მარვა ოჰანიანი: სიკვდილი ნაწლავებიდან მოდის

7831

მარვა ოჰანიანი ექიმი-ნატუროპათი და ბიოქიმიკოსია 45 წლიანი სამედიცინო და ლაბორატორიული მუშაობის გამოცდილებით. ის საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებს ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სურთ.

მისი თეორია ეფუძნება წიგნებს „ექიმი-ნატუროპათის ცნობარი“ და „ნატურალური მედიცინის ოქროს წესები“, სადაც განხილულია თანამედროვე განუკურნებელი პათოლოგიები: ალერგია, ჰიპერტონია, სიმსივნე, დიაბეტი და ა.შ, რომელთაც თანამედროვე მედიცინაში უწოდებენ „ცხოვრების წესს“. სინამდვილეში მათი განკურნება ხელმისაწვდომი გზით შესაძლებელია. მარვამ ჩაატარა ლექცია „საუბრები კვების შესახებ“, სადაც სხეულისა და სულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მარტივი წესები განმარტა.

მარვის თეორიის მთავარი თეზისები

1. ბიოქიმიის ცოდნა თითოეული ადამიანის სწორი არსებობის საფუძველია

ყველას სურს, რომ ავად არ გახდნენ, ეს ნორმალური სურვილია. ავადმყოფობა ორგანიზმის წინაშე ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაულია.

ამ დასკვნამდე მარვა ოჰანიანი ახლახანს მივიდა. ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც დაავადებების მკურნალობას ასწავლიდნენ. მოგვიანებით მიხვდა, რომ ექიმები დაავადებებს არ მკურნალობდნენ. სამედიცინო თეორიების შესწავლით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამედიცინი თეორიის საფუძველს ბიოქიმია წარმოადგენს. ის სწავლობს ნივთიერებათა ცვლას, რომელიც ორგანიზმის მთავარი ბაზაა. მისი თქმით, ბიოქიმია უბრალოდ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ამისთვის აუცილებელია არაა იყოთ ექიმი ან დაასრულოთ სამედიცინო უნივერსიტეტი, ან იცოდეთ ყველაფერი, მთავარია მის ანბანში ერკვეოდეთ.

დღეს ბიოქიმიის ცოდნის გარეშე არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ ცხოვრებაც არ შეიძლება. თუ გაანალიზებთ რასაც სვამთ, ჭამთ, რისგან შედგებით, მაშინ სწორ ორიენტაციას იპოვით. „კვების დალაგება, ცხოვრების დალაგებას ნიშნავს“ – ირწმუნება მარვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებული საკვები არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, არამედ ფსიქიკაზეც გავლენას ახდენს. ზოგადი ჯანმრთელობა და ფსიქიკა განუყოფელი ცნებებია.

რა ხდება ახლა? ბიოქიმია არც ერთმა ადამიანმა არ იცის. მათემატიკის საფუძვლები ყველამ იცის, მას სკოლაში ასწავლიან. იგივე ბიოქიმიაზე რატომ არ ხდება? პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მკურნალმა ექიმებმაც კი ბიოქიმიის შესახებ არაფერი იციან. სამაგიეროდ ამის შესახებ მეცნიერ-ბიოქიმიკოსებმა იციან და თან საკმაოდ მაღალ დონზე. ყველა აღმოჩენა ლაბორატორიაში ხდება და ეს ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რადგან მთელი მედიცინა ბიოლოგიურ ცვლილებებზე არის დამოკიდებული.

2. თანამედროვე მედიცინა დაავადებას არ კურნავს, არამედ მის სიმპტომებს 

რას აკეთებს თანამედროვე ოფიციალური მედიცინა? იმას, რომ დაავადების სიმპტომებს კურნავს. სიმპტომების განკურნება არ შეიძლება, შესაძლებელია მათი მხოლოდ დროებით გაყუჩება. შემდგომში ის კვლავ აღდგება იგივე ან შეცვლილი ფორმით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დაავადება არა მხოლოდ ქრონიკული ხდება, არამედ სახეს იცვლის. მაგ., ბავშვობაში ანგინით ან ფილტვებით დაავადების შემდეგ ეს დაავადებები რეგულარულად გაწუხებთ. ბავშობაში ანგინა, 35 წლის ასაკში, მაგ., ქალებს მკერდის სიმსივნე. ერთი დაავადების მეორეში გარდაქმნა ბუნებრივია. რატომ? ყველაფერი დეტალურად არის ახსნილი მარვას წიგნში „ეკოლოგიური მედიცინა: მომავალი ცივილიზაციის გზა“.

ისეთი სიტუაციები ხდება, რომლებიც ექიმებისთვის გაუგებარია. არც ერთმა მკურნალმა ექიმმა არ იცის, რომ ქალებში ძუძუს კიბო იქედან მოდის, რომ ბავშვობაში ანგინა ან ფილტვების ანთება ჰქონდა, რომელთაც ბოლომდე არ უმკურნალეს.

სხვათა შორის, არც ერთი ბავშვობის დაავადება ბოლომდე განკურნებული არაა. გაიხსენეთ, რა გაწუხებდათ ბავშვობაში და რა გაწუხებთ ახლა? სავარაუდოდ, ერთი და იგივე დაავადება.

3. სიკვდილი ნაწლავებიდან მოდის

საკითხი ბავშვობის პერიოდიდან განვიხილოთ. ჩვეულებრივ რით ავადმყოფობენ ბავშვები გაციების და ანგინის გარდა? ესაა ჩუტყვავილა, „ღორის“ გრიპი, წითელა და სხვა მსგავსი, რომელთაც „საბავშვო“ დაავადებებს უწოდებენ, ანუ მათი გადატანა ბავშვობაში უნდა მოხდეს, რადგან ზრდასრულ ასაკში დაავადებების გადატანა უფრო რთული ხდება. რატომ?

დავიწყოთ იქედან, რომ ყველა ბავშვს ეს დაავადებები გადატანილი არ აქვს. მხოლოდ მათ, ვის ორგანიზმში ვირუსის გასავრცელებლად უფრო ხელსაყრელი სივრცე იყო. რატომ უადვილდებათ ბავშვებს მისი გადატანა, ვიდრე უფროსებს? პასუხი მარტივია – ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდეც არ არის იმდენად დაბინძურებული, რომლებიც პირველ რიგში ნაწლავებში გროვდება.

ბუნებრივ მედიცინაში არსებობს ასეთი ფრაზა „სიკვდილი ნაწლავებიდან მოდის“. ეს ფაქტიურად ასეა. თუ ნაწლავების სწორად გაწმენდა გვეცოდინება, ჩვენ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ. რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, მით უფრო მეტი ჭუჭყი უგროვდება.

არსებობს მითი, რომ ნაწლავების ხშირი გამორეცხვა მიკროფლორის გადარეცხვაში დაგეხმარებათ. რომელი მიკროფლორა? ის, რაც ნაწლავებში ხდება, რაღაც უფრო საშინელია. ჭუჭყიანი მიკროფლორა ირეცხება და კარგი რჩება, რადგან მისი სრულად ჩამორეცხვა შეუძლებელია, არა რეალურია. ჩამორეცხვის შემდეგ დარჩება მეგობრული, რომელიც გამრავლდება. მთავარია სასარგებლო მიკროფლორას სწორი საკვები მიაწოდოთ.

4. სწორი და არასწორი კვება

დღეს საკვები ნამდვილ ბოროტებად იქცა. „საზოგადოებრივი“ საკვები, რომელიც იყიდება სასადილოებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, ჯარებში და ა.შ, ნამდვილი ბოროტებაა. ბავშვები ბაღში სწორედ იმის გამო ავადდებიან, რომ საკვებში ბევრი ჭუჭყია დაგროვებული. მაგ., შვეცარიაში საბავშვო ბაღებში ბავშვებს ხილებით, სალათებით და თაფლიანი ჩაით კვებავენ. გასაოცარია, მაგრამ ეს ბავშვებს ყოფნით, რომ დანაყრებულნი და ჯანმრთელნი იყვნენ.

ნაწლავებიდან მთელი ჭუჭყის გამოდევნის არ უნდა შეგეშინდეთ. სუფთა ნაწლავები ბინძურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.წიდების გამო დროთა განმავლობაში ტონუსი მცირდება. ნაწლავური ჭუჭყი მოიცავს განავლის მასას, დამპალ ლორწოს და ნარჩენებს, სადაც ცოცხალი ან ნახევრად მკვდარი პარაზიტები ცხოვრობენ. ამის ჩამორეცხვა გაშინებთ?

მკვებავი ნივთიერებების ნაწილმა ნაწლავების კედელი უნდა გაიაროს. ამას როგორ გააკეთებენ. თუ ნაწლავების კედლები ჭუჭყიანია? რა თქმა უნდა, ვერ მოახერხებენ. ამის გამო ნაწლავების ტონუსიც იტანჯება და პრობლემაც იზრდება. ზოგადად, შეკრულობა არასწორი საკვების მიღებით არის გამოწვეული. მკვდარი, არასწორი საკვებია ყველა, რომელიც თერმულად არის დამუშავებული. ზამთარში მხოლოდ ნედლი საკვებით თავის გართმევა ძნელია, მაგრამ ზაფხულში კონსერვების მიღებას მოერიდეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვების და ადამიანის ბიოქიმია ერთმანეთს ემთხვეოდეს, თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, დაავადება აღარ შეგაწუხებთ. დღეს ეკოლოგიურად სუფთა, gmo-ს დამატების გარეშე, პროდუქტის შოვნა ძნელია. თუმცა ჯანსაღი საკვების მიღებას მაინც უნდა ეცადოთ. ყოველთვის არსებობს გზა, მთავარია სურვილი გქონდეთ“ – ამბობს მარვა.

5. მედიკამენტები არ გვკურნავენ, არამედ ჯანმრთელობას აზიანებენ

როგორც უკვე ითქვა, თანამედროვე ექიმმა ბიოქიმიის შესახებ არ იცის. თუ მასთან ფეხში ტკივილის შეგრძნებით მიხვედით, ექიმი ფეხის ტკივილს აბს გამოგიწერთ. მაგრამ ეს დაგეხმარებათ?

ვინ ქმნის ტაბლეტებს? ადამიანი. შეუძლია ადამიანს თავიდან შექმნას ის, რაც ბუნებამ შექმნა? ადამიანის ორგანიზმი ადამიანს არ შეუქმნია. შეუძლებელია ხელოვნურად შექმნათ ადამიანი. ის ბუნებამ, ღმერთმა, სამყარომ შექმნა. შევძლებთ კი ღვთაებრივ დონეს მივაღწიოთ და გამოვასწოროთ ის, რაც უკვე შემოქმედის მიერაა შექმნილი? ვერ შევძლებთ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია გავაფუჭოთ და სამედიცინო მედიკამენტების გამოყენებით მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუარესოთ. თქვენ ღებულობთ უცხო პროდუქტს, რომელიც საკვები არაა, ეს არაბუნებრივი და უცხოა. პრეპარატი ნივთიერებათა ცვლას შეცვლის? არა, მხოლოდ გააუარესებს.

ადრე ძალიან ცოტა მედიკამენტი იყო, მაქსიმუმ 5. ასევე ბევრი ბალახებით მკურნალი იყო, რაც მედიკამენტებზე ბევრად უფრო პროგრესულია. ბალახებს შორის ბევრი შხამიანი, სახიფათო, ტოქსიკური მცენარეა, ამიტომ  მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყენება, მაგრამ კვლავ იმავე მიზნით – იმუნიტეტის ჩასახშობად. დაქვეითებული იმუნიტეტი ნებისმიერი სამეცნიერო მკურნალობის საფუძველია. ესეც მკურნალობაა, ოღონდ სხვა ტიპის – მცენარეული ქიმიოთერაცპიაც არ გამოგვადგება.

მკურნალობისთვის გამოდგება მხოლოდ ის, რაც ბუნებამ შექმნა. ნებისმიერ საკვებს აქვს ფარმაკოლოგიური ეფექტი, ოღონდ მხოლოდ მათ, რომლებიც ჩვენს ბიოოლოგიურ ქიმიას შეესაბამება.

და ბოლოს, მნიშვნელოვანი რჩევა მარვი ოჰანიანისგან:

„ავად რომ არ გახდეთ, ეკოლოგიური ცნობიერების ცოდნა აუცილებელია, რომელიც პირველ რიგში ექიმებს და მთავრობას უნდა ჰქონდეს, შემდეგ კი ყველა ადამიანს. საზოგადოება, მაგ., ჯერ ქმნის ალკოჰოლს და ალკოჰოლიზმს, შემდეგ კი მას ებრძვის. ეს თანამედროვე სამყაროს პარადოქსია. აქამდე არ მიხვიდეთ.

თუ ადამიანს ეკოლოგიური ცნობიერება განვითარებული ექნება, იმ აბსურდს არ შეეგუება, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში სუფევს, და დაიწყებს ადამიანების ჩაგონებას, რითაც ზოგადად სამყაროს გააუმჯობესებს“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს