ადრე თუ გვიან ყველა ქალი ორმაგი ნიკაპის პრობლემას ეჯახება. ვივიენმა მისი წარმოშობის მთავარი მიზეზები გაარკვია და მოშორების რამდენიმე მეთოდი აღმოაჩინა: სილამაზის პროდუქტების გამოყენებით დაწყებული კოსმეტოლოგიური მეთოდებითა და ფეისბილდინგით დამთავრებული.
გენეტიკა
ორმაგი ნიკაპის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გენეტიკაა. იოგების შესუსტების გამო კანი იწელება და ორმაგი ნიკაპი ჩნდება. გენეტიკურ ორმაგ ნიკაპთან საბრძოლველად ეპიდერმისის გაძლიერება და სახის იოგებისთვის ამოცანის შემსუბუქება არის საჭირო. კანის გამამკვრივებელი პროცედურების ჩატარება საუკეთესო არჩევანია. დეკოლტეს და ყელის ზონაში სპეციალური კრემების გამოყენება ასევე ეფექტური იქნება.
გრავიტაცია
გრავიტაციის წინაშე ყველა ქალი უძლურია. ადრე თუ გვიან, ყველა ლამაზმანს გრავიტაციულ პტოზთან, ქსოვილების გაღიზიანებასთან შეჯახება მოუწევს. დროთა განმავლობაში კანის დამჭერი იოგები ელასტიკურობას და ადრეულ ადგილას ეპიდერმისის დაჭერის უნარს კარგავენ. გრავიტაციულ პტოზის მიმართ ყველაზე მეტად მგრძნობიარე ყელი და ნიკაპია. პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე უფრო ეფექტური ძაფებით ლიფტინგია. ძაფებს რძის მჟავებით კოსმეტოლოგები სვამენ და ისინი თავისებურ ჰამაკს ქმნიან, რომლებიც სახის კონტურის დაშლას ხელს უშლიან.
სახის სტრუქტურა
ორმაგი ნიკაპი შეიძლება სახის სტრუქტურით იყოს განპირობებული. ყელზე ნაკეცები ყველაზე უფრო მრგვალი სახის ფორმის გოგოებს აწუხებთ. პრობლემის გადაჭრას მხოლოდ პლასტიკური ქირურგიის დახმარებით შეძლებთ. თუ სიტუაცია ძალიან კრიტიკული არაა, მაშინ მდგომარეობის გამოსწორებას და ნაკეცების გაჩენის შეფერხებას ძაფების ლიფტინგით შეძლებთ.
ჭარბი წონა
ორმაგი ნიკაპი ყოველთვის ასაკოვანი გამოვლინება არაა. ზოგჯერ ის ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უჩნდებათ. წონის სწრაფად დაკლება მის მოშორებაში ვერ დაგეხმარებათ, რადგან ამ შემთხვევაში კანი, რომელსაც ადრე ჭარბი ცხიმი აკავადებდა, შეიძლება ჩამოიწელოს. პრობლემის თავიდან ასაცილებლად კანი სპეციალური გამამკვრივებელი პროცედურებით, კრემებით და ქსოვილის ნიღბებით გაამკვრივეთ და ნელ-ნელა დაკლება სცადეთ.
რა უნდა გააკეთოთ?
ორმაგ ნიკაპთან საბრძოლველად და მისი გაჩენის შესაფერხებლად წარმოშობის მიზეზის მიხედვით სხვადასხვა მეთოდების გამოყენება დაგჭირდებათ. თუმცა, ზოგადი სტრატეგია ასეთია: კანი სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურებით გაამკვრივეთ, მათ შორის SMAS-ლიფტინგით, ლაზელური სახეხით, პილინგით. სახის იოგების მუშაობას ძაფების ლიფტინგით შეამცირებთ. სურვილის მიხედვით ზემოთ მოცემულ საშუალებებს შეგიძლიათ ფეისბილდინგის ტექნიკა ან სახის სპეციალური ანტიასაკობრივი ვარჯიში დაუმატოთ.