5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სიყვარულის გამო მეგობრებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ

2351
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სიყვარულის გამო მეგობრებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სიყვარულის გამო მეგობრებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ

ზოდიაქოს ამ ნიშნებს როცა უყვარდებათ, ჩათვალეთ რომ მეგობრის სახით ეს ადამიანები უკვე დაკარგეთ. როცა უყვარდებათ ისინი თავიანთ პარტნიორში იშლებიან და შედეგად ძველ მეგობრებს და ახლო ნათესავებს თავს არიდებენ. არ ინერვიულოთ, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან, როცა სიყვარულის ჯადოქრობა გაქრება.
1. კურო
თუ კუროს ულტიმატუმს წაუყენებთ (თუნდაც რბილი ფორმით), ის თქვენთან მეგობრობას შეწყვეტს, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოს, თუნდაც ეს მომწამვლელი იყოს. პირადად არ მიიღოთ, უბრალოდ კუროს ურჩევნია ასიამოვნოს მას, ვისთანაც ემოციური კავშირი აქვს, სანამ ერთ დღეს არ გაიღვიძებს და მწარე რეალობას არ გაიაზრებს. სამწუხაროდ, მისი პოტენციური პარტნიორი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობრობა. კუროს ურთიერთობის გაწყვეტა უჭირს, მაგრამ როცა მას გული სტკივა, ის მიდის და ამ ადამიანს ცხოვრებიდან სამუდამოდ შლის – შემდეგ კი ჰორიზონტზე კვლავ ძველი მეგობრები გამოჩნდებიან.

2. კირჩხიბი
კირჩხიბს ძალიან სურს, რომ ის უყვარდეთ და რაც მთავარია, მას უყვარდეს. ის ყოველთვის თავშესაფარ სახლს ეძებს, ოცნებობს ლამაზ ოჯახზე და თავის იმედებს და ოცნებებს მეორე ნახევარს უზიარებს. ის სავარაუდოდ მეგობრებს დააიგნორებს და ყურადღებას მხოლოდ პარტნიორზე გადაიტანს, რომლის გამოც ყველა მსხვერპლზე წავა. როცა ურთიერთობა სრულდება, კირჩხიბი დიდხანს “იავადმყოფებს”, შემდეგ კი თქვენ ცხოვრებაში დაბრუნდება, თითქოსდა წარსულში არაფერი მომხდარა.

3. ლომი
ლომი ცნობილია იმით, რომ მისთვის სიყვარული ყოველთვის პირველ ადგილზე არის. ის წარმოუდგენლად ამაყობს ყველაფრით, რასაც ცხოვრებაში აკეთებს და სიყვარული გამონაკლისი არ არის. ლომს სურს იყოს საუკეთესო, რაც იმას ნიშნავს რომ სამყარომ ყველაზე კაშკაშა ლომის სიყვარული უნდა დაინახოს, მაგრამ შიგნით ჩახედვის უფლება არავის აქვს – დანარჩენებს მხოლოდ იდილიის ხედვის უფლება აქვთ. შეყვარებული ლომი ყველას უკანა ფონზე დააყენებს და მხოლოდ რჩეულზე გაამახვილებს ყურადღებას. გარშემომყოფების მოსაზრება საერთოდ არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, გარკვეულ დრომდე.

4. ქალწული
ქალწული – შინაგანი სილამაზე და ღირსებაა, მაგრამ როცა ის შეყვარებულია მარტივად შეიძლება “მსახურის” როლში გვევლინება. ის ყველაფერს გააკეთებს რომ პარტნიორს ასიამოვნოს, თავის ყურადღებას, ზრუნვას და სიყვარულს არ მოაკლებს. ქალწულს ბევრი რამის ატანა შეუძლია და შეეცდება საყვარელი ადამიანი ყველა ძალისხმევის გამოყენებით დააკავოს. გარდა ამისა, მას შეუძლია იყოს ჯიუტი და ახლობლების რჩევები არ გაითვალისწინოს, რადგან თვლის რომ მან უკეთ იცის როგორ გაუმკლავდეს სიტუაციას. თუ ურთიერთობა არ განვითარდება, ის დიდხანს მოითმენს, შემდეგ კი სწრაფად და გადაწყვეტილად პარტნიორს დატოვებს.

5. სასწორი
როცა სასწორი ვინმეს ხვდება, ძალიან მერყევი ხდება. თუმცა თუ ის გიჟურად შეყვარებულია პარტნიორის ერთგული ხდება და მეგობრების ცხოვრებიდან უკვალოდ ქრება. შეგიძლიათ საყვარელ სასწორ მეგობარს დაემშვიდობოთ, თუ მათ მეორე ნახევარი იპოვეს. ეს წვეულებების და შეხვედრების მოყვარული ადამიანი ნამდვილ ოჯახის ადამიანად გადაიქცევა, ასევე პარტნიორის ინტერესებს გაითვალისწინებთ იმოქმედებს. ჩათვალეთ, რომ სანამ სასწორის ურთიერთობა პარტნიორთან არ დასრულდება, მას თქვენ კომპანიაში ვეღარ იხილავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს