ზოგიერთ მხდალ ადამიანს ჩვეულებრივ კონფლიქტების ეშინიათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ თავი აარიდონ, ან სხვებზე მანიპულირებენ რადგან თავად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სითამამე არ გააჩნიათ. როგორც წესი, საგანგებო სიტუაციებში პანიკაში ვარდებიან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დიდად არ უყვართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები მოხვდნენ ამ კატეგორიის ადამიანებში?
1. კურო
კურო ფრთხილობს და ყველაფერს იმ დონემდე აზვიადებს, რომ რაიმეს გაკეთების შიში უჩნდება. კურო საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეს და გეგმა მოიფიქროს, მაგრამ სანამ ამ გეგმას ადგენს, რამის გამოსწორება უკვე ძალიან გვიანი ხდება. ეს ნიშანი წინააღმდეგი არაა ყველაფერი დაკარგოს, გვერდზე ჩუმად დაიტანჯოს, მაგრამ არაფერი მოიმოქმედოს რომ “რამე ცუდი არ მოხდეს”.
2. კირჩხიბი
კირჩხიბისთვის მისი შეცდომები ვიღაც სხვისი ბრალია, მაგრამ არა მისი. კირჩხიბი თამამია, როცა საქმე მისი ახლობლების საქმისთვის ბრძოლას ეხება, მაგრამ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების ამ კატეგორიის ადამიანებს ეშინიათ და მხდლურად იქცევიან, თავს ქვიშაში მალავენ და ნებისმიერ დიალოგს ან პრობლემური საკითხების განხილვას თავს არიდებენ.
3. ქალწული
თუ ქალწული ყველაფერს კარგად აკეთებს და შეცდომებს არ უშვებს, მაშინ თავდაჯერებულია. მას საშინლად ეშინია, როცა ეუბნებიან, რომ მან რაღაც არ იცის, ან მის შეცდომებსა და მარცხზე უთითებენ. ქალწული ჩვეულებრივ არ დადის ისეთ ადგილებში, სადაც ყველაზე ჭკვიანი ადამიანი არ გამოჩნდება, რადგან იმის აღიარება არ უყვარს, რომ ვიღაცაზე ნაკლებია, განსაკუთრებით როცა საქმე ცოდნას და ინტელექტის დონეს ეხება.
4. სასწორი
მიუხედავად იმისა, რომ სასწორებს კონფლიტები სძულთ, ზოგიერთი სიტუაციის დრამატიზებას დადებითად ეპყრობიან. თუ შეცდომას უშვებენ, თმების წყვეტას და ტირილს იწყებენ, რომ თანაგრძნობა გამოიწვიონ და მისი მარცხიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. სასწორმა იცის, რომ საკუთარ ქმედებაზე უბრალოდ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მაგრამ მათ ეს არ სურთ, სწორედ ამიტომ ნებისმიერი სიტუაციიდან გაქცევას ცდილობენ.
5. თევზები
თევზები ზედმეტად მგრძნობიარეები არიან, რამაც შეიძლება მხდლური რეაქცია და ქმედება გამოიწვიოს. როცა რაღაც ისე არ ხდება, თევზებს პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა ურჩევნიათ. ხდება მომენტი, როცა თევზი ძალიან შეშინებულია, რომ იბრძოლოს და სხვების წინაშე თავი დაიცვას, სწორედ ამიტომ კუთხეში იმალება და თავს ისე იჭერს თითქოსდა იქ არ არის. ისინი დიდებული ოსტატები არიან თავი აარიდონ იმას, რაც არ სურთ და რისი გაკეთებისაც ეშინიათ.