იღლიების სისველე წარსულში დარჩება. უბრალოთ შეურიეთ 2 კომპონენტი ერთმანეთში და გამოიყენეთ.

9453

ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ჭარბი რაოდენობით ოფლს და ამ გზით იცავს თავს გადახურებისგან. სველი იღლიები და ოფლისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი – ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

სამწუხაროდ, სპეციალური დეოდორანტები და ანტიპესპირანტები ყოველთვის ვერ გვაძლევს სასურველ შედეგს და სრულად ვერ უმკლავდება საკუთარ ფუნქციას. მეთოდი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ, თავიდან აგარიდებთ მსგავს უხერხულ სიტუაციებს.

როგორ ვებრძოლოთ იღლიების ჭარბოფლიანობას?

ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი;
  • 30 გ გვირილა;
  • 1 ჩ.კ. საკვები სოდა.

ინსტრუქცია:

  1. აადუღეთ მოცემული რაოდენობით წყალი.
  2. ჩაყარეთ მასში გვირილის 30 გრამი ნედლი ან გამომშრალი ყვავილები.
  3. განაგრძეთ დუღილი ორიოდე წუთით და გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან.
  4. როდესაც ნარევი გაგრილდება, გაფილტრეთ ის. ჩაამატეთ დარჩენილ სითხეში საკვები სოდა და კარგად გადაურიეთ.
  5. მიღებული ნარევით დაიბანეთ იღლიები დღეში 2-ჯერ.

შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში არაუმეტეს 1 კვირისა. ეს მარტივი, თუმცა ეფექტური მეთოდი გიხსნის ზაფხულში იღბლიების ჭარბოფლიანობისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს