სინამდვილეში, კვერცხი მაღალი საკვები ღირებულების მქონე პროდუქტია, რომელიც წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დიახ, კვერცხი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ პროდუქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კვერცხს, განსაკუთრებით კი მის გულს, უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. ეს მცდარი წარმოდგენაა, რაშიც დღეს ჩვენი რედაქცია დაგარწმუნებთ.
ეს პროდუქტი წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უდიდეს წყაროს. გარდა ამისა, კვერცხი ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც აუცილებელია კუნთოვანი მასის მშენებლობისთვის და ქსოვილების აღდგენა-რეგენერაციისთვის.
ალბათ გსმენიათ, რომ კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ქოლესტერინი, რომელსაც კვერცხი შეიცავს, არ არის მავნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის.
ქოლესტერინი, სინამდვილეში, სტუქტურული მოლეკულაა, რომელიც წარმოადგენს უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვან ნაწილს და ის პასუხისმგებელია ტესტოსტერონის, ესტროგენისა და კორტიზოლის გამომუშავებაზე.
ცუდ ქოლესტერინს (LDL) მივყავართ სქელი და მყარი ფენების წარმოქმნამდე, რომლებიც იჭედება ჩვენს არტერიებში და ამცირებს მათ მოქნილობას. ასეთ შემთხვევაში გულის შეტევისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების განვითარების რისკი ჯერადად იზრდება.
რაც შეეხება ”კარგ” ქოლესტერინს, ის იცავს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ცუდ ქოლესტერინს ღვიძლში აბრუნებს, სადაც ის ნადგურდება და გამოიდევნება ორგანიმიდან.
კვერცხი კარგი ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტია, რომელიც რამდნჯერმე ამცირებს სხვა არაჯანსაღი საკვები პროდუქტების მავნე ზეგავლენას ჩვენს ორგანიზმზე.
1 მოხარშული კვერცხი შეიცავს:
- 77 კალორიას;
- 6 გრამ ცილას;
- 5 გრამ ჯანსაღ ცილებს;
- ვიტამინ B2-ის დღიური ნორმის 15%-ს;
- ვიტამინ B12-ის რეკომენდირებული დღიური ნორმის 9%-ს;
- ვიტამინ B5-ის დღიური ნორმის 7%-ს;
- A ვიტამინის დღიური ნორმის 6%-ს;
- გოგირდის რეკომენდირებული დღიური ნორმის 22%-ს;
- ფოსფორის დღიური ნორმის 9%-ს;
- ფოლიუმის მჟავის რეკომენდირებული ნორმის 5%-ს;გარდა ამისა, კვერცხი მდიდარია კალციუმით, თუთიით, K, E, D და B6 ვიტამინებით.
კვერცხის წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე:
ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ განვითარებას.
კვერცხის გული მდიდარია ქოლინით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკისრება ჩვენი ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის. კვერცხის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის დროს ხელს უწყობს თქვენი პატარის ტვინის ჯანსაღ განვითარებას. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქოლინი 24%-ით ამცირებს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკს.
კვერცხი ჯანსაღი ძვლების საწინდარია.
D ვიტამინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ეს პროდუქტი, აუცილებელია ძვლების მიერ კალციუმის შთანთქმა-ათვისებისთვის. ამ ვიტამინის დეფიციტის შედეგად შეიძლება განვითარდეს ოსტეოპოროზი.
ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში.
ორგანიზმში რკინის დეფიციტის სიმტომებია: ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი და გაღიზიანებადობა. თანამედროვე მსოფლიოში ეს სიმტპომები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს! თუ გსურთ, შეიცსოთ ორგანიზმში ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის მარაგი, გაამდიდრეთ კვების რაციონი კვერცხით. 2 დიდი ზომის კვერცხი შეიცავს 2 მგ რკინას.
გვინარჩუნებს მახვილ მხედველობას.
კვერცხის გული ლუტეინით მდიდარი პროდუქტია, რომელიც კაროტინოიდების ერთ-ერთი სახეობაა. ლუტიეინი გვიცავს ყვითელი ლაქის დეგენერაციისგან, რაც სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.
გვეხმარება წონის გაკონტროლებაში.
კვერცხი უჯრედისით მდიდარი პროდუქტია, რის ხარჯზეც ის სწრაფად გვანაყრებს და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას. ყოველივე ამის შედეგად ჩვენთვის მადის გაკონტროლება პრობლემას აღარ წარმოადგენს, რასაც წონის დაკლებამდე მივყავართ. გარდა ამისა, კვერცხი არეგულირებს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს.
ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენ სასარგებლო თვისებას ფლობს ეს ერთი უბრალო პროდუქტი, არა? აუცილებლად მოუყევით ამის შესახებ თქვენს მეგობრებს!