ყვავილების ჰოროსკოპი: თქვენი მფარველი მცენარე დაბადების თარიღის მიხედვით

1637

ჰოროსკოპი მხოლოდ ზოდიაქოს 12 ნიშნის აღწერა არაა. სპეციალური ყვავილების ჰოროსკოპიც არსებობს.

ყველაფერი ძალიან მარტივია: თითოეულ კლასიკურ ნიშანს ყვავილების სიმბოლო შეესაბამება.

ცხრატყავა (21 მარტი – 20 აპრილი)

ეს ყვავილი ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავების სიმბოლოა. ამ ნიშნის მფლობელებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლიათ და მიზნის მისაღწევად საჭირო ძალები აქვთ.

ყაყაჩო (21 აპრილი – 21 მაისი)

ამ ნიშნის მფლობელი მგრძნობიარე და დელიკატური ადამიანია. მათ მხატვრობისკენ, განსაკუთრებით მუსიკისკენ, მიდრეკილება აქვთ და უყვართ ყველაფერი, რაც თვალს ახარებს.

ლავანდა (22 მაისი – 21 ივნისი)

ეს ადამიანები სხვებზე ძლიერ გავლენას ახდენენ, აღფრთოვანებას და პატივისცემას იწვევენ. მათი განსაკუთრებულობა არის კრეატიულობა.

ზამბახი (22 ივნისი – 22 ივლისი)

ამ ნიშნის მფლობელი არაჩვეულებრივად ლამაზია და სხვების ყურადღებას იპყრობს. მას შესაშური ინტუიცია აქვს, რომელიც მას ცხოვრებაში წინსვლაში ეხმარება.

მზესუმზირა (22 ივლისი – 22 აგვისტო)

მათ ადამიანების დაპყრობა შეუძლიათ, პატივისცემას და აღფრთოვანებას ითხოვენ და სხვების ყურადღების მიპყრობა შეუძლიათ.

მაჩიტა (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

მხიარულება და ქარიზმა მთელი ცხოვრება ამ ადამიანების მეგზურებია. ისინი მგრძნობიარე და ნათელი პიროვნებები არიან.

ვარდი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ელეგანტურობა ამ ნიშნის მთავარი ღირსებაა, ასევე ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი და ესთეტიკური გრძნობა.

ქრიზანთემა (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მათ რთული ხასიათი აქვთ, მაგრამ დიდი პოტენციალი გააჩნიათ. ყოველთვის რთულ გზას ირჩევენ, მაგრამ ცხოვრებაში მაღალ მწვერვალებს აღწევენ.

ნარგიზი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვიდი, მხიარული და ოპტიმისტი ადამიანი ენერგიით სავსეა და ცხოვრებაში ყოველთვის შეყვარებულია. მას წარმოუდგენელი ძალა აქვს, რომელიც ყველაფერი ცუდის დამარცხებაში ეხმარება.

მიხაკი (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია. მისი ნება უდრეკია, ამიტომ ყველაფრისთვის მზადაა.

ორქიდეა (20 იანვარი – 18 თებერვალი)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელურები და საზოგადოებაში ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან. ისინი ცნობისმოყვარეობით და ორიგინალურობით ხასიათდებიან, საკუთარ სტილს ქმნიან.

წყლის შროშანი (19 თებერვალი – 20 მარტი)

ამ ნიშნის ყველაზე დიდი განსაკუთრებულობა მისი სტაბილურობაა. ის მხატვრულ ნიჭს, სულიერ მიდრეკილებას და ბუნების სიყვარულს მალავს. 100%-ით ახლობლების ერთგულია.

თქვენ რომელი ყვავილი ხართ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს