აი, რატომ ცხოვრობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, არ ბერდებიან და არ სუქდებიან. 100 წლამდე ცხოვრება თუ გსურთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ

2337
აი, რატომ ცხოვრობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, არ ბერდებიან და არ სუქდებიან. 100 წლამდე ცხოვრება თუ გსურთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ
აი, რატომ ცხოვრობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, არ ბერდებიან და არ სუქდებიან. 100 წლამდე ცხოვრება თუ გსურთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ

ხანგრძლივი ცხოვრების ასაკი 90 წლიდან იწყება, ხოლო იაპონიაში საშუალი სიცოცხლის ხანგრძლივობა 84 წელს შეადგენს! დიდხანს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვება, ცხოვრების სტილი და ზურგის ვარჯიში, რადგან ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები ჯანსაღ ხერხემალს წარმატების გარანტიად თვლიან.

იაპონელები ვერტიკალური ცხოვრების წესს მისდევენ, მათი ჩაი ჩვენზე უფრო სასარგებლოა, ხოლო გამრუდებულ კისერს ჯანმრთელობის პრობლემის მთავარ ნიშნად თვლიან. დღეს ვივიენი ჯანსაღი ცხოვრების წესებს გიზიარებთ, რომლებიც ცხოვრებას სანუკვარ 100 წლიან ნიშნულამდე გაგიხანგრძლივებთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესები

ჩვენ სამსახურში მანქანით მივდივართ, რომ საოფისე საათები მჯდომარე პოზაში გავატაროთ. იაპონელები კი ავტომობილებს ფუფუნებად თვლიან და თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. ისინი მეტროში დგანან და სამსახურამდე ფეხით მიდიან, ხოლო ზოგიერთი კომპიუტერთან ფეხზე მდგომი მუშაობს. ხერხემალს მჯდომარე პოზა არ უყვარს, თუმცა დღეს უფრო მეტს კვებაზე ვისაუბრებთ.

სადილობის დროს, იაპონელები 80%-ის წესს მისდევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებს ბოლომდე ჭამენ და ცოტას ტოვებენ. ამასთან მათი თეფშების ზომა გაცილებით მცირეა და ჭამენ ჩხირებით და არა უზარმაზარი კოვზებით.

ბევრ ჩვენგანს ზეთში შემწვარი კერძები უყვარს. იაპონელები კი  საკვებს ხარშავენ ან ორთქლზე ამზადებენ. ჩვენ ცხიმიანი წვნიანები გვაქვს, მათ კი წყალმცენარეების სამარხვო წვნიანები.

უფრო მეტი საავადმყოფოა, ვიდრე სილამაზის სალონი

იაპონიაში ჯანდაცვის სისტემა მაღალ დონეზეა: ამ ქვეყნის მაცხოვრებლები საავადმყოფოში წელიწადში 12-ჯერ დადიან. საინტერესო განსაკუთრებულობა: პაციენტებს ექიმის შერჩევა თავად შეუძლიათ.

ჩაი, როგორც ცხოვრების აზრი

იაპონური ჩაი ჩვენთვის ჩვეული პაკეტის ჩაიზე ბევრად უფრო სასარგებლოა. მაგალითად, „მატია“ მწვანე ჩაი ფხვნილის სახით, რომლის გარეშეც ჩაის არც ერთი ცერემონია არ ტარდება.

ვარჯიში „ოქროს თევზი“

მკურნალმა კაცუძო ნიშიმ ხერხემლის განსატვირთი სასარგებლო ვარჯიშები აღწერა, რომელთა შორის ყველაზე ეფექტურია „ოქროს თევზი“.

იაპონელები სისუფთავით შეპყრობილნი არიან: დღეში ორჯერ იბანენ და სახლის და სამუშაო ადგილების დასუფთავება არ ეზარებათ. მაღაზიის მფლობელები შესასვლელის წინ ტროტუარს ალაგებენ, დამლაგებლები სანაგვე ყუთებს წმენდავენ, ხოლო ავიაკომპანიის თანამშრომლები პატარა ხალიჩებს ხელით ასუფთავებენ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს