დროთა განმავლობაში, ადამიანების უმეტესობამ სიწყნარის, სიმშვიდის და კომფორტის დაფასება დაიწყო. ხმაურიანი მეგაპოლისები, სადაც ადამიანს მუდმივად სადღაც ეჩქარება, აგვიანებს, ყველგან მოსწრებას ცდილობს – დაუდგრომელი ახალგაზრდების ხვედრია. ხანდაზმულ ადამიანებს ქალაქგარეთ ან ქალაქის გარეუბანში ცხოვრება ურჩევნიათ.
აი, უკვე ბანკის ანგარიშზე საჭირო თანხა და მოსაბეზრებელი მეზობლებიდან, მყეფარე ძაღლებისა და კედლების მიღმა მტირალა ბავშვებიდან გაქცევის სურვილი გაქვთ. თქვენ გაქვთ არჩევანი, იყიდოთ მიწის ნაკვეთი და ოცნების სახლი ააშენოთ. თუმცა მარტივი მხოლოდ სიტყვებით ჩანს. ბევრი შეცდომებს უშვებს, რომლის გამოც მშენებლობა რამდენიმე წელი გრძელდება, ხოლო შედეგი მოლოდინს არ ამართლებს.
ფული და დრო ტყუილად რომ არ დახარჯოთ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორის რჩევები მოისმინეთ. ალექსანდრეს ანგარიშზეა 15 წლიანი გამოცდილება და დაახლოებით 500 აშენებული სახლი. მან ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა ააშენოთ ოცნების სახლი.
სახლი, პირველ რიგში, თქვენთვის უნდა ააშენოთ
ადამიანების 90 % ვერ ხვდება, თუ როგორი სახლი სურთ. ზოგი დიზაინის შესაქმნელად სპეციალისტს მიმართავს, ვიღაც კი საკუთარ გემოვნებას ენდობა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ პირველ რიგში, ყველა ფასადზე ფიქრობს, თუმცა ჯერ ობიექტის პროექტით უნდა დაიწყონ.
„ვცდილობ, ადამიანებს რამდენიმე სართულიანი სახლის აშენება გადავაფიქრებინო. ეს ყველაფერი სისულელეა! ნორმალური სახლი ერთსართულიანი უნდა იყოს, ნულოვანი ბაზით. მთავარია, სახურავი მინიმუმ 1,5 მეტრის დაშორებით უნდა იყოს.
თქვენი სახლი თქვენს ბავშვებს არ დასჭირდება. ცხოვრება ისეთი ტემპით მიდის, რომ არავინ იცის, მომავალი თაობა სად აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავისთვის უნდა ააშენოთ“ – ირწმუნება სპეციალისტი.
წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ეკონომიის უნარი იქონიეთ
ერთსართულიანი სახლის აშენება ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ. ასევე ათობით ათასი დოლარის დაზოგვას შეძლებთ. ასევე „მოდურ“ სპეციალისტებთან ძვირადღირებული დიზაინის შეკვეთა არ ღირს. საბოლოოდ ისე აღმოჩნდება, რომ სამშენებლო მაღაზიებში მისი შესაბამისი ფერის კრამიტის, ლამინატის ან სხვა საგანი არ აღმოჩნდება, ამიტომ იმის არჩევა მოგიწევთ, რაც აქვთ.
საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად ნუ შეაფასებთ. ზოგიერთი ვალს იღებს, მაგრამ საბოლოოდ მშენებლობა წინ არ მიიწევს. ფული საკმარისი არაა, ხოლო მშენებლობა წლები იწელება.
პროფესიონალების გუნდი – წარმატების გასაღებია
ჩვენი მშენებლები იმათ საქმიანობს იწუნებს, ვინც მანამდე მუშაობდა. მოდიან მლესავები და ყველა არასასიამოვნო სიტყვით ამკობენ კალატოზებს, შემდეგ მოდიან ფილების დამგებები და მლესავების შესრულებულ საქმეს იწუნებენ. ისინი უყურადღებოდ მუშაობენ. მთელი დღე მუშაობა არ სურთ და თან ფულს წინასწარ ითხოვენ.
გირჩევთ, ადამიანები მეგობრების რეკომენდაციით აიყვანოთ, რომლებიც მათი მუშაობით კმაყოფილნი დარჩნენ. ასე ხარისხის რაღაც გარანტია მაინც გექნებათ.
მომავალი განლაგება კარგად მოიფიქრეთ
პირველ რიგში, სახლი უნდა იყოს კომფორტული და შემდეგ ლამაზი. ფასადს სტუმრებისა და ქუჩაში გამვლელებისთვის აშენებენ, ინტერიერს კი საკუთარი თავისთვის.
ალექსანდრეს ჩვეულებრივი მაგალითი: „სამზარეულოს ფანჯრები ქუჩაში უნდა გამოდიოდეს. ასე დროს ხშირად შეამოწმებთ და კარიბჭესთან სტუმრების მოახლოებას ადვილად შეამჩნევთ. სამწვადე ადგილი იქ უნდა დადგათ, სადაც მზის ჩასვლის ყურებას შეძლებთ. მაყალის და სკამების მთელ ტერიტორიაზე გადატანას ხომ არ დაიწყებთ!“
აუზი – ავტოფარეხი – არასაჭირო ფუფუნებაა
„ქალები, როგორც წესი, ქმრებს არწმუნებენ, რომ ოჯახს აუზი აუცილებლად სჭირდება. შედეგად, თავიდან მას ყოველდღე იყენებენ, ხოლო ერთ თვეში საერთოდ ავიწყდებათ. ფული უაზროდ არის დახარჯული. თანამედროვე ადამიანს აუზის ასავსებად დრო არ ყოფნის“ – ირწმუნება არქიტექტორი.
სპეციალისტს ავტოფარეხის შესახებ იგივე მოსაზრება აქვს: „მე ოთხი მაქვს და საბოლოოდ თითოეული ნაგვით არის სავსე. ასეთივე სიტუაცია აქვს ჩემს მეგობრებსაც. შეიმჩნევა, რომ ადამიანებს ავტოფარეხის დღეში რამდენჯერმე გაღება და დაკეტვა უბრალოდ ეზარებათ. ამასთან, ბევრ ადგილს იკავებს“.
ალექსანდრე აღიარებს, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ სახლების უტილიტარული სტილის გამო, რომელთაც თავად აშენებს. ის პასუხობს, რომ მას აქვს ამოცანა, პრაქტიკული და ხარისხიანი სახლი და არა ლამაზი სახლი ააშენოს.
თუ სახლის აშენების პროცესში ხართ ან მომავალში სახლის აშენებაზე ფიქრობთ, მაშინ ალექსანდრეს რჩევები არ დაივიწყოთ. განსაკუთრებული ღირებული იქნება მათთვის, ვინც ფულში შეზღუდულია.