მსოფლიოში არავის უყვარს კრემიანი ნამცხვრები ისე, როგორც მე. ამ გემრიელობას ყოველთვის საყვარელ საკონდიტრო მაღაზიაში ვყიდულობ – ისეთი ნაზი, ვანილიანი, ხრაშუნა კანით და ნაყინის გემოთი არის. თავად გამოცხობა ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლად, ამასთან იმდენი თავისუფალი დროც არ მაქვს, რომ ნახევარი დღე დესერტის გამოცხობას დავუთმო.
ერთხელ, დაქალმა წარმოუდგენელი საჩუქარი გამიკეთა – უზარმაზარი ეკლერი, რომელმაც ნახევარი მაგიდა დაიკავა. ისეთი გემრიელი და არომატული იყო, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ!
კულინარიული ხელოვნების ნამდვილი შედევრი კრემიანი ნამცხვარი “კარპატკა” ყოფილა. ის იდეალურია ზარმაცი ტკბილეულის მოყვარულებისთვის. აუცილებლად გირჩევთ ყველა საქმე გადადოთ და ეს რეცეპტი ჩაიწეროთ. წვეულების დროს აუცილებლად გამოგადგებათ!
ტორტი “კაპატკა“
ზოგჯერ “კაპატკას” პეროგს უწოდებენ, მაგრამ ის იმდენად ჰაეროვანია რომ მე მას ტორტს ვუწოდებ. რეცეპტი პოლონეთიდან შემოვიდა, ნამცხვარში ცომს არასწორ ფენებად აწყობენ, რომ მთის რელიეფი გამოვიდეს.
ჩვენი უზარმაზარი ნამცხვრის კრემი არის მოხარშული კრემი. შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან იყიდოთ მზა. ინსტრუქციის მიხედვით რძეში გახსენით, სახლში მომზადებულს არაფრით ჩამოუვარდება.
ცომის ინგრედიენტები
- 250 მლ წყალი
- 125 გრ კარაქი
- 180 გრ ფქვილი
- 5 კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 25 გრ შაქრის ფხვნილი მოსაყრელად
კრემის ინგრედიენტები
- 500 მლ რძე
- 200 გრ კარაქი
- 50 გრ ფქვილი
- 50 გრ სახამებელი
- 150 გრ შაქარი
- 15 გრ ვანილის შაქარი
მომზადება
1. პირველ რიგში ცომის მომზადებას შეუდექით. ქვაბში წყალი ჩაასხით, დაჭრილი კარაქი და მარილი დაუმატეთ. ნარევი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. მუდმივად ურიეთ, არ აადუღოთ!
2. როგორც კი კარაქი გადნება – ცეცხლიდან გადმოდგით. ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი ცეცხლზე კვლავ დააბრუნეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ ცომი ბურთის ფორმას არ მიიღეს. ეს დაახლოებით 3 წუთს მოითხოვს. ქვაბის ძირში ცომი კანს გაიკეთებს.
3. ცომი დიდ თასში გადმოიტანეთ და კვერცხში აურიეთ, დაუმატეთ თითო-თითო. დააკვირდით, რომ ცომი თხევადი იყოს. უმჯობესია თუ ამას ხის ჯოხით გააკეთებთ და არა მიქსერით. ბოლო კვერცხი ათქვიფეთ და ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ. ცომი სქელი, ერთგვაროვანი და ბრწყინვალე უნდა იყოს.
4. ცომი პერგამენტის ქაღალდზე გადმოიტანეთ. შეგიძლიათ ეს კოვზით ან კრემის ნემსით გააკეთოთ, რომ “მთის” ფორმა მისცეთ. რაც უფრო მეტად არის არეული, მით უფრო ლამაზი გამოდის. ზედაპირი შეგიძლიათ გაათანაბროთ, ეს გემოზე გავლენას არ იქონიებს.
5. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთით გამოაცხვეთ. ამ დროის განმავლობაში ღუმელის კარი უმჯობესია არ გააღოთ.
6. სანამ ცომი ცხვება, კრემი მოამზადეთ. კარაქი მაცივრიდან წინასწარ გამოღებული გქონდეთ, ის რბილი უნდა იყოს. ქვაბში 100 მლ რძე გააცხელეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, ფქვილი, სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ ბუშტუკები არ გაჩნდეს. დარჩენილი რძე დააასხით და ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი დაუმატეთ. ინგრედიენტები დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ არ გასქელდება. მუდმივად მორევა არ დაგავიწყდეთ.
7. სქელი კრემი თასზე გადმოიტანეთ და საკვები ცელოფანი დააფარეთ, ბოლომდე გაგრილება აცადეთ. ასე მის ზედაპირზე ბუშტუკები არ გაჩნდება.
8. კარაქი მიქსერით ან ხის ჯოხით აურიეთ. ძალიან ცოტ-ცოტა მოხარშული კრემი დაუმატეთ. დააკვირდით, რომ კარაქი არ დაიშალოს!
9. გამომცხვარი ფენა შუაზე გაჭერით და ერთ მხარეზე კრემი ბლომად წაუსვით.
თუ პატარა საცხობი ფორმა გაქვს, ფენები ცალ-ცალკე გამოაცხვეთ.
10. მეორე ფენა ფრთხილად დაადეთ, არ დააჭიროთ. შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და მინიმუმ 1 საათით მაცივარში დატოვეთ.
11. სტუმრებს დაუძახეთ და ღვთაებრივი გემოთი დატკბით.
პოლონური ტორტი “კარპატკა” სტუმრების მისაღებად შეუდარებელ დესერტად ძალიან ადვილად გარდაიქმნება. რეცეპტში სხვადასხვა სახის კრემების გამოყენება შეიძლება, შეგიძლიათ ხილი დაუმატოთ. გაფორმებაზე თქვენი ფანტაზიის მიხედვით იზრუნეთ და ქებისთვის მოემზადეთ!
რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ, ეს გიგანტური ეკლერი მათაც მოეწონებათ!