ფორთოხალი გაცილებით მეტია, ვიდრე არომატული ციტრუსი! ეს პროდუქტი წარმოადგენს C ვიტამინის, A და B ჯგუფის ვიტამინების, ბოჭკოების, მაგნიუმის, ფოსფორის, კალციუმის, კალიუმისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების უდიდეს წყაროს.
როგორც წესი, ჩვენ ფორთოხლის კანს ყოველთვის სანაგვე ურნაში ვისვრით. სინამდვილეში, სწორედ ამ ციტრუსის კანი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ფიტონუტრიენტებსა და ფლავანოიდებს.
აკნეს წინააღმდეგ ბრძოლა
არასდროს გადააგდოთ ფორთოხლის კანი, რადგან მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ კანის მკვდარი უჯრედების მოშორება და აკნეს დამარცხება.
სკრაბი ფორთოხლის კანისგან:
- დაამზადეთ ფხვნილი ფორთოხლის კანისგან ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით.
- შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით მომზადებული ფხვნილი და ნატურალური იოგურტი.
- თქვენ უნდა მიიღოთ პასტიებრი მასა.
- წრიული მოძრაობებით შეიზილეთ მიღებული მასა მთელ სახეზე და კისერზე.
- გაიჩერეთ 15 ან 20 წუთით.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად, რათა სამუდამოდ მოიშოროთ შავი წერტილები და გამონაყაი სახის კანიდან.
კბილების გათეთრება
თუ თქვენ კბილებზე ყვითელი ფერის ნადები გაგიჩნდათ, მიმართეთ დახმარებისთვის ფორთოხლის კანს. ეს პროდუქტი დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში, რადგან ფორთოხლის კანი შეიცავს შენაერთს, რომელიც D-ლიმონენის სახელწოდებითაა ცნობილი.
აიღეთ ფორთოხლის ახალი კანი და კარგად დაიმუშავეთ კბილები. 3 წუთიანი პროცედურის შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში თბილი წყალი. მიმართეთ ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
წონის დაკლება
ფორთოხლის კანი გვეხმარება წონის დაკლებაში, რადგან ის შეიცავს უამრავ კომპონენტს, მათ შორის C ვიტმაინს, რომელიც ცხიმის წვის პროცესს ააქტიურებს და აჩქარებს.
ყავისა და გაზირებული უალკოჰოლო სასმელების მიმართ მიირთვით ჩაი ფორთოხლის კანის ფხვნილთან ერთად, რათა დაიკლოთ წონა სწრაფად და მარტივად.
რეცეპტი:
- ფორთოხლის გამომშრალი კანი დაფქვით ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით.
- მომზადებული ფხვნილი ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში.
- დააყოვნეთ ნარევი 10 წუთის განმავლობაში.
- მიირთვით ყოველდღიურად 2 ფინჯანი ასეთი ჩაი.