სხეულის ენა: თქვენი აზრით რომელი ქალი გეგმავს ჩხუბს?

3591

ზოგჯერ ხელებზე ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ ადამიანის ჩანაფიქრი გაიგოთ. სხეულის ენა და ჟესტები კომუნიკაციის უძველესი მეთოდია. ბევრი ჩვევა უძველესი დროიდან არ გამქრალა და ადამიანის არსენალში დარჩა. ყურადღება მიაქციეთ პოზას, ხელებს და ჟესტებს, რადგან ქვეცნობიერი იმპულსები ყოველთვის ჭეშმარიტ განზრახვას ააშკარავებს. მხოლოდ ჟესტებზე დაყრდნობით შეძლებთ იმის გამოცნობას, თუ ამ ქალებიდან რომელი აპირებს ჩხუბის დაწყებას?

მზად ხართ სწორი პასუხის გასაცემად? დარწმუნებული ხართ? თუ კი, მაშინ ქვემოთ მოცემული ტექსტიდან გაიგეთ, რას ნიშნავს ეს ჟესტები და რომელია სწორი პასუხი.

გადაჯვარედინებული ხელები და შეკრული მუშტები

თქვენ გამოიცანით. ამ ქალმა ნამდვილად სერიოზული ჩხუბის დაწყება გადაწყვიტა! გადაჯვარედინებული ხელები და მუშტები ადამიანის მტრულ განწყობას ააშკარავებს. ფრთხილად იყავით, ასეთ ჟესტს შეიძლება კიდევ უფრო უარესი მოყვეს: კბილების კრაჭუნი, კოპებშეკრული შუბლი.

ერთი ხელით შექმნილი არასრული ბარიერი

თუ ეს ვარიანტი აირჩიეთ, ვერ გამოიცანით. ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ ადამიანი თავდაჯერებული არაა და უხერხულობას გრძნობს. ადამიანები უცნობ კომპანიებში ხშირად ამ ჟესტს იყენებენ, რომ თავი დაცულად იგრძნონ. ჟესტი ბავშვობის გრძნობას ჰგავს, როცა მშობლებს ბავშვი ხელში ეჭირათ, რომ პატარა დაეწყნარებინათ.

მკერდთან გადაჯვარედინებული ხელები

არა, ეს ადამიანი უფრო ჰგავს მას, ვინც კამათს ისმენს და თანამოსაუბრეს საერთოდ არ ეთანხმება. ეს პოზა ყველაზე გავრცელებულია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვხვდება. ჟესტი ნიშნავს, მიუღებელ ინფორმაციას და კრიტიკას ან უბრალოდ დაუცველობის გრძნობას. ასეთი პოზა შეგიძლიათ იხილოთ ადამიანებში ლიფტში ან შეხვედრების დროს, სადაც თავს უხერხულად გრძნობენ.

გამოიცანით, ამ ქალებიდან ჩხუბის დაწყებას ვინ აპირებს? ახლა ამ ექსპერიმენტულ მეთოდში ცოტა უკეთ გაერკვიეთ და საფრთხის პროგნოზირებას შეძლებთ, თუ ამ მარტივ ჟესტებს ყურადღებას მიაქცევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს