ბევრ თქვენგანს „ატკინსის დიეტის“ შესახებ სმენია. ვინ არის იდუმალი ატკინსი და რა არის ეს დიეტა?
ექიმი რობერტ ატკინსი ცნობილი გახდა თავისი გენიალური აღმოჩენით, რომელმაც დიეტოლოგიის სამყარო შეცვალა.
მის წარმოუდგენელ მეთოდამდე სანამ ვისაუბრებთ, რობერტის ცხოვრებაზე გიამბობთ. სწორედ ბავშვობასა და მოზარდობის პერიოდში ჩამოყალიბდა სამყაროს შესახებ მისი ხედვა, რომელმაც თანამედროვე დიეტოლოგიაზე დიდი გავლენა იქონია.
რობერტ ატკინსი 1930 წლის 17 ოქტომბერს რუსეთში ებრაულ ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მშობლები ერთადერთ ბავშვს მთელი ცხოვრება ანებივრებდნენ. საკვებთან მძიმე ურთიერთობა ჯერ კიდევ ძალიან ადრე ჩამოუყალიბდა, რადგან მისი მამა ჯერ კანფეტებს ყიდდა და შემდეგ კი სარესტორნო ბიზნეს ხელი სერიოზულად მოკიდა.
რობერტი ბავშვობიდან მშრომელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამა ოჯახს კარგად უზრუნველყოფდა, მუშაობა ძალიან ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლების დროს, ის ფეხსაცმელების გამყიდველად მუშაობდა, შემდეგ კი ადგილობრივ რადიოსადგურში იუმორისტულ სკეტჩებს ახმოვანებდა. ატკინს გასაოცარი იუმორისტული უნარები ჰქონდა.
სკოლის დასრულების შემდეგ 1955 წელს სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა. ატკინსი ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა, რომ მომავალში უფრო დიდი რამ ელოდა და ნამდვილად დიდებული და მნიშვნელოვანი პიროვნება გახდებოდა.
თავისი კარიერა კარდიოლოგობით დაიწყო, მაგრამ მალე მიატოვა და საკუთარი კერძო პრაქტიკა გახსნა. ახალგაზრდობის და გამოუცდელობის გამო კლიენტები პრაქტიკულად არ ჰყავდა.
ძლიერი სტრესის გამო რობერტმა 100 კგ-მდე მოიმატა. როგორც ბევრი წარმატებული დიეტოლოგი, რობერტი წონაში დაკლების საიდუმლოებას ჩაუღრმავდა, წონაში დაკლების სურვილით მან ბევრი დაწესებულება მოიარა და წონაში დაკლების უამრავი მეთოდი სცადა.
რაღაც დროის შემდეგ რობერტმა საკუთარი მეთოდი გამოიმუშავა. ეს ცილოვან-ცხიმოვანი დიეტა იყო.
ატკინსის დიეტა
დიეტის მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ რაციონიდან ნახშირწყლები სრულად ირიცხება. ეს როგორ მუშაობს?
ჩვეულებრივ ორგანიზმი ენერგიას ნახშირწყლებიდან ღებულობს, მაგრამ თუ მათ არ მიიღებთ, ორგანიზმი მის გათავისუფლებას საკუთარი ცხიმებიდან იწყებს.
წონაში დასაკლებად ატკინსმა სწორედ ეს მეთოდი გამოიყენა. ამ დღიდან სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი მეთოდის დახვეწაზე მუშაობდა, რომელიც ბევრ პაციენტს დაეხმარა.
ატკინსის დიეტის უპირატესობები
1. სიჩქარე
ექიმი ატკინსის დიეტა ძალიან სწრაფად და ეფექტურად მუშაობს. ადამიანები, რომლებმაც დიეტა მკაცრად დაიცვეს, რეკორდულ დროში წონაში დაკლება შეძლეს.
2. მრავალფეროვნება
რაციონში ბევრი გემრიელი პროდუქტი რჩება, რომლებიც შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ. ცხიმიანი ხორცი ან თევზი, კვერცხი ან ყველი – ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია.
3. ნოყიერება
ხორცი ძალიან ნოყიერი პროდუქტია. მცირე რაოდენობის ხორცი კარგად დაგანაყრებთ. ეს დიეტის დაცვაში დაგეხმარებათ და შიმშილის გრძნობის გამო დიეტას შუა გზაში არ შეწყვეტთ. დიეტის დაცვიდან რამდენიმე დღეში ტკბილეული აღარ მოგინდებათ, რადგან თავს სავსედ და დანაყრებულად იგრძნობთ.
4. კუნთები
ამ დიეტის საფუძველი არა მხოლოდ ცხიმები, არამედ ცილებია. სწორედ ამიტომ კუნთოვან მასას არ დაკარგავთ. კუნთები ფორმას არ კარგავს და ცილების დახმარებით ვითარდება. ატკინსის დიეტის წყალობით თქვენი მუცლის და დუნდულების კუნთები ისეთივე დაჭიმული იქნება, როგორც ადრე.
ნაკლოვანება
1. სტრესი ორგანიზმისთვის
ორგანიზმი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბალანსზეა მიჩვეული. ხანგრძლივი დროით ნახშირწყლებზე უარის თქმა შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგი გამოიწვიოს და ამისთვის მზად იყავით.
2. დაავადებები
ატკინსის დიეტის შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არაა. კილოგრამების დაკლების დიდი ალბათობა არსებობს, მაგრამ ამან შეიძლება გულის ან იმუნიტეტის პრობლემები გამოიწვიოს.
3. ინდივიდუალური მიდგომა
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ატკინსის მეთოდი, როგორც ნებისმიერი დიეტა, ყველას შეიძლება არ შეესაბამებოდეს. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად უნდა გაიაროთ. ექიმთან კონსულტანციის შემდეგაც კი ფრთხილად უნდა იყოთ. დრო და დრო ყველა აუცილებელი ანალიზები ჩააბარეთ და დარწმუნდით, რომ ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. გახსოვდეთ, რომ მოხდენილი ფორმები ჯანმრთელობის პრობლემად არ ღირს.
ატკინსის დიეტა ერთ დროს ძალიან პოპულარული გახდა რობერტის წიგნის წყალობით, რომელიც 1972 წელს გამოვიდა. წიგნში ამ მეთოდით წონაში დასაკლებად კონკრეტული რეცეპტები და პრინციპებია მოცემული.
ატკინსის დიეტას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცნობილმა დიეტოლოგმა გახდომის სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა და ბევრ ადამიანს დაეხმარა. მისი დიეტის საფუძველზე ბევრი კვების პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის ებრაული დიეტა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.