4 ყველაზე რომანტიული ზოდიაქოს ნიშანი

3126

ზოდიაქოს რომელი 4 ნიშანი არის ყველაზე რომანტიული სტიქიებს შორის? მათგან ყველაზე მეტად ჭეშმარიტი სიყვარული, გრძნობის გულახდილად აღიარება, ზრუნვა და ყურადღების გამოჩენა ვის შეუძლია?

1. კურო

არ დაუჯეროთ ნათქვამს, რომ კურო როგორც მიწის ნიშანი –  ყველაზე მოსაწყენი და უღიმღამო ნიშანია. ეს ადამიანები – რომანტიული სერენადების ყველაზე ნამდვილი ოსტატები არიან. მსოფლიოში სასიყვარულო წერილების უმეტესობა, ალბათ, სწორედ კუროებმა დაწერეს. ისინი გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ და ოცნებობენ ჭეშმარიტ სიყვარულზე.

2. კირჩხიბი

ცხადია, წყლის ნიშნებს შორის ყველაზე “სახლის” ნიშანია და ამასთან ყველაზე რომანტიკულიც სხვებთან შედარებით. კირჩხიბი ყურადღებით და მზრუნველობით აგავსებთ, რითაც გაიძულებთ იგრძნოთ, რომ ამ სამყაროში არის ვიღაც, ვინც თქვენზე ნამდვილად ზრუნავს. თქვენ მუდმივად მოისმენთ, თუ ისინი როგორ გეკითხებიან: “ხომ არ გშია?”, “დახმარება ხომ არ გჭირდება?” ან “ამაზე საუბარი გსურს?. კირჩხიბი ყოველთვის ზურგს გაგიმაგრებთ და ნებისმიერ სიტუაციაში მხარში დაგიდგებათ.

3. ლომი

ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე რომანტიული ლომია. მათ უზარმაზარი მოსიყვარულე გული აქვთ და ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის შექმნას ცდილობენ. თუ ლომს, როგორც საკუთარ თავზე შეყვარებულ ეგოისტად მიიჩნევთ, ეს იმას ნიშნავს რომ მას უბრალოდ არ იცნობთ და მსოფლიოში ყველაზე პატიოსან ადამიანთან ურთიერთობის შანსს ხელიდან უშვებთ. როცა ლომს გულწრფელად უყვარს, ის თავისი რჩეულის ერთგულია და მისი გულისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წავა.

4. სასწორი

სასწორს შეიძლება ჰაერის ნიშნებს შორის გონიერი რომანტიკოსი ვუწოდოთ. მათ შეუძლიათ სიმპათია გამოხატონ არა მხოლოდ მოქმედებით, არამედ სიტყვებით, რომელთა თქმაც მაგ. ლომს, კუროს ან კირჩხიბს არ შეუძლია. სასწორს სიტყვასიტყვით კინოს მსგავსი სიყვარული რეალობაში გადმოაქვს ყველა თავისი მოქმედებით და საუბრის მანერით: “თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც გსურთ.” იქნება ეს საღამოს წვეულება სანთლის შუქზე თუ ყვავილების თაიგული განსაკუთრებული დღეებისთვის. ასევე სასწორს შეუძლია სუპერმარკეტში ყველაზე ბანალური გასვლა ნამდვილ რომანტიკად გადააქციოს.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს