ბავშვების უმეტესობა ძალიან ბევრ კბილის პასტას იყენებს. აი, რა საფრთხეს შეიცავს ეს.

2184

დაავადებათა კონტროლისა და დაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 3-დან 6 წლამდე ბავშვების თითქმის 40% იმაზე მეტ კბილის პასტას იყენებს, ვიდრე სტომატოლოგების მიერ არის რეკომენდებული. ბავშვის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ფთორის შემცველი კბილის პასტის მოხვედრამ შეიძლება კბილების გაუფერულება, ე.წ. ფლუოროზი გამოიწვიოს.

ბავშვებისთვის პასტის რაოდენობა ბარდის მარცვლის ოდენა უნდა იყოს, შეგვახსენებს ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაცია.

თითქმის 1700 ბავშვის გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 38 % დიდი რაოდენობით კბილის პასტას იყენებს, რაც ფთორის მიღების დღიურ ნორმას აჭარბებს. სტომატოლოგიური ასოციაცია გვაფრთხილებს, რომ საკვებ წყალში ფთორის მაღალი შემცველობა კბილის ფლუოროზის განვითარებას ხელს უწყობს.

3 წლამდე ბავშვებმა კბილის პასტის კიდევ უფრო ცოტა რაოდენობა უნდა გამოიყენოს. მათთვის მშობლებმა ფთორის შემცველი კბილის პასტის მხოლოდ ბრინჯის მარცვლის ზომის რაოდენობა უნდა გამოიყენოს. საქმე იმაშია, რომ პატარა ბავშვები ფლუოროზის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან და არ იციან, როგორ გადმოაფურთხონ კბილის პასტა ნიჟარაში, რაც მისი გადაყლაპვის ალბათობას ზრდის.

ფლუოროზი მხოლოდ ბავშვებს ემართებათ, რადგან დაზიანება მაშინ ხდება, როცა კბილები ჯერ კიდევ ვითარდება და ღრძილების ქვეშ იმყოფება. ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის განცხადებით, ეს კბილების ზოგად მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ თეთრი ლაქების გაჩენა შეუძლია.

შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა არ იციან, ან უგულებელყოფენ კბილის პასტის გამოყენების რჩევებს, ამბობს ჯონათან შენკინი, ასოციაციის წარმომადგენელი და ბავშვთა სტომატოლოგი.

2014 წელს სტომატოლოგიურმა ასოციაციამ წესები შეცვალა და მშობლებს მოუწოდა, რომ ბავშვების კბილები ამოსვლისთანავე დღეში ორჯერ ძალიან მცირე რაოდენობის ფთორის შემცველი კბილის პასტით გაეწმინდათ. ბავშვთა სტომატოლოგიის ამერიკული აკადემია იმავეს გირჩევთ. ხოლო CDC გთავაზობთ, ფთორის შემცველი კბილის პასტა არა უადრეს 2 წლიდან დაიწყოთ.

სტომატოლოგების განცხადებით, პრობლემები ხშირად იმის გამო ჩნდება, რომ მშობლები არ აკვირდებიან, როგორ იხეხავენ ბავშვები კბილებს. ამ პროცესს მინიმუმ 8 წლამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ.

CDC-ის კვლევამ, რომელშიც 3-დან 15 წლამდე ასაკის 5000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ თითქმის 80%-მა რეკომენდებულზე უფრო გვიან დაიწყო კბილების გახეხვა. პროფესიონალების რჩევების მიხედვით, მშობლებმა ბავშვების კბილების გახეხვა პირველი კბილის გამოჩენისთანავე უნდა დაიწყონ. მშობლების 20%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მათმა ბავშვებმა კბილების გახეხვა 1 წლის ასაკში დაიწყეს.

ეს გაფრთხილებები არ ნიშნავს იმას, რო ფთორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ კბილის პასტის რაოდენობას, მეორე მხრივ, კი იმას, რომ ბავშვებმა პასტა არ გადაყლაპონ.

თქვენ ყურადღებას აქცევთ, რამდენ კბილის პასტას იყენებს თქვენი ბავშვი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს