ლაგერფილდის დიეტა ,,3D” – ამ დიეტის დახმარებით კარლმა 42 კილოგრამი მოიშორა.

1312

ცოტა ხნის წინ სამყარო დაემშვიდობა დიდებულ ადამიანს, ნიჭიერ გერმანელ დიზაინერს და შანელის სახლის შემოქმედებით დირექტორს, კარლ ლაგერფილდს. ის 85 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამით ყველა დაგვამწუხრა.

ამ ადამიანმა უამრავი ქონება დატოვა. სხვა საკითხებთან ერთად, ის ცნობილი იყო თავისი მკაცრი შენიშვნებით. ის არასდროს გაურბოდა და არ უშინდებოდა სხვებზე საუბარს, თუმცა თვითკრიტიკასაც არასოდეს ივიწყებდა. მის ცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც ყველაფერი შეცვალა და 64 წლის ასაკში დაუბრუნდა იმ წონას, რომელიც 20 წლის ასაკში ჰქონდა.

დღეს, ვივიენი მოგიყვებათ იმ დიეტის შესახებ, რომლის წყალობითაც კარლმა 42 კილო დაიკლო.

მკაცრი დიეტა

დიდი ხნის განმავლობაში დიზაინერს ჭარბი წონის პრობლემა აწუხებდა. მაგრამ 2002 წელს ის საზოგადოების წინაშე შესამჩნევად გამხდარი წარსდგა. კარლმა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მან 40 კილოგრამი დაიკლო იმ დიეტის დახმარებით, რომელიც ექიმმა, ჟან კლოდ უდრემ, სპეციალურად მისთვის შეადგინა.

ლაგერფილდი ჰყვება: “მოულოდნელად, ტანსაცმელი, რომელიც წლების განმავლობაში მეცვა, იყო უზარმაზარი, განიერი, შემაწუხებელი. მინდოდა რაღაც ახალი მეცადა. მაგალითად, ჩამეცვა მომდგარი ტანისამოსი. მაგრამ ჩემი წონის გამო ეს შეუძლებელი იყო. მივხვდი, რომ ისე, როგორც არასდროს, წონაში დაკლება მჭირდებოდა. სხვათა შორის, ჩემი ამჟამინდელი წონა იმდენია, რამდენიც 18-20 წლის ასაკში მქონდა. ”

იმ დროს ლაგერფელდმა ბევრი ინტერვიუ ჩაწერა და საუბრობდა დიეტაზე, მოტივაციაზე და არც კი მალავდა, თუ რა სახის დიეტას იყენებდა. მისმა ექიმმა ამ დიეტას სახელიც კი დაარქვა – 3D დიეტა.

კუწურიე დიეტას აღიქვამდა, როგორც თამაშს, სადაც გამარჯვებული მაშინ იქნები, თუ წონას დაკარგავ. თუ დაიცავთ ყველა წესს ისე, როგორც მცნებებს, მაშინ ჯილდო არ იქნება მხოლოდ ჭარბი წონის მოშორება, არამედ იმის გააზრება, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეიცვალოს საკუთარი თავი. ის თავად აღნიშნავდა, რომ ეს არის საუკეთესო ჯილდო, რომლის წყალობითაც წარმატებული მომავალი აშენდება.

ჭარბწონიანი კაცისგან, რომელსაც ორმაგი ნიკაპი ჰქონდა, ლაგერფილდი გადაიქცა ელეგანტურ მამაკაცად და შესამჩნევად გაახალგაზრდავდა. იმ დროს, დიზაინერი 70 წლის იყო! ერთმა გამოწვევამ მთლიანად შეიცვალა მისი ფილოსოფია.

ახლა კი დროა, ვისაუბროთ დიეტაზე, რომელსაც დიდი ოსტატი იცავდა. სინამდვილეში, მისი პრინციპები საკმაოდ მარტივია: კარბოჰიდრატის პროდუქტებსა და შემწვარ საკვებზე უარის თქვა, ცხიმის ოდენობის მინიმუმამდე შემცირება, კალორიების გაანგარიშება. მეტი ბოსტნეული და ცილა, ნაკლები ცხიმი და ნახშირწყლები.

ექიმმა უდრემ დიეტა რამდენიმე ეტაპატად დაჰყო.

1. პირველი ორ კვირა მხოლოდ ცილოვანი მცენარეული საკვები, დასაშვებია დღეში 900 კკალორია სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ცილის წყაროს წარმოადგენდა პროტეინის კოქტეილები.

2. შემდეგ, კალორიული შემცველობა იზრდება 1200 კკალორიამდე. მცირე რაოდენობით ემატება ქათმის ფილე, თევზი, მჭლე ხორცი, ყველი და იოგურტი. უცვლელი დარჩა ბოსტნეული. შეგიძლიათ მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით. ეს ეტაპი გრძელდება მანამ, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ.

3. საბოლოო ეტაპზე საშუალება გეძლევათ მიიღოთ 1300-1600 კალორია, საუზმეს დაამატეთ ხორბლის პური და სადილად მიირთვით ხილი.

მთელი წლის განმავლობაში, კარლმა გამოიჩინა ექსტრაორდინალური მოთმინება და ნებისყოფა, იკვებებოდა ისე, როგორც მისი მოდელები. მისი ყოველდღიური მენიუ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, იყო საკმაოდ მწირი: საუზმეზე ყავა, ტოსტი და გრეიფრუტი, ლანჩზე – ცილის კოქტეილი და ბოსტნეული. კერძები დიეტის დროს საკმაოდ მოკრძალებული იყო.

მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ დიეტისთვის საჭიროა ბევრი მოთმინება და ნებისყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იმუშავებს.

ლანგენფილდის დიეტა არ არის აბსოლუტურად ჯანსაღი დიეტა. ეს არის მკაცრი დიეტა ბევრი შეზღუდვით, თუმცა მისი ეფექტურობა დადასტურებულია. ჩვენ არ გეუბნებით, რომ აუცილებელია ამის გამოყენება, მაგრამ კარგი იქნება თუ დიზაინერის რჩევებს გაითვალისწინებთ.

ლაგერფილდის რჩევები

1. ნურავის გაანდობთ თქვენი განზრახვების შესახებ, რადგან ის მხოლოდ ხელს შეგიშლით მიზნის მიღწევაში. გააფორმეთ ხელშეკრულება საკუთარ თავთან და ჩადეთ მთელი ენერგია მის განხორციელებაში.

2. კვების პროცესი უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში: გაალამაზეთ მაგიდა, მოამზადეთ ლამაზი საკვები და ისიამოვნეთ.

3. წონის დაკარგვა საჭიროებს შრომას და ნამდვილი სტრესია თქვენი სხეულისთვის. არ არის აუცილებელი, რომ ამ სტრესს ინტენსიური ვარჯიშიც დაუმატოთ. უმჯობესია იაროთ ფეხით, მიიღოთ სიამოვნება და სტრესისგან გათავისუფლდეთ.

4. თქვენ თვითონ შეიძინეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც გრძნობებზეა დაფუძნებული. ეს პროცესი რუტინულიდან სასიამოვნო გამოცდილებად აქციეთ.

ეს რჩევები ვრცელდება ნებისმიერ დიეტაზე. თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ლაგერფილდი მაგალითია იმისა, რომ 70 წლის ასაკშიც კი არ არის გვიან ყველაფრის შეცვლა. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანი იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს