ხალხი ძალიან ხშირად კითხულობს: ჩვენ რითი ვიხდით? როგორც წესი, გულისხმობენ ჯადოქრობას ან ნებისმიერ სხვა მოქმედებას, რომელიც მესამე ძალის ჩარევით ხდება. დიახ, მაგ., იგივე შეთანხმებები, რა არის ეს თუ არა ჯადოქრობა? იგივე პრინციპი, როგორიცაა მკვდრედით აღდგომა.
მოდით საფასურის შესახებ ვისაუბროთ
ადამიანს მხოლოდ ერთი ვალუტა აქვს, რომლითაც გადახდა შეუძლია. ეს არის დრო, ცხოვრების დრო. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ, რომ ზემოთ ვიღაც ზის და ანგარიშობს, თუ რამდენიმე წელი მოგაკლოთ. უბრალოდ ადამიანი თავისი დროის პლიუსში, ან მინუსში მართვას ახერხებს. მიღებული გადაწყვეტილება აჩქარებს ან ანელებს დროს. შეგინიშნავთ, რომ ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში თქვენი დრო ერთნაირად არ მიდიოდა? აი, ამაზეა საუბარი.
რას ნიშნავს დროის მართვა? იმის არჩევა, თუ დროს სად და როგორ დახარჯავთ. რაც უფრო უმიზნოდ და უაზროდ გაატარებთ დღეს, მით უფრო ნელა მიდის დრო. არ იფიქროთ, რომ ეს ცხოვრების ხანგრძლივობას ზრდის. პირიქით, ცხოვრებისეული ამოცანები გადაწყვეტილი არაა და შესაძლებლობები ადამიანს გვერდს უვლის. აქედან მოდის გამონათქვამი“ „ცხოვრებამ ჩაიარა“. არა იმ გაგებით, რომ უკვე მოხუცდით, არამედ იმ გაგებით, რომ ცხოვრება თქვენს გარეშე თავის დინებაზე მიდის.
აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანი ცხოვრებაში წინ მიიწევს, მაშინ დრო მას ხელგაშლილი შეხვდება. შეხვედრას ყოველთვის მოჰყვება მოვლენები, რომელთაც შესაძლოა ყოველთვის ვერ ვაცნობიერებდეთ. ფრინველმა წაიმღერა, ეზოში ძაღლმა დაიყეფა, სადღაც მანქანამ გაიარა და ფეხით მოსიარულეს სიგნალი მისცა, თქვენ ცხელი ყავას მოსვით – ყველა ამ მოვლენაში აზრია ჩადებული. და ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფრის აზრს ვერ ვწვდებით და ირგვლივ არსებულ შესაძლებლობებს ხელიდან ვუშვებთ. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგები გირჩევენ იცხოვროთ „ახლა და აქ“, რაც ყოველთვის შესაძლებელი არაა, რადგან ადამიანს ვალი უგროვდება. ვალი – წარსულის შეუსრულებელი სიტუაციებია.
ემოციური განცდა, რომელიც ბოლომდე დასრულებული არ იყო. შეუსრულებელი პირობა, რომელიც ახსოვთ მათ, ვისაც დაპირდით, გაუცნობიერებელი გაკვეთილი, როცა თქვენ უკვე ჭკვიანი და უფროსი უნდა იყოთ, მაგრამ კვლავ თინეიჯერული კომპლექსები გაწუხებთ. რაც უფრო მეტია ვალი, მით უფრო ადამიანი „საკუთარ თავს არ ჰგავს“. არა იმ გაგებით, რომ თავში ყველაფერი რიგზე არ აქვს, უბრალოდ დროა უკვე სხვა ადამიანი იყოს. შეიძლება იკითხოთ: ვის ვალი გაქვთ? საკუთარი თავის! ამ თეზისის გასაღრმავებლად, დროის თემიდან უნდა გადახვიდეთ და სულის არჩევანს უნდა შეეხოთ. მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს.
