ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ორგანოა. მასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ვერაფერს მოვუხერხებთ. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე. შეგვიძლია მხოლოდ შევეცადოთ შევამციროთ მისი ეფექტი.
მართალია, ზოგიერთი ფაქტორის კონტროლი შეგვიძლია. მაგალითად, ძლიერი სტრესი ცუდად აისახება ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე. სცადეთ სტრესის მინიმუმამდე შემცირება.
რატომ არის ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზმისთვის? ფაქტია, რომ ის შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნივთიერებათა ცვლაზე და სხეულის უჯრედების ზრდის რეგულირებაზე.
მაგალითად, ხშირია, როდესაც ადამიანი ჭარბი წონისგან იტანჯება, თუმცა არა იმიტომ, რომ ის ბევრს ჭამს, არამედ იმიტომ, რომ მისი ფარისებრი ჯირკვალი დაავადებულია. როგორ მუშაობს ეს? ფარისებრი ჯირკვალი ხელს უწყობს ჰორმონების წარმოებას, რომლებიც გვავსებენ ენერგიით და აქვს სხვა სასარგებლო ეფექტებიც.
თუკი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაში ეჭვი ეპარებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ყველა საჭირო შემოწმება და ტესტი.
წიწიბურას ფაფის სასარგებლო თვისებები
წიწიბურას აქვს უნიკალური თვისებები და შეიცავს უამრაც სასარგებლო ნივთიერებებს. ის მდიდარია მინერალებით, რკინით, არის თუთიის და სელის წყარო. წიწიბურას ფაფაში არის ბევრი ამინომჟავა, განსაკუთრებით ლიზინი, ტრიტონი და ტრიპტოფანი. ეს ამინომჟავები კომბინაციაშია იოდთან, რომელიც ჰორმონების წარმოსაქმნელად და ჯანსაღი მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია. მათ გარეშე, შეუძლებელია მეტაბოლიზმი და ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, შფოთვა, კანის სიმშრალე და დეპრესია.
წიწიბურას ფაფის სხეულისთვის სასაეგებლო თვისებები დიდი ხანია დამტკიცებულია, რადგან ნივთიერებების ასეთი ნაკრები ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა.
რეცეპტი, რომელსაც ვივიენი გაგიზიარებთ, აერთიანებს წიწიბურას და ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან პროდუქტებს.
მასალები:
- 1 ჭიქა წიწიბურა
- 1 ჭიქა თხილი
- 1 ჭიქა თაფლი
- ქიშმიში და გამხმარი გარგარი
მომზადება:
1. ყავის საფქვავით დაფქვით ერთი ჭიქა წიწიბურა.
2. დაამატეთ თხილი.
3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი საფუძვლიანად, მოათავსეთ ჯამში და შედგით მაცივარში.
მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში და გამხმარი გარგარი. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა კარდიოვასკულური სისტემის დაავადებების პრევენციისთვის.
ამ კერძით შესაძლებელია თქვენი მეტაბოლიზმის გაუმჯობესება. გარდა ამისა, თაფლი ხელს შეუწყობს სტრესთან გამკლავებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
თხილს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომელსაც ასევე შეუძლია შეამციროს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.
სცადეთ ამ ფაფის მომზადება და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.