შედედებული სისხლი – ფარული საფრთხე. რა განაპირობებს პრობლემას და როგორ ვებრძოლოთ მას?

9632

სისხლის მდგომარეობაზე ჩვენი ორგანიზმის თითოეული ორგანოს ფუნქციონირებაა დამოკიდებული. სისხლის შედედება შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მიზეზებმა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს დროში. შედედებული სისხლი ვერ ასრულებს გამართულად მის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო ფუნქციას, რის შედეგადაც შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა უამრავმა სერიოზულმა პრობლემამ.

სისხლი შედგება პლაზმისგან და ფორმიანი ელემენტებისგან. თანაფარდობას პლაზმასა და ამ ელემენტებს შორის ჰემატოკრიტული რიცხვი ეწოდება. როდესაც ირღვევა ამ ნივთიერებების თანაფარდობა და ფრომიანი ელემენტების რაოდენობა აღემატება პლაზმის რაოდენობას, იზრდება ჩვენი სისხლის სიბლანტე.

სისხლის შედედების შედეგად ჩვენი ორგანოები ვერ იღებს საჭირო რაოდენობით საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს, რის შედეგადაც ირღვევა მათი ფუნქციონირება. გარდა ამისა, ზედმეტად ბლანტი მასის გადასატუმბად ჩვენს გულს მთელი თავისი ძალებით უწევს მუშობა. თრომბოზი, თითოეული ორგანოს, მათ შორის ტვინის, არასაკმრისი მომარაგება სისხლით, ვარიკოზი, ათეროსკლეროზი და ინსულტი – არასრული ჩამონათვალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იმ პრობლემებისა, რომელთაც სისხლის შედედება უდევს საფუძვლად.

როგორ გავათხევადოთ შედედებული სისხლი?

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია არტერიების გაწმენდა და შედედებული სისხლის გათხევადება. სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარებისა და პრობლემის სირთულის განსაზღვრის მიხედვით, სპეციალისტი ნიშნავს შესაბამის მკურნალობას.

თუ გაირკვევა, რომ სისხლის სიბლანტე ნორმას აღემატება, მიუხედავად პრობლემის გამომწვევი მიზეზისა, აუცილებელია კვების რაციონში ცვლილებების შეტანა. პაციენტი ვალდებულია, თქვას უარი შემწვარ და ცხიმიან საკვებზე, კონსერვანტებზე, მარინადებზე, ტკბილეულზე და შებოლილ პროდუქტებზე. გარდა ამისა, აუცილებელია კვების რაციონიდან წიწიბურის, კარტოფილის, ბანანის, ალკოჰოლური და გაზირებული სასმელების ამოღება. დიახ, ეს არც თუ ისე მარტივია, თუმცა ჯანმრთელობა, სილამაზის მსგავსად, მსხვერპლს მოითხოვს! შეგიძლიათ კვების რაციონის გამდიდრება რძემჟავას პროდუქტებით. გარდა ამისა, რეკომენდირებულია მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

ცნობისთვის, არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ხელს გვიწყობს სისხლის გათხევადებაში. ასეთი პროდუქტებია: ფორთოხალი, ბროწეული, ლეღვი, ჟოლო, ნიორი, ჭარხალი, ჯანჯაფილი, ლიმონი, მზესუმზირა, კაკაო და ა.შ.

ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, პოპულარული და უსაფრთხო პრეპარატი სისხლის გასათხევადებლად, რომლის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამავლობას და თავიდან გვარიდებს გულის დაავადებებს. სისხლის შედედების სამკურნალოდ ასპირინის მიღებამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და მხოლოდ მისი დანიშნულებით მოქმედება. არასწორი დოზირება შეიძლება უარყოფითად აისახოს პაციენტის ჯანმრთელობაზე.

ხალხურ მედიცინაში სისხლის შედედების წინააღმდეგ საბრძოლველად მრავალი წელია გამოიყენეა ქაფურას ნაყენი, რომელიც ასპირინის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. 1 ს.კ მშრალ ბალახს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და მიღბულ ნარევს ვაყოვნებთ 30 წუთის განმავლობაში. მიღებულ ნაყენს ვფილტრავთ და ვიღებთ მას ჩაის სახით დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს