სანამ ამ პრობლემის შესახებ დეტალურად მოგიყვებით, მინდა ერთი მარტივი შეკითხვა დაგისვათ – იცით, თუ რა იწვევს შებერილობას? პირველ რიგში, უნდა ხვდებოდეთ, რომ მუცლის ქრონიკული შებერილობა მხოლოდ არაესთეტიკური პრობლემა არ არის და ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. არსებობს ამ პრობლემის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყლის შემცველი პროდუქტებია, რომლებიც ძნელად და გვიან გადამუშავდება ჩვენს კუჭში.
არ ინერვიულოთ, რადგან ამ სტატიაში ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოიშოროთ მუცლის შებერილობა რამდენიმე წუთში მხოლოდ ერთი სასარგებლო ვიტამინის დახმარებით. ჩვენ საუბარი გვაქვს B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსზე, რომელიც წარმოუდგენლად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ვიტამინ B6
აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს ვიტამინი ებრძვის ორგანიზმში წყლის დაგროვებას. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 90% ამ ვიტამინის დეფიციტისგან იტანჯება, რაც თანემოდროვე ცოხვრების სტილითა და მავნე ჩვევებითაა განპირობებული. ექპერტების თქმით, ეს ვიტამინი აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. ვიტამინ B6 განსაკუთრებით სასარგებლოა ფეხმძიმეთათვის და გულის დაავადებებით შეპყრობილი ადამიანებისთვის.
პროდუქტები, რომლებიც ამ ვიტამინითაა გამდიდრებული: ფრინველის ხროცი, თევზი, ისპანახი, მთელი მარცვლეული, პარკოსნები.
ვიტამინ B1
ეს ვიტამინი მეორენაირად თიამინის სახელწოდებითაა ცნობილი. ვიტამინ B1 აუცილებელია ორგანიზმში ნახშირწყლების გადასამუშავებლად. სამედიცინო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს ვიტამინი გარდაქმნის იმ საკვებს ენერგიად, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მივირთმევთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ვიტამინ B1 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, სტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს და ანეიტრალებს გაზებს, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევს. გარდა ყოველივე ამისა, ის გვანიჭებს სინაყრის განცდას და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს მას.
პროდუქტები, რომლებიც ამ ვიტამინითაა გამდიდრებული: მთელი მარცვლეული, ფოთლოვანი მწვანილები, პარკოსნები.
ვიტამინ B12
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ორგანიზმში ვიტამინ B12_ის დეფიციტს მივყავართ მუცლის არის სხვადასხვა სახის ანთებამდე. სწორედ ამ მოვლენის გამო წვრილ ნაწლავში ირღვევა სასარგებლო ბაქტერიების ბალანსი, რასაც მივყვავართ საჭმლის მონელების პროცესისა და მეტაბოლიზმის შეფერხებამდე.
პროდუქტები, რომლებიც ამ ვიტამინითაა გამდიდრებული: ზღვის პროდუქტები, რძე, ყველი, კვერცხი, ფრინველის ხორცი, საქონლის ხორცი, მჟავე ბოსტნეული.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება! არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!