ასე რომ, დრო მომავლიდან წარსულში მიედინება თან მიაქვს ყველაფერი, რაც არ გადავამუშავეთ და ვალად დაგვედო. მათ შორის არის ვალი ადამიანების, ან საკუთარი თავის წინაშე. ყველა უნდა დააბრუნოთ, მაგრამ როდის და როგორი სახით? აქ, კვლავ ყველა სახის ჯადოსნური და ფსიქილოგიური სამუშაო ჩნდება. შეგვიძლია დროის სვლა დავაჩქაროთ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავბრუნდეთ (დიახ, ზუსტად დროში დაბრუნება!) შესაძლებელია? საფასური? საფასური იქნება ფული, რომელიც გამოიმუშავეთ, როცა თქვენს დროს ვიღაც სხვას (უფროსს, სახელმწიფოს) აძლევდით. ფსიქოთერაპია რომ არ დაგჭირვებოდათ, ამ ფულს სხვა რამეში დახარჯავთ. ზოგადად, ასეთი პრიმიტიული ანგარიში. ტყუილად არ ამბობენ, რომ „ფულით გადახდა ყველაზე მარტივია“ და ეს ნამდვილად ასეა.
ზოგჯერ ფულით გადახდა საკმარისი არაა. არა იმ გაგებით, რომ ცოტაა, არამედ არ არსებობს ისეთი ადეკვატური თანხა, რომელიც ანგარიშს დახურავს. ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ფულით ყველა პირობა მაინც არ იქნება შესრულებული. სხვათა შორის, ყველაზე დიდი „ფული“ იწერება წყენიდან, რომელსაც საყვარელი ადამიანები გვაყენებენ. როცა უკვე ცხადია, რომ თანხით ვალის ჩამოწერა შეუძლებელია, ადამიანი იღებს დროს. რა თქმა უნდა, დროს არა ადამიანი, არამედ რაღაც ძალები იღებენ. ადამიანი „დროის ჩანთაში“ ვარდება. მოვლენები ნელდება, შემოსავლები მცირდება ან საერთოდ ქრება, ადამიანები გვერდს გივლიან, ხოლო გეგმები არ ხორციელდება და ირგვლივ ვაკუუმი იქმნება. და ჩნდება ძალიან სპეციფიკური „სიბნელის“ განცდა ირგვლივ და სულში. აი, ეს არის „ჩანთა“!
იზოლაციის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ დაფიქრების და რაღცის შემუშავების დრო მოგცენ. წინააღდეგ შემთხვევაში წინსვლას უბრალოდ ვერ შეძლებთ. ხშირად „დროის ჩანთა“ მნიშვნელოვანი ცხოვრების გარღვევის წინ ხდება. ფსიქოლოგები ამას კვანტურ ნახტომს, ჯადოსნურ თეორიებში – გზაჯვარედინს უწოდებენ. თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით, მაშინ წარსულს სასწრაფოდ უნდა გადახედოთ და იპოვოთ ის, რაც არასწორად გააკეთეთ და ყველაფერი გამოასწოროთ. ამასთან გარკვეულ დრომდე შეგრძნება გექნებათ, რომ „მილში იმყოფებით“. ბევრი ენერგია უნდა დააგროვოთ, რომ მცირე ნაბიჯი გადადგათ იმ ადამიანებისკენ, რომელთაც აწყენინეთ და გამოასწოროთ სიტუაცია, რომ გაკვეთილი ჩაგეთვალოთ და თქვენ „დროის ჩანთიდან“ გამოგიშვან. როცა ეს მოხდება, ყველაფერი კვლავ დალაგდება. ფულიც, წარმატებაც და ადამიანებიც კვლავ გამოჩნდებიან.
და რადგან ჯადოსნობით დავიწყეთ, ამითვე დავასრულოთ. ჯადოქრობა (და ფსიქოლოგია) მოვლენების სწორად განლაგებაში დაგეხმარებათ, რომ მოვლენების დამუშავება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. შავის თეთრით შეცვლა ადვილი არაა და ამაში ჯადოქრობა ვერ დაგეხმარებათ. ეს უნდა გახსოვდეთ.
თუ ხვდებით, რომ ერთ ადგილზე ხართ გაჩერებული და წარუმატებლობის დათვლა უკვე აგერიათ, მაშინ დახმარება ითხოვეთ.
თქვენ მკვდარი ადგილიდან დაგძრავენ, შემდეგ კი თავად უნდა იმოქმედოთ. თუ მზად ხართ წასასვლელად. თუ სასწაული გსურთ, რომ არაფერი გააკეთოთ და ისე გაიღვიძოთ – სჯობს ფული არ დახარჯოთ, რადგან ასე არ ხდება. და იგრძენით დრო! გახსოვდეთ, რომ ის უსაზღვრო არაა და ყველაზე ძვირფასი რესურსია!