ზოდიაქოს ეს 6 ნიშანი ფიქრობს, რომ სხვა ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომ ხშირად უხეშად, უზრდელურად და უსიამოვნოდ მოქცევას არ ერიდებიან. ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებენ, რომ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ და გაოცებული არიან, როცა მათ ამის შესახებ ეუბნებიან.
1. ვერძი
ვერძები ყოველთვის არ ფიქრობენ, სანამ პირს დააღებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა განრისხებულნი არიან და შეუძლიათ წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი სიტყვები გაახმოვანოს. აფექტის დროს ვერძებს სიტყვების, ემოციის, ხმის ტონის გაფილტვრა არ შეუძლიათ. თუმცა როგორც კი მათი ცუდი განწყობა განელდება, ისინი თავს საშინლად და ძალიან დამნაშავედ გრძნობენ.
2. კურო
კურო – მიწის ნიშანია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი იუმორი ცოტათი უგემოვნო და უხეში შეიძლება იყოს. ამ ტიპის ადამიანი უტაქტო და ნაკლებად მგრძნობიარე არის, მაგრამ კუროსთვის სულ ერთია. ის საკუთარ ქცევას სახალისოდ თვლის. გარდა ამისა, კურო ძალიან ჯიუტი და მოუქნელია, არ უყვარს აზრის შეცვლა და ასეთი კომპრომისზე წასვლის სურვილის არ ქონა გარშემომყოფებისთვის შეურაცხმყოფელად ჟღერს.
3. კირჩხიბი
თუ კირჩხიბი ცუდად არის, სურს რომ გარშემო ყველა ცუდად იყოს. ზოგჯერ ყველაზე უდანაშაულო ადამიანებს ძალიან უსიამოვნო რამეებს ეუბნებიან. კირჩხიბი თავის ბრაზს იკავებს, შემდეგ პასიური აგრესიული მეთოდით თავდასხმას ახდენს, სწორედ ამიტომ შეიძლება ვერც კი მიხვდეთ თუ რა ხდება. მათ შეუძლიათ ფრთხილად და წყნარად გითხრათ შეურაცხმყოფელი სიტყვები და გააკეთონ კომენტარები, რომლებიც თქვენ ნაკლს ხაზს გაუსვამს.
4. მორიელი
მორიელი ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს. თუ მორიელი თვლის, რომ მას რამე მოატყუეს ის უხეშად მოგექცევათ, ან თუ მორიელს რამე არ მოეწონა, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველმხრივ შეგავიწროებთ, მაშინაც კი თუ ეს მას საერთოდ არ ეხება. მორიელებს სხვა ადამიანებზე ყველაფრის ცოდნა სურთ ისე, რომ საკუთარ თავზე არაფერს ამჟღავნებენ. რა თქმა უნდა, ისინი სიამოვნებით გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას ამ ადამიანების საწინააღმდეგოდ ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში.
5. მშვილდოსანი
როგორ შეიძლება ასეთი მშვენიერი და მხიარული ნიშანი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდეს? საქმე იმაშია, რომ მშვილდოსანი ვერძივით წყობილებიდან ადვილად გამოდის და უხეშად საუბრობს. ამის შემდეგ თავს საშინლად გრძნობენ, მაგრამ დიდხანს არა, რადგან განსაკუთრებული ემპათიით გამოირჩევიან. მშვილდოსანი შეიძლება ეგოისტიც იყოს და დაივიწყოს, რომ მის გარშემო ადამიანები მხოლოდ მისი სურვილების შესასრულებლად არაა გაჩენილი.
6. მერწყული
მერწყულს შეუძლია იყოს ცივი და უემოციო, სწორედ ამ ორი თვისების წყალობით ზოგჯერ წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელ და უსიამოვნო რამეებს აჟღერებენ ისე, რომ საკუთარ თავს ანგარიშს არ აძლევენ. მათ მცირე დრამების მოწყობა უყვართ და თანამოსაუბრეს უბრალოდ საკუთარი სიამოვნების გამო წინააღმდეგობას უწევენ. გარდა ამისა, არსებობს მერწყულის ცნობილი სარკაზმი, რომელსაც ბევრი საკმაოდ უხეშად თვლის. მერწყული ადამიანის შეურაცხყოფას არ ცდილობს და როცა ეს ხდება თავს ნამდვილად უხერხულად გრძნობს.