მათ, ვინც ამ 10 ხრიკის შესახებ არაფერი იცის, უამრავ ფულს ხარჯავს უსარგებლო საყოფაცხოვრებო ქიმიაზე.

1304

კარგია როდესაც ყველაფერი ხელთ გაქვთ. მაგრამ თუ თქვენ მოულოდნელად გამოგელიათ საწმენდი საშუალება, მაღაზიაში წასვლას ნუ იჩქარებთ: შესაძლოა იმის შემცვლელი რის ყიდვასაც გეგმავთ თქვენს მაცივარი დევს. ვივიენმა  მოგიმზადათ იმ პროდუქტთა ნუსხა, რომელსაც საყოფაცხოვრებო ქიმიის ჩანაცვლება შეუძლია.

პირველ რიგში, ეს ბევრად იაფია. მეორეც, ეს უფრო უსაფრთხო საშუალებებია. ამ სტატიაში თქვენ ისწავლით სასარგებლო ხრიკებს ავეჯის, ჭურჭლის და თუნდაც მცენარებიისთვის.

პროდუქტები დასუფთავებისთვის

მოგიყვებით ხალხური საწმენდი საშუალებების შესახებ. არავითარი ეგზოტიკური მცენარე ან უცხო სახელწოდება არ შეგხვდებათ, მხოლოდ ის საშუალებებია რაც ნებისმიერი დიასახლისის პროდუქტების საბაზო სიაში მოიაზრება.

1. ძმარი

ძმარს საკმაოდ მრავალი გამოყენება აქვს. ამჯერად, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ იგი შემდეგნაირად: სააბაზანოს ფილებს ნაკერებზე წაუსვით ძმარი, გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და კბილის ჯაგრისით გახეხეთ.

სხვათაშორის თუ იატაკზე წმენდის შემდეგ ლაქები რჩება, ეს პროდუქტი ერთი სუფრის კოვზის ოდენობით შეურიერთ საპნიან წყალს და პრობლემოდ ამოიყვანთ ლაქებს.

2. ბანანი

მართალია ეგზოტიკურია მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილის სახეობაა ჩვენს ქვეყანაში. რბილობით შეგიძლიათ პირი ჩაიტკბარუნოთ, ხოლო კანი დააბლენდერეთ ფაფის კონსისტემციამდე და მისი საშუალებით გაწმინდეთ ვერცხლის ნაკეთობები. ამის შემდეგ ნივთები ახალივით იბრწყინებს.

3. ტომატის წვენი და ტომატის სოუსი

ტომატის წვენში, მჟავა მაღალი შემცველობით გხვდება. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი სასმელის ბოთლი დროთა განმავლობაში უსიამოვნო სუნს შეიძენს, ჩაასხით მასში წვენი და დააყენეთ რამოდენიმე საათი.

ხოლო ცხარე ტომატის წვენი ნებისმიერ სპილენძის ჭურჭელს გადაარჩენს, თუნდაც ძლიერ გაუფერულებულს. თქვენ უბრალოდ გახეხეთ ჭურჭელის კედლები ამ საშუალებით და შემდეგ ნამიანი ტილოთი გაწმინდეთ.

4. ნედლი კარტოფილი

ტყავის ნაკეთობები მარტივად ზიანდება, იკაწრება, იხეხება ან უბრალოდ იწელება. ჩექმებისთვის გლუვი ზედაპირის აღსადგენად, გახეხეთ ის ნედლი კარტოფილის ნაჭერით.

5. როზმარინი და რეჰანი

როზმარინის ტოტებს საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს. სამზარეულოში მისი გადაჭარბებით გამოყენება არაფრით არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძის ყველა სხვა არომატს გადაფარავს. სამაგიეროდ თუკი თევზის გასუფთავების შემდეგ მისით ხელებს გაიხეხავთ ის შეძლებს უსიამოვნო სუნის განეიტრალებას.

რეჰანი ქართველებისთვის კარგად ნაცნობი სანალებელია. თუკი ხილთან ერთად რამოდენიმე ღერო რეჰანს მოათავსებთ მწერები მას აუცილებლად გვერდს აუვლიან.

6. პური

კედელზე ფანქრით დატოვებულ კვალს, რა გზითაც არ უნდა გაჩენილიყო ის, მარტივად მოაშორებს შავი პურის ნაჭერი. ის საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს და სარეცხი საშუალებებისგან განსხვავებით არანაერ კვალს არ ტოვებს.

ასევე თუ სახლში რაიმე გაგიტყდათ (მაგალთად გასკდა ნათურა და მისი წვრილი ნამსხვრევები იატაკზე მოიფანტა) ახალი პურის გული სწრაფად და ეფექტურად შეაგროვებს ყველაზე პატარა ნამცეცებსაც კი.

7. ლუდი და კაკალი

ორივე ამ პროდუქტთაგანი დაგეხმარებათ ავეჯის რესტავრაციაში. ბზინვარების დასაბრუნებლად ჩაალბეთ ტილო ლუდში და შემდეგ გაწმინდეთ ავეჯის ზედაპირი. კაკალი შეგიძლიათ ცვილის მაგივრად გამოიყენოთ, გახეხეთ მისი დახმარებით ნაკაწრები, ბზარები და მცირე დაზიანებები.

ორივე პროდუქტი ხელს შეუწყობს ავეჯის აღდგენას.  კაკლის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ცვილი, მხოლოდ ნაკაწრებისთვის, ბზარებისა და მცირე დეფექტებისთვის.

8. რძე

მიკროსკოპიული ბზარების გამო ფაიფურის სერვიზის გადაგდება ნებისმიერს დაენანებოდა. ასეთი ჭურჭელის გადასარჩენად, ჩაალაგეთ ის გაცხელებულ რძეში და გააჩერეთ 1 საათით. ჭურჭელში არსებული ბზარები რძის ცილებით ამოივსება.

9. შავი პილპილი

ასეთი თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ სწორედ ეს სანელებელი დაგეხმარებათ ფერადი ტანსაცმელისთვის ფერის შენარჩუნებაში. უბრალოდ ჩაამატეთ რამოდენიმე კოვზი რეცხვის დროს და თქვენი ტანსაცმელი არ გაფერმკრთალდება.

10. არაქისის კარაქი

ეს პროდუქტი არც ისე მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში, სამაგიეროდ ის შესანიშნავად უმკლავდება სხვადასხვა სახის ლაქებს. თუ მისი დახმარებით წებოვან სტიკერს გახეხავთ ის მარტივად აძვრება ნებისმიერ ზედაპირს, ისევე როგორც საღეჭი რეზინი თქვენს ხალიჩას.

ხშირია შემთხვევა როდესაც ტრადიციული მეთოდები პრობლემის დაძლევასთან უძლურია, არც სპეციალური საშუალებებისთვის გვაქვს სახსრები, ასეთ დროს უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი მრტივი ხრიკები იცოდეთ. დამერწმუნეთ საკმაოდ გაიმარტივებთ ცხოვრებას. არ დაივიწყოთ აუცილებლად გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს, ისინი მადლობელი დარჩებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს