როგორ გავათეთროთ სამზარეულოს პირსახოცი. მეთოდი, რომელიც ჩემმა მეზობელმა მასწავლა,მადლობა მას.

2160

სამზარეულოში პირსახოცს გვერდს ვერც ერთი დიასახლისი აუვლის. ისინი საყოფაცხოვრებო საქმეებში შესანიშნავი დამხმარეები არიან. დროთა განმავლობაში პირსახოცი პირვანდელ სახეს კარგავს, ნაცრისფერ დალაქავებულ ჩვრად გადაიქცევა, რომელის გარეცხვაც შეუძლებელია.

ხალხი პირსახოცების გასათეთრებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებს. ყველაზე ძლიერი ქიმიკატური საშუალებებიც კი ამოცანას თავს ვერ ართმევენ. სწორედ ამიტომ აქ ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ.

ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უჩვეულოა. მაგალითად, მათეთრებელ საშუალებად შეგიძლიათ მცენარეული ზეთი გამოიყენოთ. მხოლოდ მისი გამოყენება ქსოვილს ზიანს მიაყენებს, მაგრამ სხვა ინგრედიენტებთან შერევით საჭირო რეაქცია ხდება და წარმოიქმნება ახალი პროდუქტი, რომელიც ცხიმს და ჭუჭყს შესანიშნავად ებრძვის.

როგორ მოვაშოროთ პირსახოცს ჭუჭყი და ცხიმი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ვედრო წყალი
  • 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 2 ს/კ მშრალი მათეთრებელი
  • 0,5 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
  • ბინძური პირსახოცი

მოქმედება:

1. ვედროში წყალი აადუღეთ.

2. მდუღარე წყალს მზესუმზირას ზეთი ჩაასხით.

3. მშრალი მათეთრებელი და სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ.

4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ამ ნარევში პირსახოცი მოათავსეთ. გაზი გამორთეთ. ვედროს თავსახური დაახურეთ.

5. წყალს გაგრილება აცადეთ, შემდეგ პირსახოცი ამოიღეთ და წყალი გაავლეთ. წინასწარ სჯობს რამდენიმე საათით წყალში ჩაალბოთ. აი, ასეთ შესანიშნავ შედეგს მიიღებთ!

ძველი ჩამჯდარი ლაქაც კი გაქრა. ეს მეთოდი იმით არის კარგი, რომ ჭუჭყს დუღილის გარეშე  უმკლავდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს