მერკური ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის რეტროგრადულ პერიოდშია. მასში ის 5 მარტიდან 28 მარტამდე იქნება.
ეს პლანეტა გვეხმარება კონტაქტების დამყარებაში, ხელშეკრულებების გაფორმებაში, ინფორმაციის მოძიებაში, ასტიმულირებს ინტელექტუალურ, კომერციული და სავაჭრო საქმიანობას.
მერკურის რეტროგრადული გადაადგილების დროს იმატებს დაძაბულობა, დაბნეულობა, გაუგებრობა, ხალხის ცხოვრებაში ქაოსი გაიზრდება.
განსაკუთრებით ძლიერ ნეგატიურ ზეგავლენას მერკური ამ ზოდიაქოს ნიშნებზე მოახდენს.
1. ტყუპები
ტყუპების მმართველი პლანეტა მერკურია. ტყუპები გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად ნახულობენ, მაგრამ უახლოეს მომავალში ამ ნიჭის დაკარგავენ. ტყუპები განმეორდებიან და არაერთხელ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
ეცადეთ ადამიანებთან საერთო ენა იპოვოთ, მაშინ თქვენ აუცილებლად მოგისმენენ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, დაისვენეთ და ურთიერთობით ისიამოვნეთ.
2. კირჩხიბი
კირჩხიბში რამდენიმე ემოცია ბუდობს, რეტორგრადული მერკური მასში ურჩხულს გააღვიძებს. ფრთხილად იყავით, ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება წყობილებიდან გამოგიყვანოთ. ყველაფერი, რასაც დიდი ხანია ითმენდით, გარეთ გამოვა. მთავარია, ამის გამო სხვები არ დააზიანოთ.
ამ დროს მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: თქვენმა სიტყვებმა სხვებს შეიძლება ტკივილი მიაყენონ. ეცადეთ დაფიქრდეთ, სანამ იმოქმედებთ.
3. ლომი
თქვენ, როგორც წესი, ყურადღების ცენტრში ხართ, მაგრამ ამ პერიოდში ყველაფერი შეიცვლება. უახლოეს მომავალში მეორეხარისხოვანი როლის შესრულება მოგიწევთ და ამას შეეგუეთ.
ამ პერიოდს თავისი დადებითი მხარეც აქვს – თქვენ შეძლებთ დასვენებას, ენერგიით ავსებას, რომ გარშემომყოფები კვლავ გააკვირვოთ და მოხიბლოთ.
4. ქალწული
გახსოვდეთ: მერკურის რეტროგრადულ პერიოდში უნდა დაისვენოთ. თქვენი შეუპოვარი მცდელობა კარგს არაფერს მოგიტანთ. მზად იყავით, საკუთარი თავი ნაწილ-ნაწილ შეაგროვოთ, რომ სასურველი მიიღოთ.
ემოციები საკუთარ თავში არ დააგროვოთ, არამედ მათ გარეთ გამოსვლის საშუალება მიეცით. ასეთი დაგროვებული ემოციები თქვენს განწყობაზე და სიცხადეზე უარყოფითად მოქმედებენ.
5. სასწორი
რეტროგრადული მერკური ემოციების შეკავების საშუალებას არ მოგცემთ. ისინი გარეთ გამოვა. უბრალოდ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ. გახსოვდეთ: მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუ როგორ იმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში.
თვითგანვითარებისთვის დრო გამონახეთ, ადამიანებისგან და მათი პრობლემებისგან დაისვენეთ.
6. მერწყული
სავარაუდოდ, სრული იმედგაცრუება გელოდებათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი ხელიდან გცვივათ და არაფერი გამოგდით. გახსოვდეთ: ყველაფერი, რასაც აკეთებთ, უკეთესობისკენაა მიმართული.
ვერ ხვდებით, ეს თუ ისე დაბრკოლება რატომ გამოგიგზავნეს. მაგრამ ეს მხოლოდ ახლა. ეცადეთ საგნებს სხვა კუთხით შეხედოთ.
ამ გარდამტეხ პერიოდში ფრთხილად იყავით! ეცადეთ მარტივად გადაიტანოთ!