თუ ეს სიმპტომები აღმოგაჩნდათ, ე.ი. ჰიპოთირეოზმა თქვენი ჯანმრთელობის დანგრევა უკვე დაიწყო!

2323

ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვან ჰორმონებს აწარმოებს ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის. ეს ჰორმონები ზემოქმედებს ტვინზე, გულზე, კუნთებზე, ღვიძლზე და ა.შ.

როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს, ორგანიზმი ჰიპოთირეოზისგან იტანჯება. მისი მიზეზები გახლავთ აუტოიმუნური დაავადებები და სხივური თერაპია.

ფარისებრი ჯირკვლის ცუდი მუშაობის მიზეზები ასევე შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია ან იოდის დეფიციტი. ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს იოდს, ამიტომ მნიშვნელოვანია მიირთვათ იოდით მდიდარი პროდუქტები: მარწყვი, იოგურტი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები და ა.შ.
ჰიპოთირეოზს თუ არ უმკურნალეთ, ამან შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, გულის უკმარისობა და დეპრესია. მაგრამ როცა დიაგნოზი სისხლის მარტივი ანალიზით არის დამტკიცებული, მისი მკურნალობა ადვილია: ინიშნება ყოველდღიური აბები.

გთავაზობთ ჰიპოთირეოზის ძირითად სიმპტომებს, და თუ რამდენიმე მათგანი აღმოგაჩნდათ, რეკომენდებულია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს და ჩააბაროთ ანალიზი:

  • სისუსტე და დაღლილობა
  • სუსტი, მშრალი თმა, მშრალი, უხეში კანი
  • სიცივის აუტანლობა
  • შეკრულობა
  • კუნთების სპაზმები და ტკივილი
  • ანომალური მენსტრუალური ციკლი ქალებში
  • დეპრესია და გაღიზიანება

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანს არ გააჩნია ჰიპოთირეოზის ჩამოთვლილი სიმპტომები. მაგრამ თუ ორგანიზმში აუხსნელი ცვლილებები შენიშნეთ, მნიშვნელოვანია ექიმის კონსულტაციის მიღება და შესაბამისი კვლევების ჩატარება – რაც ადრე -მით უკეთესი.

იხილეთ ვიდეო:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს