სახლის პირობებში კბილებიდან ყვითელი ან ყავისფერი ნადების მოშორება ძალზედ მარტივია. კბილის ქვა – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომლის გადასაჭრელად ადამიანები ხშირად სტომატოლოგს მიმართავენ. ნუ იჩქარებთ თქვენი ფინანსების გაფლანგვას, რადგან დღეს ვივიენი გაგიზიარებთ უნიკალურ ხალხურ მეთოდს, რომელიც თავისი ეფექტურობით გაგაოცებთ!
პირის ღრუს ჰიგიენის რეგულარულად დაცვა აუცილებელია: თუ თქვენ არ იზრუნებთ საკუთარ ემალზე და რეგულარულად არ მოიშორებთ კბილებიდან ნადებს, შესაძლოა განვითარდეს ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიც პაროდონტიტია.
საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური საშუალება, რომელსაც ამ საშინელი დაავადების პროფილაქტიკისთვის მიმართავენ.
როგორ მოვიშოროთ კბილის ქვები?
თქვენ დაგჭირდებათ:
- 40 გ კაკლის ნაჭუჭი;
- 1 ჭიქა წყალი;
გამოყენება
- ხარშეთ ნაჭუჭი მდუღარე წყალში 20 წუთის განმავლობაში. გაფილტრეთ ნარევი მას შემდეგ, რაც ის ოთახის თემპერატურაზე გაცივდება.
- მოათავსეთ კბილის ჯაგრისი 10 წუთით კაკლის ნაჭუჭის ნახარშში და შემდეგ გულდასმით გაიხეხეთ კბილები.
- ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეში 3-ჯერ, იქამდე, სანამ კბილის ქვა მთლიანად არ გაქრება.
დაახლოებით 2 კვირაში შედეგით ნასიამოვნები დარჩებით. კაკლის ნაჭუჭი ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც შეძლებთ არა მხოლოდ კბილის ქვის გაქრობას, არამედ უსიამოვნო ნადების მოშორებას და ემალის გამაგრებას.