როგორ განვსაზღვროთ, როგორ მოიქცევა ადამიანი ხელმძღვანელის როლში? მოდით, დახმარებისთვის ასტროლოგიას მივმართოთ. ხელმძღვანელ პოზიციაზე ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი ნამდვილი ტირანი და დესპოტი ხდება.
აი, 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც დაქვემდებარებულები ყველაზე ხშირად ვერ იტანენ:
1. კირჩხიბი
კირჩხიბი მეოჯახეა. ის კორპორაციების სამართავად, აქტივების გასანაწილებლად და ხალხის სამართავად დაბადებული არაა. გარდა ამისა, ძალიან მგრძნობიარეა, ქვეშევრდომების მიერ არასრულყოფილად შესრულებულ საქმეს პირად შეურაცხყოფად აღიქვამს.
კირჩხიბი ემპათიისკენ მიდრეკილი ადამიანია, ის თქვენს პრობლემას გაიგებს, შეგიცოდებს და მოგისმენს. ასეთი რბილი და გამგებიანი ხელმძღვანელის ხელში კომპანია სადამდე მივა?
ეს ადამიანები ხშირად ბავშვურად იქცევიან: მათგან ბევრი ხმაურია, ხოლო შედეგი ნული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს იკარგებიან.
2. ლომი
ლომი მეგობრების წრეში სული და გულია, მაგრამ დაქვემდებარებულ პირებთან ნამდვილი ტირანი და დესპოტია. ძალაუფლებასთან მისი ახლოს მიშვება არ შეიძლება, ხშირად საკუთარ უფლებებს ბოროტად იყენებს.
მიეცით მას მართვის სადავეები (დაე, მხოლოდ 1-2 ადამიანი მართოს) და მისი სიამაყის გრძნობა ცას მისწვდება, ის სიტუაციას საკუთარ ხელში აიღებს და დომინირებას დაიწყებს.
ქალი ლომი ხელმძღვანელის როლში ყველაზე ცუდი ვარიანტია. მას უყვარს კომპლიმენტების მიღება, მათ შორის დაქვემდებარებული პირებისგან. მის აზრთან დაპირისპირება სცადეთ და მის აღშფოთებას გამოიწვევთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ლომი ყველაფერთან ერთად პერფექციონისტია. ის შეცდომებს არ გაპატიებთ (ოღონდ არა საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებს).
3. ქალწული
იდეალისკენ სწრაფვაში ქალწული ლომს დაჩრდილავს. მან ყველაფერი უნდა გააკონტროლოს. თუ ქალწული თქვენს ანგარიშში მცირე უზუსტობას დაინახავს, ანგარიში დაუყონებლივ სანაგვე ყუთში მოხვდება.
შესაძლოა, ბიზნესის გასავითარებლად ეს კარგია, მაგრამ გუნდის შიგნით ატმოსფეროზე რს იტყვით? ქალწული ცვლილებებს არ ღებულობს, დაგვიანებას არ პატიობს, ავადმყოფი ბავშვების, გზაზე საცობში მოხვედრის და ბინაში ხანძრის გაჩენის მიზეზების არ სჯერა.
მის თვალში დაქვემდებარებული პირები უსაქმურები არიან, რომლებიც უსაქმოდ სხედან, ცუდად ცდილობენ და ხელფასს ტყუილად იღებენ. ქალწული წარმატებული გარიგების გამო არ შეგაქებს. თქვენი წარმატება არის ნორმა, თქვენი მარცხი კი მისთვის კატასტროფაა.
4. მორიელი
მორიელი ხელმძღვანელის როლში ტელეპათიის შესწავლის მიზეზია. ეს ცოდნა დაგეხმარებათ: როცა მორიელი კარგ განწყობაზე არაა, სჯობს დაემალოთ და თვალში არ გაეჩხიროთ, სანამ აზრზე არ მოვა.
გახსოვდეთ! მორიელი უკვე მოღალატედ მიგიჩნევთ მაშინაც კი, თუ მასთან ახლოს არ ხართ. მორიელი ძალიან ეჭვიანია და ეჩვენება, რომ ირგვლივ ყველა ინტრიგანია და მათი ნდობა არ შეიძლება.
ხელმძღვანელ მორიელს აუცილებლად რჩეული ეყოლება, რომელიც ყველაზე ნაკლებ საყვედურს მიიღებს. თუმცა ოდნავი მოდუნების შემთხვევაში მორიელი მას უკვე შავ სიაში შეიყვანს.
ამ სიაში თქვენი ნიშანი იპოვეთ? უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს!! ეს ინფორმაცია გაითვალისწინეთ და ეცადეთ გამოსწორდეთ!