10 ნიშანი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გვაწვდის, როდესაც რაღაც რიგზე ვერ არის.

5035

ადამიანის ორგანიზმი სრულყოფილი მექანიზმია, რომელშიც განუწყვეტლივ მილიონობით პროცესი მიმდინარეობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ორგანიზმის ფუნქციონირება ფერხდება, ის ამის შესახებ გარკვეულ სიგნალებს გვიგზავნის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ სიგნალებს საჭირო ყურადღებას არ ვუთმობთ და მათი წაკითხვა, ამოცნობა არ შეგვიძლია. ეს ქმედება ჩვენი მხრიდან უპატიებელი შეცდომაა!

სწორედ ამიტომ, ვივიენი გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ორგანიზმი გვიგზავნის, როდესაც მას ჩვვენი დახმარება სჭირდება.

ცუდი ძილი, გაღიზიანებადობა, ფეხის კრუნჩხვები
ეს ნიშნები მიგვითითებს კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტზე. მაგნიუმით გამდიდრებული პროდუქტებია: თხილი, სელის თესლი, მზესუმზირა და ნუში.

იმისათვის, რომ გაზარდოთ ორგანიზმში კალიუმის დონე, მიირთვით რეგულარულად მწვანე ფოთლოვანი პოსტნეული: კომპოსტო, ისპანახი და ა.შ. გარდა ამისა, ამ მიკროელემენტის პოვნა შეგიძლიათ ქლიავში, ჭარხალში და გარგარში.

მარილიანი საკვებისკენ სწრაფვა
ეს ნიშანი მიგვითითებს შარდსასქესო სისტემის ანთებაზე ან ინფექციაზე.

მშრალი კანი
კანის სიმშრალე მიგვითითებს ორგანიზმში E ვიტამინის დეფიციტზე, რის გამოც აუცილებელია კვების რაციონის გამდიდრება მცენარეული ზეთებით, თევზითა და თხილეულით.

მიდრეკილება ტკბილი პროდუქტებისკენ
თუ თქვენ მიდრეკილება კტბილი პროდუქტებისკენ გაქვთ და ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება გიჭირთ, დიდი ალბათობით თქვენი ორგანიზმი გამოფიტულია და მას დამატებითი გლუკოზა ესაჭირეობა ენერგიის აღსადგენად. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პროდუქტები, შაქარი და ტკბილეული ჩაანაცვლეთ თაფლითა და შავი შოკოლადით.

სისხლდენა ღრძილებიდან
ეს მოვლენა მიგვითითებს იმაზე, რომ ორგანიზმი C ვიტამინის დეფიციტს განიცდის. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად მიირთვით დიდი რაოდენობით ჩაი, ხილი, ბოსტნეული, ციტრუსები და ნიორი.

მიდრეკილება ნედლი პროდუქტებისკენ
ეს მოვლენა განპირობებულია ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემებით ან გასტრიტით. ნედლი პროდუქტები ამშვიდებს კუჭს და ამცირებს კრუნჩხვებს.

იდაყვების კანის გამოშრობა
ეს სიგნალი მიგვითითებს A და C ვიტამინის დეფიციტზე. თქვენ აუცილებლად უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი ბოსტნეულითა და ხილით, განსაკუთრებით კი ფორთოხლით, სტაფილოთი, გარგარით და გოგრით.

მიდრეკილება ზღვის პროდუქტებისკენ
დიდი ალბათობით თქვენი ორგანიზმი იოდის დეფიციტს დანიცდის.

მიდრეკილება მჟავე საკვებისკენ
მჟავე საკვები სტიმულირებს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლს. მიდრეკილება ამ პროდუქტის მიმართ მეტყველებს, რომ ამ ორ მნიშვნელოვან ორგანოსთან დაკავშირებით რაღაც რიგზე ვერ არის. სწორედ ამიტომ, გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი ლიმონითა და მოცვით.

მტვრევადი ფრჩხილები და თმები
ამ შემთხვევაში ორგანიზმი განიცდის კაცლიუმისა და B ვიტამინის დეფიციტს, რის გამოც აუცილებელია კვების რაციონიდა გამდიდრება რძით, ლობიოთი, კარტოფილით და ა.შ.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, რათა მათაც შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს