ნატურალური საშუალება, რომელიც ანგინას მყისიერად ამარცხებს, რამოდენიმე საათში სიმპტომები უკვალოდ გაქრება.

60145

თითოეული ადამიანი ანგინას ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებია. ეს უსიამოვნო დაავადება უამრავ პრობლემას და დიდ დისკომფორტს გვიქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო საშუალებები საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ისინი სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ გვაძლევს. საბედნიეროდ, ხალხურ მედიცინას ჩვენი დახმარება ამ შემთხვევაშიც შეუძლია.

ვივიენი მოგითხრობთ ძალზედ ეფექტური ხალხური საშუალების შესახებ, რომლის დახმარებითაც ხანმოკლე დროში მოიხსნით ანგინისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო პრობლემებს და გაუმკლავდებით თავად პრობლემას.

ნატურალური საშუალება ყელის ტკივილის წინააღმდეგ

ანგინის პირველივე სიმპტომების დროს აუცილებელია დროულად საჭირო ზომების მიღება, რათა თავიდან ავირიდოთ პრობლემის გამწვავება და ხანმოკლე დროში დავამარცხოთ ის.

ჭარხალი – გასაოცარი ნატურალური პროდუქტი, რომელიც ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ ბოსტნეულის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მყისიერად გავუმკლავდეთ ყელის ტკივილს.

რატომაა ჭარხალი სასარგებლო ანგინის დროს?

  • ახშობს ანთებას და ამცირებს ყელის შეშუპებას.
  • ფლობს ანტიმიკრობულ თვისებებს.
  • აძლიერებს იმუნიტეტს.
  • ამაღლებს კაპილარების ელასტიურობას.
  • ამცირებს საცობებს და ჩირქიან ნადებს.

როგორ მივიღოთ ჭარხალი ანგინის სამკურნალოდ?

 

  1. 200 მილილიტრ ჭარხლის წვენში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. მიღებული ნარევი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში 35 გრადუს ცელსიუსამდე. გამოივლეთ ეს საშუალება პირის ღრუში დღის განმავლობაში 6-ჯერ ან 7-ჯერ.
  2. ჩირქოვანი ნადებისა და პროცესების დროს რეკომენდირებულია პირის ღრუში ჭარხლის წვენისა და ხახვის წვენის ნარევის გამოვლება. 75 მლ ჭარხლის წვენში ჩაამატეთ 75 მილილიტრი წყალი და 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი. გამოივლეთ ეს საშუალება პირის ღრუში ყოველ 3 საათში ერთხელ.
  3. ცნობისთვის, ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა რინიტის სამკურნალოდ. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ჭარხლის წვენი და წყალი. ჩაამატეთ მცირეოდენი თაფლი და კარგად გადაურიეთ. მომზადებული საშუალება ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში 4-4 წვეთის ოდენობით, დღეში 4-ჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 7 დღე.
  4. ეს რეცეპტი შეუცვლელია ვირუსული ანგინის დროს. შეურიეთ ერთმანეთში 100 მლ ჭარხლის წვენი, 100 მლ წყალი და 1 ჩ.კ ლიმონის წვენი. გამოივლეთ ეს ნარევი პირის ღრუში დღის განმავლობოაში 5-ჯერ ან 6-ჯერ.
  5. თუ თქვენ მოცემული პრობლემა ხშირად გაწუხებთ, რეკომენდირებულია ჭარხლის ნახარშის მიღება შინაგანად. 1 კგ კარგად გარეცხილ ჭარხალს (თავის კანთან ერთად) დაასხით 2 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე. როდესაც ჭარხალი დარბილდება, გაფილტრეთ ნარევი. ნახარში შეინახეთ ცალკე ჭურჭელში. მიიღეთ ის 50 მილილიტრის ოდენობით დღის განმავლობაში 3-ჯერ. აუცილებლად შეინახეთ სითხე მაცივარში. მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე აუცილებლად შეათბეთ ის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს