სტუმრების მოსვლამდე ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს: გარეცხილი ტიული, კარგად მოწმენდილი იატაკი, ლამაზად დაწყობილი ნივთები. რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა სტუმრები 1 საათში აპირებენ მოსვლას, თქვენ კი სამსახურიდან ახლახანს მოხვედით? სავარაუდოდ, ფიქრობთ, რომ მთელი სახლის დასალაგებლად დრო არ გეყოფათ და შეხვედრის გაუქმებას აპირებთ.
დალაგების დღე
არ ინერვიულოთ, სახლში არსებობს ადგილები, რომელთა დალაგება სტუმრების მოსვლამდე საჭირო არაა, რადგან სტუმრები ამ ადგილებს ყურადღებას არ მიაქცევენ. ვივიენი გიამობობთ, სახლში რომელი კუთხეები შეგიძლიათ არ დაალაგოთ და მათი დასუფთავება გენერალური დალაგებისთვის გადადოთ. ასე ნახევარი საათის დაზოგვას შეძლებთ. ახლა 5 წუთით დაისვენეთ და ვახშამი არ გააუქმოთ.
1. თაროები
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თაროებს თითის სისქე მტვერი ადევს. მეგობრები თქვენთან სალაპარაკოდ მოვიდნენ და არა ფარდის გადასაწევად და თაროზე მტვრის შესამოწმებლად. მაშინაც კი, თუ ვახშამზე დედამთილი არის დაპატიჟებული, ის კულინარიულ წარმატებაზე უფრო გაამახვილებს ყურადღებას, ვიდრე სახლში მტვრის ძებნაზე. შესაძლოა, ამის გაკეთება მოუნდეს, მაგრამ ეტიკეტი ნებას არ მისცემს.
2. კარადა
სტუმრები კარადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაქცევენ ყურადღებას, თუ ის ახალია და მისი შეძენის აღსანიშნავად მოვიდნენ. ამ შემთხვვეაში მისი მოწესრიგება აუცილებელია. სხვა დროს კი, შეგიძლიათ მიყრილ-მოყრილი ნივთებს კარადაში შეაწყობთ. სტუმრები უნებართვოდ მის გაღებას ვერ გაბედავენ.
3. საყოფაცხოვრებო ტექნიკა
თუ მიკროტალღურ ღუმელში არაფრის გაკეთებას არ აპირებთ, მისი გარეცხვა უაზრობაა. უბრალოდ კარი დახურეთ და დაივიწყეთ. თუ მასში დაგროვილი ცხიმი მოსვენებას არ გაძლევთ, ამასთან დასხდომას სამზარეულოში აპირებთ და გეშინიათ, რომ სტუმრები „ამ საშინელებას“ დაინახავენ, მისი გაწმენდის სწრაფი მეთოდი არსებობს. ჭიქაში წყალი და ლიმონის წვენი პროპორციით 1:1 აავსეთ და ღუმელში შედგით და ტაიმერი 5 წუთით ჩართეთ. ახლა მხოლოდ მისი ჩვრით მოწმენდა დაგჭირდებათ.
4. სააბაზანო
რა თქმა უნდა, უნიტაზი კარგად უნდა გაწმინდოთ. ხოლო აბაზანის გარეცხვა საჭირო არაა, თუ სტუმრები მხოლოდ სავახშმოდ მოვიდნენ. ფარდა ჩამოაფარეთ და ხელსაბანი კი გარეცხეთ. თუ დრო გაქვთ ჭუჭყის ადვილად მოშორებას ძმრის დახმარებით შეძლებთ. ამისთვის ონკანი და საშხაპე ძმრით გაწმინდეთ.
5. საძინებელი
თუ სტუმრები სავახშმოდ მოვიდნენ, საძინებელში ან საბავშვო ოთახში უბრალოდ არ შევლენ. თუ ერთოთახიანი ბინა გაქვთ, ნივთები კარადაში შეაწყვეთ. ავეჯიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად წყლისა და არყის ნარევი (პროპორციით 1:1) გამოიყენეთ. ავეჯს სპრეის ბოთლიდან შეაპკურეთ. თუ სახლში ფუმფულა მეგობრები გყავთ, შეგიძლიათ ჯაგრისით გაწმინდოთ, რომ ბეწვები მოაშოროთ. სხვათა შორის, ბეწვის მოშორებას ფანჯრის საწმენდი რეზინის საშუალებით ან რეზინის ხელთათმანით შეძლებთ.
6. ფარდა
სტუმრების მიღების დღეს ფარდას და ჟალუზს არ შეეხოთ, თუ შესაცვლელი ფარდა არ გაქვთ. სხვათა შორის, ფარდები ან სხვა ნივთები სწრაფად რომ გაშრეს სარეცხ მანქანაში გაშრობის რეჟიმი ჩართეთ და წინასწარ მშრალი პირსახოცი მოათავსეთ. ის ზედმეტ ტენს შეიწოვს და ნივთები სწრაფად გაშრება.
ეს საინტერესო ხრიკები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, რომ დასვენება მათაც მოასწრონ.