როგორ მოვამზადოთ გემრიელი, არომატული ჯემი მინიმალური ძალისხმევის და დროს დახარჯვით? სილტი – შვედური ჯემის რეცეპტი, მარტივი და სწრაფი. კენკრის ხანგრძლივი სითბოთი დამუშავებას არ მოითხოვს. მათთვის, ვინც ყოველ წუთს აფასებს – უბრალოდ თქვენი მხსნელი!
კენკრის სახეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, სილტი მშვენივრად გამოდის შავი მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის, მოცვის, ხურტკმელისგან. ნაზი სითბოს დამუშავებით კენკრა ფერს, არომატს და ფორმას ინარჩუნებს. შვედური ჯემის დადებითი მხარე ისაა, რომ შაქრის რაოდენობა მასში შემცირებულია, ხოლო მომზადებული ჯემი ოთახის ტემპერატურის პირობებში უპრობლემოდ ინახება.
ინგრედიენტები
- 1 კგ კენკრა
- 600-700 გრ შაქარი
მომზადება
1. კენკრა გაასუფთავეთ, გარეცხეთ, მოსახარშად ქვაბში ჩაყარეთ. კარტოფილის საჭყლეტით კენკრა დაჭყლიტეთ.
2. ქვაბი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ, ადუღების შემდეგ 15-20 წუთით ადუღეთ.
3. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, შაქარი დაუმატეთ, სწრაფად აურიეთ შაქრის გადნობამდე. ცხელი ჯემი ცხელ სტერილურ მინის ქილებში გადაანაწილეთ, თავი მოხუფეთ.
როცა ჯემი გაგრილდება, კონსისტენციით ძალიან ჰგავს ჟელეს, ერთი წვეთიც არ იღვრება. ეს ყველაფერი კი ყოველგვარი პექტინების და სხვა ნივთიერებების დამატების გარეშე. თუ სწრაფად მოსამზადებელი რეცეპტები მოგწონთ, შეინახეთ და მეგობრებს გაუზიარეთ.