ბადრიჯანი აგვისტოში ბოსტნეულის სახეობებს შორის მეწამული ფერის მეფეა. ის ჩვენ ქვეყანაში შორეული ტროპიკული ქვეყნის, ინდოეთის რეგიონებიდან შემოვიდა და ხალხის სიყვარული მალე მოიპოვა. გასაკვირი არაა, რომ მოგვიანებით კაცობრიობამ სხვადასხვა ფორმისა და ფერის ბადრიჯნის გამოყვანა დაიწყო. ხოლო ბადრიჯნის მომზადების სხვადასხვა ვარიანტების დათვლა შეუძლებელია.
დღეს გიამბობთ, როგორ გააოცოთ სტუმრები ძაღლყურძენასებრნის სახეობის ამ მშვენიერი წარმომადგენლისგან მომზადებული კერძით. ჩვენი ბადრიჯნის სალათი კვერცხით და ხახვით დეგუსტატორის დედასაც კი გააოცებს. ყველა, ვინც ეს კერძი გასინჯა, თვლის რომ ნამდვილ სოკოს მიირთმევს.
სინამდვილეში მთავარი ინგრედიენტი აქ ბადრიჯანია. გასაკვირია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი პროდუქტით ნაზი და უჩვეულო სალათა გამოდის. ეს იმის დამადასტურებელი არაა, რომ კულინარია – ხელოვნებაა?
ბადრიჯნის სალათი ხახვით
ინგრედიენტები
- 3 საშუალო ზომის ბადრიჯანი
- 2 ქათმის კვერცხი
- 2 საშუალო ზომის ხახვი
- 3 ს/კ მაიონეზი
- შაქარი, მარილი და წიწაკა გემოვნებით
მარინადის ინგრედიენტები
- 1 ჩ/კ შაქარი
- 0.5 ჩ/კ მარილი
- 3 ს/კ ძმარი (9%-იანი)
- 70 მლ წყალი
მომზადება
1. კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და თხელ ფენებად დაჭერით.
2. ბადრიჯანი გარეცხეთ, წვრილ ნაჭრებად დაჭერით. მარილი მოაყარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ სიმწარე გამოუვიდეს.
3. ხახვი დაამარინეთ. ამისთვის ორივე ხახვი სქელ ნახევარ მთვარისებრ ნაჭრებად დაჭერით და მარინადის ინგრედიენტები (მდუღარე წყალი, შაქარი, მარილი, ძმარი) დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
4. ტაფა გააცხელეთ, ზეთი დაუმატეთ და ბადრიჯანი შეწვით. შეწვის დრო – 6-8 წუთი, მეტი არა. ბადრიჯანს რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ, ტაფიდან პირდაპირ პერგამენტის ქაღალდზე გადმოიტანეთ.
5. ბადრიჯანი სალათის ჭურჭელში მოათავსეთ, დაჭრილი კვერცხი და დამარინებული ხახვი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ. მაიონეზი მოასხით და ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. სალათი ნახევარი საათით მაცივარში გააჩერეთ.
6. სალათი მზადაა. შეგიძლიათ მისი “სოკოს” გემოთი გაოცებული იყოთ. გემრიელად მიირთვით!
ბადრიჯნის მოძულე ადამიანებსაც კი შეგიძლიათ ეს ბადრიჯნის სალათი დამარინებული ხახვით შესთავაზოთ. ადამიანი ვერ მიხვდება თუ რა ინგრედიენტი არის მასში. ხოლო როცა ყველაფერს აუხსნით, ის გაოცებული დარჩება და შესაძლოა არც კი დაგიჯეროთ.
თქვენ ბადრიჯნის მომზადების როგორ რეცეპტს ანიჭებთ უპირატესობას? თქვენი საიდუმლო რეცეპტები კომენტარებში გაგვიზიარეთ.