თქვენ მიერ არჩეულ ფიგურას, პიროვნების შესახებ ბევრი რამის თქმას შეუძლია. არ გჯერათ? სცადეთ.
სამკუთხედი წარმოადგენს ადამიანებს, ხოლო წრე გვიჩვენებს, თუ მათთან როგორ ხართ დაკავშირებული.
1. წრე სამკუთხედში იმას ნიშნავს, რომ თქვენ კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ.
თქვენ გულახდილი ადამიანი ხართ. ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ. თქვენ ოჯახსა და მეგობრებს ძალიან უყვარხართ და ბევრ საკითხში თქვენზე დამოკიდებულნი არიან. წრე შუაგულში იმყოფება, ანუ ყოველთვის ხალხით გარშემორტყმული ხართ. ძალიან კომუნიკაბელური ხართ, მაგრამ ადამიანების საიდუმლოებების შენახვა შეგიძლიათ. გირჩევნიათ გულახდილი ახლობლების ვიწრო წრეში იყოთ.
2. წრე სამკუთხედის თავზე იმას ნიშნავს, რომ თქვენ მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ.
სამკუთხედის ზემოთ წრე იმას ნიშნავს, რომ თქვენ ირგვლივ სამყაროს შეიცნობთ. ადამიანებისგან ძალიან დაშორებული არ ხართ, მაგრამ არც ძალიან ახლოს იმყოფებით. თავდაჯერებული და სამუშაოზე კონცენტრირებული ხართ. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, საინტერესოა და სხვების აღფრთოვანებას იწვევს. საკუთარ პრიორიტეტებს აღიარებთ და სხვებთან ურთიერთობა დიდად არ გჭირდებათ.
3. სამკუთხედის ირგვლივ წრე იმას ნიშნავს, რომ თქვენ მზრუნველი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ
ადამიანებს ადვილად უგებთ იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდხანს იცნობთ. ყველას ეხმარებით იქნება ეს ახლობელი ადამიანი თუ უცნობი, შედეგებზე ნაკლებად ფიქრობთ. ხალხის მეურვე ხართ, ამიტომ მათ თქვენთან საუბარი და თქვენი რჩევის მოსმენა უყვართ. საკმაოდ გამორჩეული და ჭკვიანი ადამიანი ხართ.
4. სამკუთხედის თავზე ნახევარწრე იმის ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან მხიარული და აქტიური ადამიანი ხართ.
თქვენ გულახდილი და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. ყოველთვის მზად ხართ სხვებს საქმიანობაში დაეხმაროთ. მოშურნე არ ხართ და სხვების წარმატება ბედნიერს გხდით. თქვენი პოზიტივი ბნელ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ნათელს ჰფენს.