დრო ქალების მიმართაც დაუნდობელია. წლების მატებასთან ერთად სახეზე ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ჩნდება. კანი რაც უფრო მშრალი გაქვთ, ეს უსიამოვნებები მით უფრო ადრეულ ასაკში ჩნდება. კოსმეტოლოგები გირჩევენ სახის კანი რეგულარულად დაატენიანოთ და გამოკვებოთ. ნატურალური ზეთი ამ ამოცანას ხელოვნურ კრემებზე უკეთ გაუმკლავდება.
ვივიენი ყველაზე პოპულარულ სახის კანის ზეთებს გთავაზობთ.
სახის საუკეთესო ზეთები
1. ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნოებშია გავრცელებული. ჟოჟობას ზეთს უნიკალური შემადგენლობა აქვს.
ის შეიცავს ეიკოზენის მჟავას, რომელიც უჯრედების ცვლას აუმჯობესებს, კანის ქსოვილების, კანისთვის სასარგებლო ბეჰენის, ოლეინის მჟავების რეგენერაციას ხელს უწყობს. მასში შემავალი კოლაგენი თითქმის ადამიანის მიერ წარმოებული კოლაგენის მსგავსია.
2. აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი თმის, წარბების, წამწამების გასაძლიერებლად ხშირად გამოიყენება. თვალის ირგვლივ კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ის შეიცავს ოლეინის, ლინოლეურ და რიცინოლის მჟავებს, რომლებიც სწრაფად შეიწოვება. სხვა ზეთებისგან განსხვავებით გაშრობის შემდეგ სახეზე ცხიმიან ზედაპირს არ ქმნის.
3. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი უნივერსალური საშუალებაა, რომლის როგორც შიგნით, ასევე გარეთ გამოყენება შეიძლება. ზეითუნის ზეთი კანს უფრო ატენიანებს, ვიდრე კვებავს. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ბაზად ითვლება და შეგიძლიათ სხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოიყენოთ. მაგალითად, რამდენიმე წვეთი ღამის კრემს დაუმატოთ.
4. ნუშის ზეთი
ნუში შეგიძლიათ უსასრულოდ გამოიყენოთ. ის მდიდარია ცილებით და უჯერი ცხიმებით, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან კვებავენ. ნუში ასევე შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს, მაგნიუმ, კალციუმს და სხვა მინერალებს რომლებიც კანს გარედან კვებავენ.
ნუშის ზეთს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი აქვს. ის ჩამქრალ კანს აცოცხლებს და მის ფერს აღადგენს.
5. სელის ზეთი
სელი ზეთი სხვა ზეთებისგან პროტეინების შემცველობით გამოირჩევა. ამით სახის კანის ანტიასაკობრივი ეფექტი აიხსნება.
სელის ზეთის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ლიფტინგის ეფექტი შეინიშნება. სახის ოვალი ოპერაციის გარეშე აწეული ხდება.
6. ვარდის ზეთი
ვარდის ზეთი 15-ზე მეტი სახეობის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. უმეტესი წილი ლინოლეურ და ლინოლენურ მჟავებზე მოდის, რომლებიც ეპიდერმისის დამცავ ძალებს ზრდიან. ვარდის ზეთი მდიდარია A ვიტამინით, რომელსაც ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს, და C ვიტამინით, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს და მას ჟანგბადით კვებავს.
7. ქაცვის ზეთი
ქაცვის ზეთი შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც ქსოვილების ცხიმოვან ცვლას აღადგენენ. მისი წასმის შემდეგ კანი ცხიმიანი არ ხდება და არ ბზინავს. ქაცვის ზეთი მდიდარია სტერინებით, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, რომლებიც როგორც ანტისეპტიკი ისე მოქმედებს.
ქაცვის ზეთში შემავალი ხილის მჟავებს ანტიასაკობრივი და სამკურნალო ეფექტი აქვს. ისინი კანის ფერს ათანაბრებენ, ჭრილობების შეხორცებას ხელს უწყობენ, გაღიზიანებას ხსნიან.
8. ატმის ზეთი
ატმის ზეთში შემავალი A და E ვიტამინები კანის ელასტიურობას ზრდიან, ნაზად ატენიანებენ და სახის ფერს ათანაბრებენ. B 15 ვიტამინი ქსოვილების სისხლის მიმოქცევას ზრდის. მისი წასმის შემდეგ კანი ატამივით ხავერდოვანი ხდება.
9. ქოქოსის ზეთი
მირისტინული და ლაურინის მჟავების წყალობით ქოქოსის ზეთს ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს. ფოლიუმის მჟავა და თიამინი აკნეს და ანთებას ებრძვის.
ქოქოსის ზეთს დამწვრობის და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად იყენებენ. ის კანს უჯრედულ დონეზე აღადგენს.
რომელი ზეთი არის სახისთვის საუკეთესო თქვენ უნდა გადაწყვიტეთ. თითოეული ზეთი ნატურალურია, ამიტომ ზიანს არ მოგაყენებთ. კანზე ზეთის ზემოქმედების მიხედვით არჩევანი გააკეთეთ. ზეთის გამოყენების შემდეგ სახის კანი უფრო უნდა გაუმჯობესდეს, უფრო გლუვი, ელასტიური და ხელშესახებად სასიამოვნო უნდა იყოს. და ძალიან მნიშვნელოვანია – ცხიმიანი არ უნდა გახდეს და ფორები არ უნდა დაახშოს.
ამ დროისთვის ქალები საუკეთესოდ ზეითუნის და ქოქოსის ზეთებს მიიჩნევენ. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე გავრცელებული და იაფია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საუკეთესო შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს.