პირის გამაფართოებელი და სხვა მოწყობილობები აზიიდან: არ დაიჯერებთ, მაგრამ ისინი მუშაობენ!

1827

ამ უცნაური მოწყობილობების შემხედვარე რთულია იმის დაჯერება, რომ ისინი ეფექტურად მოქმედებენ. ექსპერტთან კონსულტანციის გავლის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ისინი თავის ამოცანას პირნათლად ასრულებენ!

1. სახის ოვალის ტრენაჟორი

ეს ეროტიკული თამაშების ინსტრუმენტი კი  არა, არამედ კუნთებისთვის შესანიშნავი ტრენაჟორია. განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც ლოყების და ნიკაპის ჩამოწელვისკენ გენეტეკური მიდრეკილება აქვთ. დღეში 10 წუთით უნდა ივარჯიშოთ: მოწყობილობა ყურებთან ფიქსირდება, ხოლო კუნთების სავარჯიშოდ პირის დახურვა უნდა სცადოთ. ეს არ გამოგივათ, მაგრამ მთელი აზრი სწორედ ამაშია. პირველი ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილს იგრძნობთ, რაც პროცედურის ეფექტურობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

2. მკერდის მასაჟორი

უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ის ძნელად ხელმისაწვდომი ადგილების მოსაფხანი მოწყობილობა არაა, არამედ ლიმფური სადრენაჟო მასაჟორი, რომელიც მკერდის ჩამოწელვას აფერხებს და სისხლის და ლიმფის მიმოქცევას აუმჯობესებს იქ, სადაც კანს ჩვეულებრივ ბიუსჰალტერი ახშობს.

3. მაკიაჟის დამცავი ფირფიტა

ასეთი თხელი სილიკონის ფირფიტა კანს მჭიდროდ ეკვრის და შეგიძლიათ ჩრდილები და ტუში მშვიდად წაისვათ. სპეციალური პოლიმერების შემადგენლობის გამო ფირფიტა ტონალურ საშუალებას ან ჩრდილებს არ არევს და ფანქარს ან ლაინერს არ გათითხნის.

4. ცხვირის წვერის სათლელი

ფიქრობთ, ეს ნამდვილად არ იმოქმედებს! მაგრამ არა! როგორც აღმოჩნდა, თუ ამ მოწყობილობას დღეში ნახევარი საათით გაიკეთებთ, ცხვირის წვერი ნამდვილად უფრო თხელი გახდება, რადგან ხრტილი მუდმივი ზემოქმედების შემთხვევაში დეფორმაციას განიცდის.

5. პირის გამაფართოებელი

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება კუნთების სავარჯიშოდ, რომელიც ნიკაპის ჩამოწელვას ხელს უშლის. ჩვეულებრივ ცხოვრებაში პირს ფართოდ იშვიათად ვაღებთ, ამიტომ ეს კუნთები აქტიური პრაქტიკულად არ არის. და ამაოდ! ტრენაჟორი დღეში მხოლოდ 3 წუთით უნდა გამოიყენოთ. დამეთანხმეთ, მცირე დრო არის საჭირო, რომ პოტენციურად მკვეთრი და აწეული სახის ოვალი მიიღოთ.

6. სახის დეპილატორი

ეს ზამბარა მექანიკური დეპილატორია, რომლის დახმარებით ზედა ტუჩიდან ან ნიკაპიდან არასასურველ თმას ადვილად ამოიღებთ. ზამბარა გაწელეთ, თმასთან ახლოს მიიტანეთ, ზამბარა შეავიწროეთ და ერთი მოძრაობით ყველაფერი ზედმეტი მოიშორეთ.

7. პატჩები ოფლის საწინააღმდეგოდ

ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ: ეს ხომ გენიალური ნივთია. ჰიდროსკოპული პატჩი არა მხოლოდ შთანთქავს ტენიანობას, არამედ ბაქტერიების ზრდას და უსიამოვნო სუნს აფერხებს. თუ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ, ის ნამდვილი მხსნელი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს