, მაგრამ შიგთავსი სავსეა ყველით. როდესაც ჩებურეკი იწვება, ყველი დნება, გემო ნამდვილად დელიკატურია. დააგემოვნეთ ყველის ჩებურეკი ტომატის პიკანტურ სოუსთან ერთად.
დღეს ვივიენი გეტყვით, რამდენად სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი ამ უგემრიელესი კერძის შინ მომზადება, რომელიც შეგიძლიათ მთელს ოჯახს მიართვათ.
მასალები:
- 250 მლ გაზიანი წყალი
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ს.კ. არაყი
- 700 გ ფქვილი
- 450 გ ხაჭო
- 1 ც კვერცხი
- მარილი გემოვნებით
იმის შესახებ, თუ საიდან მოდის ამ მშვენიერი კერძის ისტორია, უცნობია. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჩებურეკი მონღოლ-თათრების წყალობით გამოჩნდა. უძველეს დროში ამ ტომებმა ცხიმი და ხორცი ცომში მოათავსეს და ასე შეიქმნა კერძი.
მომზადება:
1. შეურიეთ სოდა და კვერცხი, შემდეგ დაუმატეთ არაყი, ფქვილი, მცენარეული ზეთი და მარილი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
2. მოზილეთ ელასტიური ცომი. იმისათვის, რომ ცომი ხელზე არ აგეკროთ, გამოიყენეთ კარაქი. შედეთ მაცივარში ნახევარი საათით.
3. გახეხეთ მყარი ყველი. შეგიძლიათ აურიეთ რამდენიმე სახეობის ყველი და დაუმატეთ მწვანილი.
4. გამოიღეთ ცომი და გრძელი ფორმა მიეცით, შემდეგ პატარა ბურთებად დაჭერით და სათითაოთ გააბრტყელეთ. ცომი უნდა იყოს თხელი, ნახევარი სანტიმეტრი სისქის.
5. შეავსეთ შიგთავსით.
6. კიდეები ერთმანეთს დააკარით და დარწმუნდით, რომ ჩერუეკი არ დაიშლება.
7. მოათავსეთ უკვე გაცხელებულ ზეთში. იყავით ფრთხილად, რათა არ დაიწვას.
ჩებურეკის მომზადება ბევრ დროს არ წაგართმევთ მაშინაც კი, თუ სახლში საჭირო ინგრედიენტები არ გაქვთ.
დეტალური ინსტრუქციისთვის, იხილეთ ვიდეო: