წონაში 20 კგ-ის დაკლება რაღაც არარეალურად გვეჩვენება. რა არის ეს, მხოლოდ წყლის დალევა? არც მთლად ასეა. შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ სულ ცოტა. გთავაზობთ ყველაზე რადიკალურ დიეტას, რომლის ხანგრძლივობა 2 კვირაა. და თუ გგონიათ რომ „სულ რაღაც“ 14 დღეა, მერწმუნეთ ეს „მთელი“ 14 დღე ნამდვილად რთული გადასალახავი იქნება.
მთელი ვადის გასვლას არა უბრალოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, არამედ ის შეძლებს, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. დიეტის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია უნდა გაიაროთ და ერთი კვირით ადრე კალორიების რაოდენობის მოხმარება უნდა შეამციროთ.
მენიუ 14 დღეზე
დიეტა ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ კარგი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის. დღის რაციონი შეგიძლიათ 4 ნაწილად გაყოთ: საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი. სასმელებიდან მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი ან მინერალური დალიეთ.
1-7 დღე
ორშაბათი: 3 მოხარშული კვერცხი, 5 მოხარშული კარტოფილი.
სამშაბათი: 100 გრ ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად, 250 გრ კეფირი.
ოთხშაბათი: 0,5 ლ კეფირი, 2 ვაშლი, 1 ლ ახალ დაწურული ხილის წვენი
ხუთშაბათი: 400 გრ მოხარშული ქათმის ან ძროხის ხორცი, 200 მლ უცხიმო კეფირი ან უშაქრო ჩაი.
პარასკევი: 0,5 კგ მსხალი ან ვაშლი, 1 ლ მინერალური წყალი.
შაბათი: 300 მლ უცხიმო რძე, მაწონი ან კეფირი, 3 მოხარშული კარტოფილი.
კვირა: 0,5 ლ კეფირი, მინერალური წყალი.
8-14 დღე
ორშაბათი: 1 კვერცხი, 200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, 2 პომიდორი, მინერალური ან საკვები წყალი.
სამშაბათი: 100 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, 2 ვაშლი, ბოსტნეულის სალათი კიტრით, პომიდვრით და მცენარეული ზეთით, უშაქრო მწვანე ჩაი.
ოთხშაბათი: 100 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, 2 მსხალი ან ვაშლი, 70 გრ ჭვავის პური.
ხუთშაბათი: 100 გრ მოხარშულ ძროხის ხორცი, 2 კვერცხი, 0,5 ლ უცხიმო კეფირი, 150 გრ ჭვავის პური.
პარასკევი: 3 მოხარშული კარტოფილი, 0,5 ლ კეფირი, 0,5 კგ ვაშლი.
შაბათი: 2 კიტრი, 300 გრ მოხარშული ქათმის ხორცი, უშაქრო ჩაი, 2 კვერცხი.
კვირა: 4 მოხარშული კარტოფილი. 2 ვაშლი, 200 მლ უცხიმო კეფირი, მინერალური წყალი.
როგორ გამოვიდეთ რადიკალური დიეტიდან
14 დღის გასვლის შემდეგ იმწამსვე დიდი რაოდენობის საკვების მიღება არ დაიწყოთ. მკაცრი რეჟიმიდან ნელ-ნელა გამოდით. დღე შვრიით და 1 ჭიქა ახალ დაწურული წვენით დაიწყეთ, სადილზე ყველაზე კალორიული საკვები მიიღეთ. ამ დროს შეგიძლიათ ხორცი და გარნირი მიირთვათ.
საღამოს ბოსტნეულის ან ხილის სალათა მიირთვით. ასე კიდევ 5 დღე გააგრძელეთ, შედეგი გაამყარეთ და თქვენი ორგანიზმი წონას აღარ მოიმატებს. ბევრი წყლის დალევა არ შეწყვიტოთ, ხოლო ტკბილეულისა და პურ-ცომეულის ნაწარმზე სჯობს საერთოდ უარი თქვათ.
რამდენი კილოგრამის დაკლებას შეძლებთ? 10, 15 კგ და კიდევ უფრო მეტი. ბევრი რამ თქვენს საწყის წონაზეა დამოკიდებული: უფრო მსუქანი ადამიანები 15 კგ-ის დაკლებას შეძლებენ. ისინი, ვინც 80 კგ-ს იწონიან, 10 კგ-მდე დაკლებას მოახერხებენ. რადიკალური დიეტის შესახებ თქვენს მეგობრებს უამბეთ.