აბუსალათინის ზეთი – საშუალება, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს თმაზე და მის ბოლქვებზე. ეს ზეთი თმის თითოეულ ღერს სიმტკიცესა და მოცულობას სძენს!
აბუსალათინის ზეთი ააქტიურებს თმის მიძინებულ ბოლქვებს და სტიმულირებს მათ აქტიურ ზრდას. ჩვენს დღევანდელ სტატიაში დეტალურად იხილავთ, თუ როგორ მოუაროთ თმას სწორად ამ ეფექტური საშუალების დახმარებით…
როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა?
1. აბუსალათინის ზეთი გრძელი წამწამებისთვის – ზეთის წასმა რეკომენდირებულია სუფთა სახეზე დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. აბუსალათისნის ზეთის წამწამებზე დასატანად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ტუშის ფუნჯი. კარგად გარეცხეთ ის, ჩაალბეთ ზეთში და წასივით წამწამებზე თხელ ფენად. იმ შემთხვევაში, თუ ზეთს გადაჭარბებული დოზით გამოიყენებთ, დასიებული თვალების ეფექტი გარდაუვალია, რის გამოც დიდი სიფრთხილე გმართებთ!
გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში და მიღებბული შედეგით გაოცდებით!
2. აბუსალათინის ზეთი წარბებისთვის – იქამდე, სანამ დაიტანთ ამ სამკურნალო საშუალებას წარბებზე, გულდასმით გაიწმინდეთ სახე მაკიაჟისგან. გაინაწილეთ აბუსალათის ზეთი თხელ ფენებად წარბებზე და ერთი თვის შემდეგ საკუთარ თავს სარკეში ვეღარ იცნობთ!
3. აბუსალათინის ზეთი თმის ცვენის წინააღმდეგ – აბუსალათინის ზეთს საკმაოდ ბლანტი კონსისტენცია აქვს, რის გამოც მის გამოყენებამდე უკეთესია ზეთის შეთბობა წყლის აბაზანაზე. როგორც კი ზეთი გათხევადდება, გაურიეთ მასში 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი ბალზამი და 1 სუფრის კოვზი წიწაკის ნაყენი. მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თავის კანზე.
წამოიცვით თავზე პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ ზემოდან პირსახოცი. მოითმინეთ დაახლოებით 30 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ 3 თვის განმავლობაში.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!