თითოეულ ნივთს საკუთარი ენერგეტიკა აქვს. ერთი უარყოფითად არის დამუხტული, მეორე დადებითად, მესამე კი უბრალოდ მფლობელის ენერგიას იღებს. სწორედ ამიტომ, აღმოჩენილ ნივთებთან ფრთხილად უნდა იყოთ.
ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ადამიანები ნივთებს უბრალოდ არ პოულობენ და ამას საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ნივთები უმაღლესმა ძალებმა გამოუგზავნეს, როგორც წარმატების ან გამაფრთხილებელი ნიშანი.
ისეთი ნივთების აღება, როგორიცაა ქინძისთავი, ბეჭედი, გადაჯვარედინებული ნიჟარების აღებას ადამიანები უფრთხოდნენ, ხოლო სხვა ნივთების აღებას არ გირჩევდნენ. ნახეთ, რომელი ნივთებია წარმატების მომტანი, რომელთაც გვერდი არ უნდა აუაროთ.
დაკარგული ნივთები
1. ხატი
ხატის პოვნა ნიშნავს, რომ ღმერთი თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია და თავის გამოსახულებას გიგზავნით. სჯობს, ეს ნივთი აიღოთ. მის წინაშე შეგიძლიათ ილოცოთ ან უბრალოდ სახლში გამოსაჩენ ადგილას დადეთ, სადაც ენერგეტიკას გაასუფთავებს.
2. მონეტები
ეს გამაფრთხილებელი ნიშანიც არის და ფულის თილისმაც. აიღეთ, რომ ფინანსური სტაბილურობა მოიპოვოთ. რაც უფრო ძველია მონეტა, მით უფრო მეტად არის კეთილდღეობისთვის დამუხტული და გაკოტრებისგან დაგიცავთ.
3. მუშა საათი
თუ საათი გამართულად მუშაობს, ანუ თქვენს ცხოვრებაში მალე ახალი ეტაპი დაიწყება. თქვენ რაღაცის შესაცვლელად დროს და შესაძლებლობას გაძლევენ. ასეთი საათის გაკეთება არ შეიძლება. თუ მეპატრონის პოვნას ვერ შეძლებთ, უბრალოდ, როგორც თილისმა ისე შეინახეთ.
4. ღილები
ნაპოვნი ღილები შეგიძლიათ ჯაჭვზე ან ძაფზე ჩამოაცვით და როგორ დამცავი თილისმა, ისე ატარეთ. ადამიანების დიდი შეგროვების ადგილებში თან ატარეთ, რომ ბოროტი თვალისა და უბედური შემთხვევისგან დაცული იყოთ.
5. ნალი
იშვიათი აღმონაჩენია, რადგან ცხენები ახლა მხოლოდ სოფლებში ჰყავთ. ნალი სუვენირების მაღაზიებში იყიდება და შეიძლება ვინმემ დაკარგა. თუ ნამდვილ ნალს იპოვით, შემოსასვლელ კარზე დაამაგრეთ, რომ სახლი დაიცვათ. სუვენირული ნალი სახლში უბრალოდ თვალსაჩინო ადგილას დადეთ.
6. ძველი გასაღები
ასეთი აღმოჩენა იმის მტკიცებულებაა, რომ მალე თქვენი საცხოვრებლის პირობები გაუმჯობესდება: თქვენ სახლს მოაწყობთ, გადახვალთ ან ახალ სახლს შეიძენთ. გასაღები საცხოვრებელს ყველა უბედურებისგან დაიცავს და მასში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის.
7. ხელთათმანები
ტანსაცმლის ეს ელემენტი ახალი ადამიანის გაცნობას, ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ან პირად ცხოვრებაში ცვლილებებს გულისხმობს. თუ ხელთათმანი იპოვეთ, მნიშვნელობა არ აქვს ერთი თუ ორი ცალი, სახლში არ წაიღოთ. იქვე თვალსაჩინო ადგილას დადეთ, რომ მეპატრონე მისთვის დაბრუნდეს. თავად კი საბედისწერო შეხვედრისთვის მოემზადეთ.
ისე, როგორც ადამიანი მადლიერებით ღებულობს ნაპოვნ ნივთებს, ასევე უნდა ისწავლოს იმ ნივთების გაშვება, რომელთაც კარგავს.
თუ ნივთები გზაზე დაგეკარგათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თქვენი პრობლემები მიიღეს და უსიამოვნება თავიდან აგაცილეს. ამის გამო მადლიერი იყავით.
დაკარგული ნივთების პოვნა, რომლებიც თქვენთან ოდესღაც დაკავშირებული იყო, იმის მანიშნებელია, რომ თქვენ უკვე აითვისეთ გაკვეთილი, რომელმაც ზარალი გამოიწვია, და ახლა ნივთის უკან აღება შეგიძლიათ.