ხარისხიანი და ელეგანტური ფეხსაცმელი ნებისმიერ იმიჯს ეფექტურად ავსებს. თუმცა მოდურ ტენდენციებთან რბოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და კომფორტი არ დაგავიწყდეთ, რადგან არაკომფორტული ფეხსაცმელი ფეხებს დიდ ზიანს აყენებენ. საქმე არა მხოლოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ეხება, რადგან ჩვეულებრივმა ბალერინა ფეხსაცმელმაც კი შეიძლება ბოროტად გაგეხუმროთ. როგორი ფეხსაცმელი არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო?
რომელი ფეხსაცმელი გვაყენებს ზიანს
წვეტიანი ცხვირით
ასეთი ფეხსაცმელი ელეგანტურად მხოლოდ წვრილ ფეხზე გამოიყურება. ბევრი ქალი, რომელთაც ფართო ფეხი აქვთ, ხელმძღვანელობენ პრინციპით „მთავარია, ლამაზია“. თუმცა ასეთი ფეხსაცმელი წყლულები და ჭრილობების გაჩენას იწვევს.
ვიეტნამური ჩუსტები
უკვე რამდენიმე სეზონია T თასმების მქონე ჩუსტებმა სანაპიროდან ქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ისინი არც ისეთი კომფორტულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. თასმები ფეხის თითებს შორის ხახუნს და შედეგად კანის გაღიზიანებას იწვევს. ასეთმა ფეხსაცმელმა შეიძლება ფეხის ღრძობა გამოიწვიოს, ამასთან თხელი ძირის გამო მექანიკური დაზიანებისგან ცუდად გვიცავს.
მაღალქუსლიანი და პლატფორმა ფეხსაცმელი
ქალები ასეთ ფეხსაცმელებზე გიჟდებიან, რადგან მათი დახმარებით წარმოუდგენლად მომხიბვლელები ხდებიან. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება იწვევს გაჭიმვებს, ფრჩხილების დაზიანებას, ტერფების გამრუდებას და მყესების ტკივილს.
ბალერინას ფეხსაცმელი
თითქოსდა, ამ უვნებელმა და კომფორტულმა ფეხსაცმელმა რა ზიანი უნდა მოგვაყენოს, მაგრამ ძალიან თხელი ძირი ფეხებს ვერ იცავს, რის გამოც დაჟეჟილობა და მყესების დაჭიმვა ხდება.
რბილი ბოტასები
ალბათ ფიქრობთ, რომ მსუბუქი სპორტული ფეხსაცმელი ყოველდღიური ტარებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა მოქნილობის გამო ფეხებს უფრო ძლიერ აზიანებენ.
როგორ ავირჩიოთ სწორი ფეხსაცმელი
1. შოპინგისთვის დღის მეორე ნახევარი შეარჩიეთ, რადგან ამ დროს ფეხები შეიძლება შეშუპდეს და დღისით ნაყიდი ფეხსაცმელი არაკომფორტული გახდეს.
2. ორივე ფეხის ტერფი შეამოწმეთ და უფრო დიდ ზომაზე ფოკუსირება გააკეთეთ. მწარმოებლის ზომაზე ორიენტირება არ გქონდეთ, რადგან ფეხსაცმელი შეიძლება პატარა იყოს. უმჯობესია გაიზომოთ ან ზუსტი ზომები მიაწოდოთ, თუ ონლაინ ყიდულობთ.
3. ბევრის იმედის მიუხედავად, ფეხსაცმელი ზომაში იშვიათად იწელება, ამიტომ ფეხსაცმლის შეძენას პასუხისმგებლობით მოეკიდეთ.
თქვენ რომელი ფეხსაცმელი გაცვიათ ხშირად?