ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ყველა ფეთქდება – ამის გარეშე არ არსებობს. ყოველთვის შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა რაღაც არ მოგვწონს და გაბრაზებს გვაიძულებს. ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს საკუთარი თავის ხელში აყვანა და ბრაზის მოთოკვა შეუძლია. არსებობენ ისინიც, ვინც ნებისმიერი მიზეზით დაუყონებლივ ფეთქდებიან და პრაქტიკულად უმართავები ხდებიან.
1. ვერძი
ვერძს ემოციური თვითკონტროლის ძალიან დაბალი უნარი აქვს, ასე რომ როცა ვერძი გაბრაზებულია მისგან თავი შორს დაიჭირეთ. ვერძი ცეცხლის ნიშანია, მის შიგნით ყოველთვის ცეცხლი დუღს, რომელიც დროდადრო როგორც ვულკანი უნდა ამოიფრქვეს. მაშინაც კი თუ სიტუაცია თქვენთან კავშირში არაა, ვერძი თავის ბრაზს იმაზე გადმოანთხევს, ვინც ხელში მოჰყვება. ის ყოველთვის ზღვარზეა და ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს.
2. ლომი
ლომი – კიდევ ერთი ფეთქებადი ნიშანი ბობოქარი ტემპერამენტით. მასში ყოველთვის ვნება და ემოცია ბობოქრობს, სწორედ ამიტომ სწრაფად ფეთქდება. ლომი ზოგიერთ სიტუაციაში თავის შეკავებას ცდილობს, მაგრამ თუ თქვენ ერთ არასწორ ნაბიჯს გადადგამთ, ლომი სიამოვნებით გიჩვენებთ, თუ როგორ გამოიყურება მისი სიბრაზის ბომბა. განსაკუთრებით წყობილებიდან გამოდის, როცა მას არ ამჩნევენ. თუ მისით აღფრთოვანებული არ ხართ და მას აკრიტიკებთ, ქარიშხალს ელოდეთ.
3. მორიელი
მორიელს ველური ხასიათი აქვს და თუ მას განრისხების დროს შეხვდებით, იმ წამსვე სხვა პლანეტაზე გადასახლებას მოისურვებთ, რომ ეს მეორეჯერ აღარ დაინახოთ. ეს ნიშანი ისედაც ჯიუტი და მტკიცეა, სიბრაზის დროს კი კიდევ უფრო უარესი ხდება. მორიელი შეიძლება მკაცრიც იყოს: არაა აუცილებელი ფიზიკურად, მაგრამ მორიელის შხამიანი შეურაცხყოფის მოსმენა აუცილებლად მოგიწევთ. ეს ნიშანი ძალიან შენიღბულია, თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, თუ შიგნიდან ნელ-ნელა როგორ დუღს. ის მოსალოდნელ ქარიშხალს შეიძლება შევადაროთ: ცა ნელ-ნელა მუქდება, “ქარიშხლის წინ სიმშვიდე” დგება, მაგრამ პროგნოზის გაკეთება გაგიჭირდებათ, როდის დაარტყამს ელვა და როდის იქნება ქუხილი.
4. თხის რქა
გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება შეგექმნათ, რომ თხის რქა მუდმივად ცუდ ხასიათზეა. მაგრამ ნამდვილად ცუდ ხასიათზეა, თუ უბრალოდ ღიმილის მიზეზი არ აქვს, ამის გაგება გაგიჭირდებათ. კითხვების დასმა და რჩევის მიცემა არც კი გაბედოთ. გარეგნული ზემოქმედება თხის რქაზე ნეგატიურად მოქმედებს. ის არა მხოლოდ ბრაზდება და ნერვიულობს, არამედ თავისი სიბრაზის გამოვლენის დროს საკმაოდ უსიამოვნოდ იქცევა. ამ ნიშანს შეუძლია იყვიროს, სანამ არ გაწითლდება ან წვრილმანებს ჩაეძიოს და თავისი გესლიანი შენიშვნებით სული ამოგხადოთ, ან უბრალოდ შეურაცხყოფაზე გადავიდეს.